მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც" - ლადო მირიანაშვილი
"1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც" - ლადო მირიანაშვილი

1938 წლის 200 000-იან რუ­კა­ზე უდაბ­ნოს და ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრე­ბი არის და­მა­ჯე­რებ­ლად არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის მხა­რეს, არა­მედ მის სიღ­რმე­ში 300 მეტ­რით მა­ინც,- ამის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­კოს­მა ლადო მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა, რო­გორც ლადო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, მეც­ნი­ე­რი სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის ფარ­გლებ­ში ეწე­ვა სა­მუ­შა­ოს და ყვე­ლა ექ­სპერტს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, ამი­ტომ „გა­მო­კი­დე­ბა, რომ მათ რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნეს და მათი არ­გუ­მენ­ტე­ბი რა­ტომ არის სხვე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, არას­წო­რი მიდ­გო­მაა.“

„500 000-იან რუ­კა­ზე ცოტა რთუ­ლი გა­სარ­კვე­ვია, ძა­ლი­ან წვრი­ლი მას­შტა­ბია, 1 სან­ტი­მეტრში არის 5 კი­ლო­მეტ­რი და იმის გამო, რომ უდაბ­ნო­სა და ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრე­ბი მდე­ბა­რე­ობს უშუ­ა­ლოდ სა­ზღვრის ხაზ­თან, ძა­ლი­ან ძნე­ლია 500 000-ია­ნით გა­მი­ჯვნა. რაც შე­ე­ხე­ბა 200 000-იან რუ­კას, 1938 წლის რუ­კა­ზე ვლა­პა­რა­კობ, რად­გან 200 000-იანი რუ­კე­ბი სხვა პე­რი­ო­დის რუ­კე­ბიც არის და ამ 1938 წლის 200 000-იან რუ­კა­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად უდაბ­ნოს და ჩი­ჩხი­ტუ­რის მო­ნას­ტრე­ბი არის არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის მხა­რეს, არა­მედ მის სიღ­რმე­ში 300 მეტ­რით მა­ინც,“- გა­ნა­ცხა­და მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა შეც­დო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო 200 000-იან რუ­კა­ზე, მა­ინც სჯობ­და, კარ­ტოგ­რა­ფებს ეს რუ­კაც გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

„პირ­ველ რიგ­ში, რაც მე გა­დაც­დო­მა მგო­ნია ამ კარ­ტოგ­რაფ­თა საქ­მე­ში მათ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გინ­და ეჭვი ჰქო­ნო­დათ იმა­ზე, რომ ამ რუ­კა­ზე იყო გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, ეს რუკა უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ლა­პა­რაკს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ რუ­კა­ზე არის ისე­თი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო არ არის, ჩემ­თვის მა­გა­ლი­თად, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, გა­ცი­ლე­ბით უფრო ღი­რე­ბუ­ლია და­ვით-გა­რე­ჯის მო­ნას­ტრე­ბის დარ­ჩე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებ­ში, ვიდ­რე სი­ტყვა­ზე ერთი- ორი სხვა მო­ნაკ­ვე­თის და­კარ­გვა. ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ეს მო­ნაკ­ვე­თე­ბი რა ფარ­თო­ბის არის, მაგ­რამ ერთი ორ­თან , ერთი სამ­თა­ნაც კი მე მომ­ხრე ვიქ­ნე­ბო­დი, რომ ის ტე­რი­ტო­რია დაგ­ვე­კარ­გა და მის ნაც­ვლად დაგ­ვრჩე­ნო­და და­ვით გა­რე­ჯი,“- გა­ნა­ცხა­და ლადო მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც" - ლადო მირიანაშვილი

"1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც" - ლადო მირიანაშვილი

1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები არის დამაჯერებლად არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში 300 მეტრით მაინც,- ამის შესახებ ისტორიკოსმა ლადო მირიანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. თუმცა, როგორც ლადო მირიანაშვილი აცხადებს, მეცნიერი საკუთარი ცოდნის ფარგლებში ეწევა სამუშაოს და ყველა ექსპერტს თავისი შეხედულება აქვს, ამიტომ „გამოკიდება, რომ მათ რატომ არ გამოიყენეს და მათი არგუმენტები რატომ არის სხვებისთვის მიუღებელი, არასწორი მიდგომაა.“

„500 000-იან რუკაზე ცოტა რთული გასარკვევია, ძალიან წვრილი მასშტაბია, 1 სანტიმეტრში არის 5 კილომეტრი და იმის გამო, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები მდებარეობს უშუალოდ საზღვრის ხაზთან, ძალიან ძნელია 500 000-იანით გამიჯვნა. რაც შეეხება 200 000-იან რუკას, 1938 წლის რუკაზე ვლაპარაკობ, რადგან 200 000-იანი რუკები სხვა პერიოდის რუკებიც არის და ამ 1938 წლის 200 000-იან რუკაზე დამაჯერებლად უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში 300 მეტრით მაინც,“- განაცხადა მირიანაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა შეცდომები შეიძლებოდა ყოფილიყო 200 000-იან რუკაზე, მაინც სჯობდა, კარტოგრაფებს ეს რუკაც გამოეყენებინათ.

„პირველ რიგში, რაც მე გადაცდომა მგონია ამ კარტოგრაფთა საქმეში მათ ნებისმიერ შემთხვევაში, გინდა ეჭვი ჰქონოდათ იმაზე, რომ ამ რუკაზე იყო გარკვეული შეცდომები გარკვეულ მონაკვეთებზე, ეს რუკა უნდა გამოგვეყენებინა და რაც შეეხება, ზოგიერთი ადამიანის ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ რუკაზე არის ისეთი მონაკვეთები, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო არ არის, ჩემთვის მაგალითად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, გაცილებით უფრო ღირებულია დავით-გარეჯის მონასტრების დარჩენა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, ვიდრე სიტყვაზე ერთი- ორი სხვა მონაკვეთის დაკარგვა. ცხადია, მნიშვნელობა აქვს ეს მონაკვეთები რა ფართობის არის, მაგრამ ერთი ორთან , ერთი სამთანაც კი მე მომხრე ვიქნებოდი, რომ ის ტერიტორია დაგვეკარგა და მის ნაცვლად დაგვრჩენოდა დავით გარეჯი,“- განაცხადა ლადო მირიანაშვილმა.

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა