საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ
"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ

მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ქარ­თუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ებს სა­შე­ჯიბ­რე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ბეჭ­დავ­დნენ. ერთ-ერთი ასე­თი მა­სა­ლა 1866 წლის 15 (27) აპ­რილს "დრო­ე­ბის" მე-7 ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. პუბ­ლი­კა­ცია 10 აპ­რილს მუშ­თა­ი­დის მახ­ლობ­ლად დოღ­ში გა­მარ­თუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის შე­დე­გებს გვამ­ცნობს.

არა­და, 16 წლის შემ­დეგ იმა­ვე „დრო­ე­ბა­ში“ სი­ნა­ნუ­ლით აღ­სავ­სე ინ­ფორ­მა­ცია და­ი­ბეჭ­და, რომ უკვე ვე­ღარ ხე­და­ვენ „იმ რა­ინდ ტა­ი­ჭოს­ნებს, რო­მელ­თა ჯი­რი­თო­ბა იყო იდე­ა­ლი ცხე­ნოს­ნო­ბი­სა, სიცქა­ფი­სა და სი­მარ­დი­სა...

ვერც იმ მა­რუ­ლას ჰნა­ხავთ, რო­მელ­საც სუ­ლი­თა და გუ­ლით ეს­წრა­ფოდ­ნენ ხნი­ერ­ნი და ჭა­ბუკ­ნი“.

"ბუნ­ტის" შიში

საგლე­ხო რე­ფორ­მის მერე მე­ფის რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ, რო­მელ­საც ხალ­ხის თავ­შეყ­რი­სა და „ბუნ­ტის“ ეში­ნო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხალ­ხო გარ­თო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა აკ­რძა­ლა, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც ცნო­ბილ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­მა გა­ი­ლაშ­ქრეს. აკა­კი წე­რე­თე­ლი 1880 წლის „დრო­ე­ბა­ში“ წერ­და: „ნათ­ლის­ღე­ბას ზურ­ნა აუკ­რძა­ლი­ათ, მე­ზურ­ნე­ე­ბი და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ… რა ქნას ჩვენ­მა ხალ­ხმა… ნუთუ იმის ნება არ უნდა ჰქონ­დეს, რომ კვი­რა­ში ერთხელ შრო­მი­სა და ოფ­ლის ღვრის შემ­დეგ გული გა­იმ­ხი­ა­რუ­ლოს?“

ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი ი. ფე­რა­ძე 1919 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში წერს: „მას და­უს­ვეს შე­კი­თხვა, მარ­თა­ლია თუ არა, რომ ამ დროს 5 კაცი მოკ­ვდა და 300 და­იჭ­რაო. მე­ფის­ნაც­ვალ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა; ერთი კაცი მოკ­ვდა იმის გამო, რომ შე­ე­შინ­და, და­ე­ცა და ქვას და­არ­ტყა თავი, დაჭ­რით კი არა­ვინ დაჭ­რი­ლა“.

იმ­პე­რა­ტო­რი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ან­გა­რიშ­ში ვო­რონ­ცო­ვი მი­უ­თი­თებს, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ ქარ­თვე­ლებს ძვე­ლი სა­ვაჟ­კა­ცო ჩვე­უ­ლე­ბე­ბი არ უნდა და­უ­შა­ლოს, რად­გან ისი­ნი ამის მეშ­ვე­ო­ბით არი­ან მზად, რუ­სე­თის ჯარ­თან ერ­თად და­იც­ვან ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბი. აშ­კა­რად ჩანს, რომ ვო­რონ­ცო­ვი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პა­სუ­ხით ქარ­თვე­ლებს, მათ კულ­ტუ­რა­სა და ძველ ზნე-ჩვე­უ­ლე­ბებს იცავს, რაც სხვა დრო­საც არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია, მე­ტიც, ჯი­რით­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­თათ­ვის ჯილ­დო „ოქ­როს თასი - ყა­ბა­ხიც“ კი და­უ­წე­სე­ბია.

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი პრე­სის კრი­ტი­კუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის მი­უქ­ცე­ვია. გარ­თო­ბა-ას­პა­რე­ზო­ბა­ნი და ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შო­ბე­ბი, რო­გორც მა­შინ უწო­დებ­დნენ შე­ჯიბ­რე­ბებს, თან­და­თან და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა. „იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, - წერ­და 1894 წელს „ივე­რია“, - რომ თა­მა­შის წე­სე­ბიც კი სრუ­ლი­ად აღარ ახ­სოვს ხალ­ხსა. სა­ჭი­როა ვინც კარ­გად იცის რო­მე­ლი­მე თა­მა­შო­ბა, დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წე­როს, რომ გა­ვავ­რცე­ლოთ“.

"ცხრა-წყა­როს" სა­ი­დუმ­ლო

ალ­ბათ, შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა 1882 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს გა­ზეთ „დრო­ე­ბა­ში“ (#217) ეთ­ნოგ­რაფ ივა­ნე გვა­რა­მა­ძის წე­რი­ლის და­ბეჭდ­ვა მეს­ხურ თა­მა­შებ­ზე. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ პრო­ფე­სორ­მა ავ­თან­დილ ცი­ბა­ძემ, მერე კი ცნო­ბილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა - ნო­დარ გუ­გუშ­ვილ­მა და პა­ა­ტა ნაც­ვლიშ­ვილ­მა მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა.

ქარ­თუ­ლი „ოლიმ­პი­უ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის“ შემ­დგე­ნე­ლი ნო­დარ გუ­გუშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბი, ან­ტი­კუ­რი ოლიმ­პი­ა­დე­ბის მსგავ­სად, ოთხ წე­ლი­წად­ში ერთხელ „სპორ­ტულ თა­მა­შებს მარ­თავ­დნენ“.

„დრო­ე­ბა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კო­რეს­პონ­დენ­ცი­ა­ში ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ეთ­ნოგ­რა­ფი ხი­ზა­ბავ­რი­დან ჯერ სო­ფელ ზველ­ში (ძველ­ში, ზედა ველ­ში), მერე ერ­კო­ტა­ში გა­და­სუ­ლა, სა­დაც 15 მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და თურ­მე. გვა­რა­მა­ძე ამ სოფ­ლის სა­ხე­ლის ეტი­მო­ლო­გი­ას ასე ხსნის - „ერ­კო­ტა სა­ხე­ლი ნიშ­ნავს ერის-კო­ტა­ო­ბას (ვარ­ჯისს თუ კეჭ­ნა­ო­ბას)“...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად lelo.ge-ზე

hhh
0

ასეთ ფორმაში ჭიდაობაღა გვაკლია.დდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ

"თითოეული მონაწილე წარმართულად მხოლოდ თავის წყაროს წყალს სვამდა" - მესხური თამაშები: მითი თუ სინამდვილე? რას წერდა "დროება" 138 წლის წინ

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ჟურნალ-გაზეთები ინფორმაციებს საშეჯიბრებო ღონისძიებებზე სისტემატურად ბეჭდავდნენ. ერთ-ერთი ასეთი მასალა 1866 წლის 15 (27) აპრილს "დროების" მე-7 ნომერში გამოქვეყნდა. პუბლიკაცია 10 აპრილს მუშთაიდის მახლობლად დოღში გამართული ასპარეზობის შედეგებს გვამცნობს.

არადა, 16 წლის შემდეგ იმავე „დროებაში“ სინანულით აღსავსე ინფორმაცია დაიბეჭდა, რომ უკვე ვეღარ ხედავენ „იმ რაინდ ტაიჭოსნებს, რომელთა ჯირითობა იყო იდეალი ცხენოსნობისა, სიცქაფისა და სიმარდისა...

ვერც იმ მარულას ჰნახავთ, რომელსაც სულითა და გულით ესწრაფოდნენ ხნიერნი და ჭაბუკნი“.

"ბუნტის" შიში

საგლეხო რეფორმის მერე მეფის რუსეთის მთავრობამ, რომელსაც ხალხის თავშეყრისა და „ბუნტის“ ეშინოდა, საქართველოში სახალხო გართობების ჩატარება აკრძალა, რის წინააღმდეგაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა გაილაშქრეს. აკაკი წერეთელი 1880 წლის „დროებაში“ წერდა: „ნათლისღებას ზურნა აუკრძალიათ, მეზურნეები დაუპატიმრებიათ… რა ქნას ჩვენმა ხალხმა… ნუთუ იმის ნება არ უნდა ჰქონდეს, რომ კვირაში ერთხელ შრომისა და ოფლის ღვრის შემდეგ გული გაიმხიარულოს?“

ცნობილი მკვლევარი ი. ფერაძე 1919 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში წერს: „მას დაუსვეს შეკითხვა, მართალია თუ არა, რომ ამ დროს 5 კაცი მოკვდა და 300 დაიჭრაო. მეფისნაცვალმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება; ერთი კაცი მოკვდა იმის გამო, რომ შეეშინდა, დაეცა და ქვას დაარტყა თავი, დაჭრით კი არავინ დაჭრილა“.

იმპერატორისადმი გაგზავნილ ანგარიშში ვორონცოვი მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობამ ქართველებს ძველი სავაჟკაცო ჩვეულებები არ უნდა დაუშალოს, რადგან ისინი ამის მეშვეობით არიან მზად, რუსეთის ჯართან ერთად დაიცვან ქვეყნის საზღვრები. აშკარად ჩანს, რომ ვორონცოვი დიპლომატიური პასუხით ქართველებს, მათ კულტურასა და ძველ ზნე-ჩვეულებებს იცავს, რაც სხვა დროსაც არაერთხელ გაუკეთებია, მეტიც, ჯირითში გამარჯვებულთათვის ჯილდო „ოქროს თასი - ყაბახიც“ კი დაუწესებია.

სამწუხაროდ, ქართული პრესის კრიტიკული პუბლიკაციებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. გართობა-ასპარეზობანი და ფიზიკური ვარჯიშობები, როგორც მაშინ უწოდებდნენ შეჯიბრებებს, თანდათან დავიწყებას მიეცა. „იქამდე მივიდა საქმე, - წერდა 1894 წელს „ივერია“, - რომ თამაშის წესებიც კი სრულიად აღარ ახსოვს ხალხსა. საჭიროა ვინც კარგად იცის რომელიმე თამაშობა, დაწვრილებით აღწეროს, რომ გავავრცელოთ“.

"ცხრა-წყაროს" საიდუმლო

ალბათ, შემთხვევითი არ ყოფილა 1882 წლის 17 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ (#217) ეთნოგრაფ ივანე გვარამაძის წერილის დაბეჭდვა მესხურ თამაშებზე. ამ ინფორმაციას ჯერ პროფესორმა ავთანდილ ციბაძემ, მერე კი ცნობილმა ჟურნალისტებმა - ნოდარ გუგუშვილმა და პაატა ნაცვლიშვილმა მიაქციეს ყურადღება.

ქართული „ოლიმპიური ენციკლოპედიის“ შემდგენელი ნოდარ გუგუშვილის მოსაზრებით, ქართველები, ანტიკური ოლიმპიადების მსგავსად, ოთხ წელიწადში ერთხელ „სპორტულ თამაშებს მართავდნენ“.

„დროებაში“ გამოქვეყნებულ კორესპონდენციაში ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტებია დასახელებული. ეთნოგრაფი ხიზაბავრიდან ჯერ სოფელ ზველში (ძველში, ზედა ველში), მერე ერკოტაში გადასულა, სადაც 15 მოსახლე ცხოვრობდა თურმე. გვარამაძე ამ სოფლის სახელის ეტიმოლოგიას ასე ხსნის - „ერკოტა სახელი ნიშნავს ერის-კოტაობას (ვარჯისს თუ კეჭნაობას)“...წაიკითხეთ სრულად lelo.ge-ზე

"ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა" - რომელი რეგიონები ლიდერობს კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ბოლო 24 საათის მონაცემებით?

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა - მარინა ელდელაძე დეტალებით

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა