საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოზარდს დაზიანებები ხუთმა პირმა მიაყენა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდს დაზიანებები ქვებით მიაყენეს.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქორწილიდან ბრუნდებოდა.
"ფეხი მოტეხილი აქვს. სახეში ქვა აქვს დარტყმული. მეზობელმა დაინახა კაცი მკვდარიაო" - ამბობს დაზარალებულის მამა "მთავარ არხთან" საუბრისას.
18 წლის ახალგაზრდა ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.