საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 19:20 საათზე, 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისისდან 20 კილომეტრში მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თეთრიწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 3კმ-ში სოფელ სამშვილდეში იყო.