Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა წუხელ ხატია დეკანოიძის შტაბში, სადაც შსს-მ გამოძიება დაიწყო
რა მოხდა წუხელ ხატია დეკანოიძის შტაბში, სადაც შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ის­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის შტაბ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 19-177-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ცნო­ბის­თვის",ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ის­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მის შტაბ­ში უკა­ნო­ნოდ შე­იჭრ­ნენ, რათა სა­ვა­რა­უ­დოდ მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ.

დე­კა­ნო­ი­ძე მის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რის მონ­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს და შსს-ს მო­უ­წო­დებს, ფაქ­ტი დრო­უ­ლად და სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ი­ძი­ოს.

„წუ­ხელ, ღა­მის 03:15 სა­ათ­ზე, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე სა­მუ­შაო შტა­ბი დავ­ტო­ვეთ, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის №13-ში მდე­ბა­რე­ობს, შუქი ჩაქ­რა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ ამ შტაბ­ში ჩვე­ნი წას­ვლის შემ­დეგ დარ­ჩა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა, ვინც დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას გეგ­მავ­და, რო­მე­ლიც 17:00 სა­ათ­ზეა და­გეგ­მი­ლი. შუ­ქის ჩაქ­რო­ბის შემ­დეგ, ბავ­შვებ­მა გა­ი­გეს სი­ა­რუ­ლის ხმა, რო­მე­ლიც ჩა­მო­დი­ო­და უშუ­ა­ლოდ ჩემი ოთა­ხი­დან. ჩვე­ნი შტა­ბი არის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა და ჩემი ოთა­ხი მდე­ბა­რე­ობს ბოლო სარ­თულ­ზე, ამ წყვდი­ად­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მორ­თულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფონ­ზე, გა­ი­გეს ნა­ბი­ჯე­ბის ხმა. რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი ავარ­დნენ მე­სა­მე სარ­თულ­ზე, ეს ადა­მი­ა­ნი გა­დაძ­ვრა ფან­ჯრი­დან და შემ­დეგ სა­ხუ­რავ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და. ნა­ფე­ხუ­რე­ბია ჩემს ოთახ­ში, ნა­ფე­ხუ­რე­ბია ასე­ვე სა­ხუ­რავ­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მორ­თეს ელექტრო­ე­ნერ­გია იმის­თვის, რომ ჩემს სა­მუ­შაო ოფის­ში შე­მო­ეღ­წი­ათ. გვე­ბა­დე­ბა ერ­თა­დერ­თი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, სუს-ის მიერ სურ­დათ გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ, და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა, ვი­ნა­ი­დან, სურთ გა­ი­გონ, რაზე ვსა­უბ­რობთ ჩემს ოთახ­ში. ჩვენ მივ­მარ­თეთ შსს-ს, მო­ვი­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, გვი­თხრეს, რომ ვე­რა­ვი­თა­რი კვა­ლი, მათ შო­რის კი­ნო­ლო­გებ­მა ვერ აი­ღეს. ფაქ­ტია, ეს იყო ჩვენს ოფის­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო შე­მოჭ­რა, რათა ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლის და მი­ყუ­რა­დე­ბის აპა­რა­ტი და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ანთ“,-გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მისი თქმით, სწო­რედ მსგავს მე­თო­დებს მი­მარ­თავს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ.

„ეს არის ზუს­ტად ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აქვთ: სუს-ის გა­მო­ყე­ნე­ბა, უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლი, ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა, ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის შტა­ბებ­ში შეღ­წე­ვა, რაც კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
159

დადგმული სპექტაკლია!

ალეკო
160

დეკანოიძეს რომ მოსმენა გაუკვირდება...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რა მოხდა წუხელ ხატია დეკანოიძის შტაბში, სადაც შსს-მ გამოძიება დაიწყო

რა მოხდა წუხელ ხატია დეკანოიძის შტაბში, სადაც შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ.

დეკანოიძე მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს.

„წუხელ, ღამის 03:15 საათზე, როდესაც რამდენიმე წუთით ადრე სამუშაო შტაბი დავტოვეთ, რომელიც ქეთევან დედოფლის №13-ში მდებარეობს, შუქი ჩაქრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ შტაბში ჩვენი წასვლის შემდეგ დარჩა რამდენიმე ახალგაზრდა, ვინც დღევანდელ ღონისძიებას გეგმავდა, რომელიც 17:00 საათზეა დაგეგმილი. შუქის ჩაქრობის შემდეგ, ბავშვებმა გაიგეს სიარულის ხმა, რომელიც ჩამოდიოდა უშუალოდ ჩემი ოთახიდან. ჩვენი შტაბი არის სამსართულიანი შენობა და ჩემი ოთახი მდებარეობს ბოლო სართულზე, ამ წყვდიადში, სპეციალურად გამორთულ ელექტროენერგიის ფონზე, გაიგეს ნაბიჯების ხმა. როდესაც ახალგაზრდები ავარდნენ მესამე სართულზე, ეს ადამიანი გადაძვრა ფანჯრიდან და შემდეგ სახურავზე გაუჩინარდა. ნაფეხურებია ჩემს ოთახში, ნაფეხურებია ასევე სახურავზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სპეციალურად გამორთეს ელექტროენერგია იმისთვის, რომ ჩემს სამუშაო ოფისში შემოეღწიათ. გვებადება ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი გონივრული ეჭვი, რომ სამართალდამცავების, სუს-ის მიერ სურდათ გადმოსულიყვნენ, დაემონტაჟებინათ სპეციალური აპარატურა, ვინაიდან, სურთ გაიგონ, რაზე ვსაუბრობთ ჩემს ოთახში. ჩვენ მივმართეთ შსს-ს, მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ სამწუხაროდ, გვითხრეს, რომ ვერავითარი კვალი, მათ შორის კინოლოგებმა ვერ აიღეს. ფაქტია, ეს იყო ჩვენს ოფისში სპეციალურად გაკეთებული უკანონო შემოჭრა, რათა ფარული თვალთვალის და მიყურადების აპარატი დაემონტაჟებიანთ“,-განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, სწორედ მსგავს მეთოდებს მიმართავს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ.

„ეს არის ზუსტად ის მდგომარეობა, რომელიც წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აქვთ: სუს-ის გამოყენება, უკანონო თვალთვალი, ფარული მიყურადება, ოპონენტებისა და ოპოზიციის შტაბებში შეღწევა, რაც კანონით ისჯება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

"არანაირი დაპირისპირება არ არის, "ოცნების" გუნდი ერთიანია - გახარიას შემცვლელზე საუბარი მოგონილი ამბავია" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"