მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე
"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

ბა­თუმ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ქუ­ჩებ­ში მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყეს და ბულ­ვარ­ში აქ­ცია გა­მარ­თეს. რო­გორც პარ­ტი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, ეს არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა მათ ამომ­რჩე­ველ­თან, რათა ამომ­რჩე­ველს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა წა­რუდ­გი­ნონ.

დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ვერ და­ეს­წრო. მან გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა და მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­ბო­დი­შა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღეს ვა­შა­ლო­მი­ძის მამა კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

აქ­ცი­ას ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, თუმ­ცა რო­გო­როც ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი" წერს, აქ­ცი­ას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძი­რი­თა­დად პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რომ არ იყო და­ცუ­ლი დის­ტან­ცია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებს ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ის ფო­ტო­ებს და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აკ­რი­ტი­კე­ბენ.

ასევე დაგაინტერესებთ
21:54 / 16-10-2020

"ბათუმში კორონავირუსი ხელოვნურად გაავრცელეს... დაავადებული ქვეყნიდან შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ დამსვენებლები" - სააკაშვილი

08:21 / 17-10-2020

"პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან" - ვაშაძის პასუხი ჟურნალისტს, ხალხმრავალ აქციაზე დასმულ კითხვაზე

16:31 / 17-10-2020

"გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია... ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

12:08 / 19-10-2020

"ეს დიდი უპასუხისმგებლობაა, რაც სამოქალაქო დასჯას მოითხოვს" - რას ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი "ნაცმოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ აქციაზე

"სულ ვცდი­ლობ­დი მე­პო­ვა გან­სხვვე­ბა "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შო­რის და მგო­ნი ვი­პო­ვე - ევ­სა­ქებს რა­ღაც პა­სუ­ხოსმგებ­ლო­ბა მა­ინც ქო­ნი­ათ. მათ ხვალ თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი აქ­ცია ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამო გა­ა­უქ­მეს, ხოლო ნა­ცებ­მა აი, ეს მო­ა­წყვეს ბა­თუმ­ში" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი.

"ეს რა ჯან­და­ბა ხდე­ბა ბა­თუმ­ში! ჭყლე­ტაა და თით­ქმის არა­ვის ნი­ღა­ბი არ უკე­თია. გა­წი­რეს ქა­ლა­ქი. სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ზაზა დო­ბორჯგი­ნი­ძე.

"უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ის რაც ახლა ბა­თუმ­ში ხდე­ბა და რაც მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე თბი­ლის­ში მოხ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი თუ ასე იქ­ცე­ვი­ან და არ ზრუ­ნა­ვენ სა­კუ­თარ თავ­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე რო­გორ იზ­რუ­ნე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თუ იქ­ნე­ბი­ან?! " - წერს "სა­ერ­თა­შო­რი­სო მაგ­ჭირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი.

"სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ბოლო ფა­ზა­შია, შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა - უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

მაგ­რამ, ის რაც დღეს ბა­თუმ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ და მის­მა სა­ტე­ლი­ტებ­მა ჩა­ი­დი­ნეს, რო­დე­საც უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შეკ­რი­ბეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში - მათი მხრი­დან სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბი­ლი კი­დევ ერთი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტია! სხვა­ნა­ი­რი შე­ფა­სე­ბა ამ საქ­ცი­ელს არ გა­აჩ­ნია" - წერს ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 887 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 15 327-ს შე­ად­გენს. გა­მოვ­ლე­ნი­ლი 887 შემ­თხვე­ვი­დან აჭა­რა­ში-342 და­ფიქ­სირ­და.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
640

აი ამისთვის, ინფექციის გამიზნულად გავრცელებისთვის, ეს პარტია უნდა აიკრძალოს და არჩევნებიდან უნდა მოიხსნას. რამდენჯერ უნდა უღალატონ ქვეყანას, კმარა უკვე.

Nini
610

სექტა, ჩვეულებრივი მავნებელი სექტა. და მიწის გაჩუქება გიკვირთ ამათგან? საკუთარ ოჯახებსაც სიამოვნებით ამოხოცავენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს და ბულვარში აქცია გამართეს. როგორც პარტიაში განაცხადეს, ეს არის წინასაარჩევნო შეხვედრა მათ ამომრჩეველთან, რათა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარუდგინონ.

დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ვერ დაესწრო. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუბოდიშა. როგორც ცნობილია, დღეს ვაშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.

აქციას ასეულობით ადამიანი ესწრებოდა, თუმცა როგოროც ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" წერს, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე იყვნენ წარმოდგენილი. კადრებში კარგად ჩანს, რომ არ იყო დაცული დისტანცია.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს ხალხმრავალი აქციის ფოტოებს და ორგანიზატორებს აკრიტიკებენ.

"სულ ვცდილობდი მეპოვა განსხვვება "ევროპულ საქართველოსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და მგონი ვიპოვე - ევსაქებს რაღაც პასუხოსმგებლობა მაინც ქონიათ. მათ ხვალ თბილისში დაგეგმილი აქცია ეპიდსიტუაციის გამო გააუქმეს, ხოლო ნაცებმა აი, ეს მოაწყვეს ბათუმში" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

"ეს რა ჯანდაბა ხდება ბათუმში! ჭყლეტაა და თითქმის არავის ნიღაბი არ უკეთია. გაწირეს ქალაქი. საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - წერს ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე.

"უპასუხისმგებლობაა ის რაც ახლა ბათუმში ხდება და რაც მანამდე რამდენჯერმე თბილისში მოხდა. პოლიტიკური პარტიები თუ ასე იქცევიან და არ ზრუნავენ საკუთარ თავსა და მხარდამჭერების ჯანმრთელობაზე, ქვეყანაზე როგორ იზრუნებენ, ხელისუფლებაში თუ იქნებიან?! " - წერს "საერთაშორისო მაგჭირვალობა საქართველოს" წევრი ლევან ნატროშვილი.

"საარჩევნო კამპანია ბოლო ფაზაშია, შესაბამისად ყველა ოპოზიციური პარტიის ნებისმიერი აქტივობა - უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

მაგრამ, ის რაც დღეს ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ჩაიდინეს, როდესაც უსაფრთხოების ნორმების მიზანმიმართული დაუმორჩილებლობით უამრავი ადამიანი შეკრიბეს ქალაქის ცენტრში - მათი მხრიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი კიდევ ერთი ტერორისტული აქტია! სხვანაირი შეფასება ამ საქციელს არ გააჩნია" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15 327-ს შეადგენს. გამოვლენილი 887 შემთხვევიდან აჭარაში-342 დაფიქსირდა.

მაჭახელას ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2906 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა