პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა
დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა

დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი იწე­რე­ბა და­სავ­ლურ პრე­სა­ში, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, თურ­ქე­თის მეშ­ვე­ო­ბით, ბევ­რი უცხო­ე­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი-ჯი­ჰა­დის­ტი (ძი­რი­თა­დად სი­რი­ი­დან) იმ­ყო­ფე­ბა. ბაქო და ან­კა­რა ასეთ "ბრალ­დე­ბას" უარ­ყო­ფენ და პი­რი­ქით, ერე­ვანს იგი­ვეს აბ­რა­ლე­ბენ... არ­სე­ბობს აზრი, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა "სირ­ცხვი­ლია" და ქვეყ­ნის სი­სუს­ტე­ზე მე­ტყვე­ლებს.

მარ­თლაც ასეა? მარ­თლაც სა­სირ­ცხვი­ლოა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, რომ­ლის ხსე­ნე­ბა­საც ასე უფრთხი­ან ან­კა­რა, ბაქო და ერე­ვა­ნი?

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ვარ­კვი­ოთ, რას ამ­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი და­ქი­რა­ვე­ბულ მე­ომ­რებ­ზე, ანუ რო­გორც მათ ხში­რად უწო­დე­ბენ - "იღ­ბლი­ან ჯა­რის­კა­ცებ­ზე", "ვე­ლურ ბა­ტებ­ზე" თუ "ომის ქო­ფა­კებ­ზე".

  • "იღ­ბლი­ან ჯა­რის­კაც­თა" სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი

ჟე­ნე­ვის 1977 წლის კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბა მო­ცე­მუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ოქ­მის 47-ე მუხ­ლში:

"და­ქი­რა­ვე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა პირი, რო­მე­ლიც:

ა) სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გა­და­ბი­რე­ბულ-და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იმ მიზ­ნით, რომ ომში ჩაბ­მუ­ლი მხა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან სა­ზღვარ­გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე შე­ი­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში იბ­რძო­ლოს;

ბ) ფაქ­ტობ­რი­ვად, იღებს უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში;

გ) იბ­რძვის უმ­თავ­რე­სად პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის­თვის, რო­მე­ლიც დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა მხა­რემ აღუთ­ქვა - იმა­ზე მეტი, რა­საც იღებს დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა;

დ) არ ით­ვლე­ბა იმ მხა­რის მო­ქა­ლა­ქედ, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტშია ჩაბ­მუ­ლი და არც იმ პი­რად, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ცხოვ­რობს დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი მხა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე;

ე) არ შე­დის კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე მხა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში (არ ით­ვლე­ბა კომ­ბა­ტან­დად);

ვ) გაგ­ზავ­ნი­ლი არ არის იმ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტის მხა­რეა და რომ­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ირი­ცხე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი არ კრძა­ლავს ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­ქი­რა­ვე­ბა­სა და მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­ფლიქ­ტებ­ში. "და­ქი­რა­ვე­ბა" უფრო მე­ტად ცალ­კე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაა აკ­რძა­ლუ­ლი და დას­ჯა­დია. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი­თაც (410-ე მუხ­ლი), რო­მელ­შიც ჩა­წე­რი­ლია, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, გაწ­ვრთნა, და­ფი­ნან­სე­ბა ან სხვაგ­ვა­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი­სა, აგ­რეთ­ვე მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში ან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბა­ში ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან რვა წლამ­დე. ხოლო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში ან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბა­ში - სა­მი­დან შვიდ წლამ­დე.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე არის მცდე­ლო­ბე­ბი, რომ და­ქი­რა­ვე­ბა თუ მთლი­ა­ნად არ აიკ­რძა­ლე­ბა, შე­ი­ზღუ­დოს მა­ინც, მაგ­რამ მცდე­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია.

ალ­ბათ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს დამ­ცველ მე­ო­მარს, რო­მე­ლიც, და­ქი­რა­ვე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად არის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გულ­წრფე­ლი გრძნო­ბით, პატ­რი­ო­ტუ­ლი შე­მარ­თე­ბით, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა დრო­ში და ეპო­ქა­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ყო­ველ­თვის იყო და არის.

  • "შავი რა­ინ­დე­ბი", კონ­დო­ტი­ე­რე­ბი და ლან­დსკნეხ­ტე­ბი

ცო­ცხა­ლი ძა­ლის (ჯა­რის­კა­ცე­ბის) და­ქი­რა­ვე­ბა ომე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის დროს უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან არის ცნო­ბი­ლი, და­წყე­ბუ­ლი ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ეპო­ქი­დან. ბერ­ძე­ნი მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ რო­გორც სპარ­სე­თის ჯარ­ში, ასე­ვე ეგ­ვიპ­ტის ფა­რა­ო­ნებ­თან და კარ­თა­გენ­ში. მა­გა­ლი­თად, გავ­გა­მე­ლას­თან ბრძო­ლის დროს სპარ­სე­ლე­ბის მხა­რე­ზე 2000 ბერ­ძე­ნი მე­ო­მა­რი იბ­რძო­და. სა­ერ­თოდ, ისი­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ იმას, ვინც მეტს იხ­დი­და.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­ქი­რა­ვე­ბულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე კლა­სი­კუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ ვი­კინ­გე­ბი. ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის პი­რა­დი დაც­ვის უფ­რო­სი იყო ნორ­ვე­გი­ის მო­მა­ვა­ლი მეფე ჰე­რალდ მე­სა­მე. გაჩ­ნდნენ აგ­რეთ­ვე ე.წ. "შავი რა­ინ­დე­ბი" - მე­ომ­რე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას ფლობ­დნენ, არა­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ და ხში­რად მი­ე­ქი­რა­ვე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ იმას, ვინც მათ ყვე­ლა­ზე მეტს უხ­დი­და. მოკ­ლედ, "ფული - შენი, ძალა - ჩემი... ყვე­ლა პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბა".

გვი­ა­ნი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის იტა­ლი­ა­ში გაჩ­ნდა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის კი­დევ ერთი "სა­ხე­ო­ბა" - კონ­დო­ტი­ე­რე­ბი. იმის გამო, რომ იმ­დრო­ინ­დე­ლი იტა­ლია პა­ტა­რა თუ დიდ უამ­რავ სამ­თავ­როდ იყო და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი და რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ებ­რძოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, ად­გი­ლობ­რი­ვად და­ქი­რა­ვე­ბულ მე­ომ­რებს და მათ წი­ნამ­ძღო­ლებს, რომ­ლებ­მაც კარ­გად იცოდ­ნენ ტე­რი­ტო­რია, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­დათ. კონ­დო­ტი­ერ­თა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო მუ­ციო ატენ­დო­ლა, მეტ­სა­ხე­ლად "სფორ­ცა" (ანუ "ძა­ლით დამ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი"). მუ­ციო წარ­მო­შო­ბით გლე­ხი იყო, რო­მელ­მაც შემ­დგომ­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა მი­ლა­ნე­ლი ჰერ­ცო­გე­ბის - სფორ­ცე­ბის დი­ნას­ტი­ას.

მე-15 - მე-17 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ომის თით­ქმის ყვე­ლა ევ­რო­პულ თე­ატ­რში წამ­ყვა­ნი როლი ენი­ჭე­ბო­დათ ლან­დსკნეხ­ტებს - და­ქი­რა­ვე­ბულ­თა თვით­მოქ­მედ რაზ­მებს, ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნუ­ლი სამ­თავ­რო­ე­ბი­დან. ყო­ველ ოთხას და­ქი­რა­ვე­ბულს რაზმში ერთი ისე­თი მე­ო­მა­რი მა­ინც იყო, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ენა იცო­და (თარ­ჯიმ­ნის სა­ხით), ხოლო რაზ­მის მე­თა­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ენა­ზე ლა­პა­რა­კი შეძ­ლე­ბო­და.1474 წელს საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო XI შე­უ­თან­ხმდა რამ­დე­ნი­მე შვე­ი­ცა­რი­ულ და­სახ­ლე­ბას მე­ომ­რე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის მიზ­ნით, რომ­ლებ­საც 20 ათას ფრანკს უხ­დი­და. შვე­ი­ცა­რი­ე­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ომის დროს, მე­ფის­თვის მე­ომ­რე­ბი მი­ეშ­ვე­ლე­ბი­ნათ. ასე და­ი­წყო შვე­ი­ცა­რი­ე­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის "ეპო­პეა" ევ­რო­პა­ში.

მე-17 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი თან­და­თან გა­და­ვიდ­ნენ მუდ­მი­ვი ჯა­რის პრინ­ციპ­ზე, რომ­ლე­ბიც ქვე­შევ­რდომ­თა არ­მი­ა­ში გაწ­ვე­ვის პრი­ციპს ემ­ყა­რე­ბო­და. მაგ­რამ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის არ­სად გამ­ქრა­ლან - მათი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უკვე ოფიც­რებ­მა და­ი­წყეს, რაც რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი:

ა) ყვე­ლა ოფიც­რის­თვის არ აღ­მოჩ­ნდა ად­გი­ლი ახალ სა­არ­მიო სტრუქ­ტუ­რებ­ში;

ბ) ანა­ზღა­უ­რე­ბა ყო­ველ­თვის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ოფიც­რის კომ­პე­ტენ­ცი­ას;

გ) ბევ­რი შე­რის­ხუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­მე­ფო კარ­ზე - პო­ლი­ტი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით;

დ) ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ავან­ტი­უ­რის მოყ­ვა­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბა;

  • "უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის" გმი­რე­ბი: ვო­ლონ­ტე­რე­ბი თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი?

1831 წლი­სათ­ვის საფ­რან­გეთ­ში საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და უცხო­ელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, იმავდრო­უ­ლად კი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და ალ­ჟი­რის კო­ლო­ნი­ზა­ცია, რის­თვი­საც ჯა­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა იყო სა­ჭი­რო. 1831 წლის 9 მარტს და­არ­სდა "საფ­რან­გე­თის უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნი" (Légion étrangère), რო­მე­ლიც უმე­ტე­სად უცხო­ე­ლე­ბი­სა და იმ ფრან­გე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და (თავ­და­პირ­ვე­ლად), რომ­ლებ­საც კა­ნონ­თან პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ. ეს ქვე­დან­ყო­ფი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს კონ­ტი­ნენ­ტუ­რი საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ის მიღ­მა ახორ­ცი­ე­ლებ­და. სხვა­თა შო­რის, "უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნი" დღე­საც გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას. ბევ­რი იუ­რის­ტი თვლის, რომ "უცხო­ურ ლე­გი­ონს" და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სი არ აქვს, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად მის ნიშ­ნებს ატა­რებს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ის ნე­პა­ლე­ლი გურ­კხე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყოფ­ზეც.

ცნო­ბი­სათ­ვის:

საფ­რან­გე­თის უცხო­ურ ლე­გი­ონ­ში სხვა­დას­ხვა დროს ქარ­თვე­ლე­ბიც მსა­ხუ­რებ­დნენ. მა­თა­გან ერთ-ერ­თია დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი, პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბით. 1921 წელს მა­მა­მი­სი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხით ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. 1926 წელს დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვარ­მა და­ამ­თავ­რა სან-სი­რის სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი. იმა­ვე წელს და­ი­წყო მისი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა საფ­რან­გე­თის უცხო­ურ ლე­გი­ონ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში.

დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი

გერ­მა­ნელ­თა მიერ საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის­თა­ნა­ვე უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის მა­ი­ო­რი დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი გე­ნე­რალ შარლ დე გო­ლის "თა­ვი­სუ­ფა­ლი საფ­რან­გე­თის" არ­მი­ას შე­უ­ერ­თდა. აქ მსა­ხუ­რი­სას ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ერიტ­რე­ა­სა და სი­რი­ა­ში. ამის შე­დე­გად მას პოლ­კოვ­ნი­კის ჩინი მი­ე­ნი­ჭა. 1942 წელს ბირ-ჰა­კე­ი­მის ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცის­თვის ის "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჯვრით" და­ჯილ­დოვ­და. დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი და­ი­ღუ­პა 1942 წლის 24 სექ­ტემ­ბერს, გერ­მა­ნე­ლებ­თან ელ-ალა­მე­ი­ნის ბრძო­ლის დროს. იგი დიდი პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს ლი­ბი­ის უდაბ­ნო­ში. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, გე­ნე­რალ დე გო­ლის ბრძა­ნე­ბით დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი და­ჯილ­დოვ­და "სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის" უმაღ­ლე­სი ორ­დე­ნით.

მე-19 სა­უ­კუ­ნის შუ­ა­ხა­ნებ­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­მა ევ­რო­პი­დან თით­ქმის მთლი­ა­ნად აზი­ი­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. მათი იმ­დრო­ინ­დე­ლი ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ფრე­დე­რიკ უორ­დი, რო­მე­ლიც 1860 წელს ჩი­ნე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო მთავ­რო­ბის სამ­სა­ხურ­ში შე­ვი­და. მისი, რაზ­მი, ევ­რო­პე­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, წარ­მა­ტე­ბით ებ­რძო­და აჯან­ყე­ბუ­ლებს.

გარ­კვე­ულ­წი­ლად ასე­ვე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ეს­პა­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომში (1936-39 წ.წ.) მო­ნა­წი­ლე ვო­ლონ­ტე­რე­ბიც (მო­ხა­ლი­სე­ე­ბი), თუმ­ცა მათ უფრო იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დათ, ვიდ­რე ფი­ნან­სურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი.

და­ქი­რა­ვე­ბულ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გაჩ­ნდა მსოფ­ლიო ომე­ბის შემ­დეგ, როცა ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო პირი, არ­მი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს. გარ­და ამი­სა, ბევ­რი იმ­დე­ნად იყო მიჩ­ვე­უ­ლი ბრძო­ლას და სხვა­დას­ხვა ავან­ტი­უ­რას, რომ ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად ვერ წარ­მო­ედ­გი­ნათ, მათ­თვის მყუდ­რო, მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა წა­მე­ბის ტოლ­ფა­სი იყო.

კლა­სი­კუ­რი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის ბოლო "აფეთ­ქე­ბა" აფ­რი­კის დე­კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში მოხ­და: და­ქი­რა­ვე­ბულ­თა ყოფ­ნა ამა თუ იმ მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ ხში­რად წყვეტ­და ომე­ბის ბედს, მით უმე­ტეს ისეთ შემ­თხვე­ვებ­ში, როცა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­მი­ე­ბის სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის დონე და­ბა­ლი იყო. იმ დრო­ის­თვის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი იბ­რძოდ­ნენ კონ­გო­ში, ან­გო­ლა­ში, სუ­დან­ში, ეთი­ო­პი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში.

იუ­გოს­ლა­ვი­ის დაშ­ლის პე­რი­ოდ­ში, 1990-იან წლებ­ში ქვეყ­ნის ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ქი­რა­ვე­ბულ­თა აქ­ტი­ვი­ზი­რე­ბა მოხ­და. მა­გა­ლი­თად, ხორ­ვა­ტეთ­ში და ბოს­ნი­ა­ში იბ­რძოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბის­გა­ნაც შე­იქ­მნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ვე­ლუ­რი ბა­ტე­ბი" - ინ­გლი­სე­ლე­ბის, ფრან­გე­ბის, ამე­რი­კე­ლე­ბის, ჩეჩ­ნე­ბი­სა და სხვა­თა შე­მად­გენ­ლო­ბით. იგი­ვე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ჩეჩ­ნეთ­ში (არა­ბი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი) და აფხა­ზეთ­ში, სა­დაც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­მა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლეს.

  • კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ე­ბი

1990-იანი წლე­ბის შუ­ა­ხა­ნე­ბი­დან ფარ­თოდ გავ­რცელ­და კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ე­ბის (PMC - Private military company) მომ­სა­ხუ­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, 1995 წელს სი­ე­რა-ლე­ო­ნეს მთავ­რო­ბამ წე­ლი­წად­ში 60 მი­ლი­ონ დო­ლა­რად და­ი­ქი­რა­ვა PMC Executive Outcomes-ის მე­ომ­რე­ბი იმ მიზ­ნით, რომ მათ ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­თან ებ­რძო­ლათ. სულ რა­ღაც ორ თვე­ში პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და - და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­მა ყვე­ლა ამ­ბო­ხე­ბუ­ლი ან გა­წყვი­ტეს, ან და­ა­ტყვე­ვეს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ებს აქვთ რო­გორც პლუ­სე­ბი, ასე­ვე მი­ნუ­სე­ბი.

პლუ­სე­ბი:

ა) მათი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იწ­ვევს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში იმ ნე­გა­ტი­ურ რე­აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც თან ახ­ლავს ამა თუ იმ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყოფ­ნას და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ან ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ბ) კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად, როცა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნას სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი აქვს;

გ) PMC-ებს აქვთ სწრა­ფად გან­თავ­სე­ბი­სა და დის­ლო­ცი­რე­ბის უნა­რი;

დ) PMC-ების და­ნა­კარ­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში;

ე) PMC-ების მარ­თვა უფრო მოქ­ნი­ლად და ოპე­რა­ტი­უ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა;

ვ) PMC-ებში არ არ­სე­ბობს სამ­ხედ­რო ბი­უ­როკ­რა­ტია;

ზ) PMC-ები ხში­რად მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ვიდ­რე რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი;

მი­ნუ­სე­ბი:

ა) პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა;

ბ) რად­გა­ნაც კონ­ტრაქ­ტის და­დე­ბის დროს ყვე­ლაფ­რის გათ­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და არა­საშ­ტა­ტო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ჩიხ­ში შე­ვი­დეს;

გ) რთუ­ლი ხდე­ბა PMC-ები­სა და რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის ურ­თი­ერთქმე­დე­ბა.

ალ­ბათ, ჩვენს მკი­თხველს ემახ­სოვ­რე­ბა ბოლო დროს მომ­ხდა­რი სკან­და­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი რუ­სულ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­თა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი სი­რი­ა­ში და ლი­ბი­ა­ში იბ­რძოდ­ნენ. ისი­ნი რთულ სამ­ხედ­რო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­ვდნენ და მათ­გან ბევ­რი და­ი­ღუ­პა. სი­რი­ა­ში მოქ­მე­დებ­დნენ და დღე­საც მოქ­მე­დე­ბენ ირა­ნე­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბიც. რო­გორც და­სავ­ლუ­რი პრე­სა იტყო­ბი­ნე­ბო­და, თა­ვის დრო­ზე, მათ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევ­და აწ უკვე და­ღუ­პუ­ლი ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი ყა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი.

  • დას­კვნის მა­გი­ერ...

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლო­ბის თე­მის გა­უბ­რა­ლო­ე­ბა არც მომ­გე­ბი­ა­ნია და არც წამ­გე­ბი­ა­ნი. ამ მოვ­ლე­ნას დიდი ის­ტო­რია აქვს, თა­ვი­სი ნა­თე­ლი და ჩრდი­ლო­ვა­ნი მხა­რე­ე­ბით. ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თის ჩა­მოთ­ვლა შე­იძ­ლე­ბა, როცა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი მა­მა­ცო­ბის მა­გა­ლი­თებს აჩ­ვე­ნებ­დნენ. ბევ­რია იმის ფაქ­ტე­ბიც, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ე­ბის სტა­ტუ­სის სა­კი­თხიც ზოგ­ჯერ სა­და­ოა და კი­თხვებს აჩენს. უპირ­ვე­ლე­სად წინა პლან­ზე იწევს ეთი­კუ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ხში­რად საკ­მა­ოდ მწვა­ვეა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი სკან­და­ლე­ბის ობი­ექ­ტი ხდე­ბა, ვთქვათ, მათი და­ტყვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ასე­ვე სკან­და­ლუ­რია, ეთი­კურ-პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ერთი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან თუ ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქვეყ­ნი­დან და­ქი­რა­ვე­ბულ­თა გა­დაყ­ვა­ნა სხვა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, მით უმე­ტეს ისე­თი პი­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzirali
1

წარსულშიც და დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გაქ ფული რატომაც არა...

giorgi
10

ყარაბახის სასტავს რათ უნდათ დაქირავებული მეომრები, ხომ დადეს აბხაზ და ოს სეპარატისტებთან ფიცი, ერთმანეთს დავეხმარიბითო, ჰოდა ელოდონ ))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა

დაქირავებული მებრძოლები ყარაბაღის კონფლიქტშიც გამოჩნდნენ - "ომის ქოფაკების" ისტორია და თანამედროვეობა

დღეს ძალიან ბევრი იწერება დასავლურ პრესაში, რომ აზერბაიჯანში, თურქეთის მეშვეობით, ბევრი უცხოელი დაქირავებული მებრძოლი-ჯიჰადისტი (ძირითადად სირიიდან) იმყოფება. ბაქო და ანკარა ასეთ "ბრალდებას" უარყოფენ და პირიქით, ერევანს იგივეს აბრალებენ... არსებობს აზრი, რომ დაქირავებულებით სარგებლობა "სირცხვილია" და ქვეყნის სისუსტეზე მეტყველებს.

მართლაც ასეა? მართლაც სასირცხვილოა დაქირავებულებით სარგებლობა, რომლის ხსენებასაც ასე უფრთხიან ანკარა, ბაქო და ერევანი?

თავდაპირველად გავარკვიოთ, რას ამბობს საერთაშორისო სამართალი დაქირავებულ მეომრებზე, ანუ როგორც მათ ხშირად უწოდებენ - "იღბლიან ჯარისკაცებზე", "ველურ ბატებზე" თუ "ომის ქოფაკებზე".

  • "იღბლიან ჯარისკაცთა" სამართლებრივი სტატუსი

ჟენევის 1977 წლის კონვენციის მიხედვით დაქირავებულის განმარტება მოცემულია დამატებითი ოქმის 47-ე მუხლში:

"დაქირავებულად ითვლება პირი, რომელიც:

ა) სპეციალურად არის გადაბირებულ-დაქირავებული იმ მიზნით, რომ ომში ჩაბმული მხარის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ მიმდინარე შეირაღებულ კონფლიქტში იბრძოლოს;

ბ) ფაქტობრივად, იღებს უშუალო მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში;

გ) იბრძვის უმთავრესად პირადი გამორჩენისთვის, რომელიც დამქირავებელმა მხარემ აღუთქვა - იმაზე მეტი, რასაც იღებს დამქირავებელი ქვეყნის ოფიციალური შეიარაღებული ძალების შემადგენლობა;

დ) არ ითვლება იმ მხარის მოქალაქედ, რომელიც კონფლიქტშია ჩაბმული და არც იმ პირად, რომელიც მუდმივად ცხოვრობს დამქირავებელი მხარის ტერიტორიაზე;

ე) არ შედის კონფლიქტში მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში (არ ითვლება კომბატანდად);

ვ) გაგზავნილი არ არის იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც კონფლიქტის მხარეა და რომლის შეიარაღებულ ძალებში დაქირავებული ირიცხება.

შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სამართალი არ კრძალავს ცოცხალი ძალის დაქირავებასა და მათ მონაწილეობას კონფლიქტებში. "დაქირავება" უფრო მეტად ცალკეული სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობითაა აკრძალული და დასჯადია. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითაც (410-ე მუხლი), რომელშიც ჩაწერილია, რომ დაქირავებულების შეგროვება, გაწვრთნა, დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა დაქირავებულისა, აგრეთვე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ხოლო დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში - სამიდან შვიდ წლამდე.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზე არის მცდელობები, რომ დაქირავება თუ მთლიანად არ აიკრძალება, შეიზღუდოს მაინც, მაგრამ მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელია.

ალბათ, საბოლოო ჯამში დაქირავებული ბევრად ჩამოუვარდება საკუთარი სამშობლოს დამცველ მეომარს, რომელიც, დაქირავებულთან შედარებით, ბევრად არის მოტივირებული გულწრფელი გრძნობით, პატრიოტული შემართებით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა დროში და ეპოქაში დაქირავებულებზე მოთხოვნილება ყოველთვის იყო და არის.

  • "შავი რაინდები", კონდოტიერები და ლანდსკნეხტები

ცოცხალი ძალის (ჯარისკაცების) დაქირავება ომებისა და კონფლიქტების დროს უხსოვარი დროიდან არის ცნობილი, დაწყებული ძველი საბერძნეთის ეპოქიდან. ბერძენი მებრძოლები იყვნენ როგორც სპარსეთის ჯარში, ასევე ეგვიპტის ფარაონებთან და კართაგენში. მაგალითად, გავგამელასთან ბრძოლის დროს სპარსელების მხარეზე 2000 ბერძენი მეომარი იბრძოდა. საერთოდ, ისინი ემსახურებოდნენ იმას, ვინც მეტს იხდიდა.

შუა საუკუნეებში დაქირავებულთა შორის ყველაზე კლასიკური წარმომადგენლები იყვნენ ვიკინგები. ბიზანტიის იმპერატორის პირადი დაცვის უფროსი იყო ნორვეგიის მომავალი მეფე ჰერალდ მესამე. გაჩნდნენ აგრეთვე ე.წ. "შავი რაინდები" - მეომრები, რომლებსაც დიდი საბრძოლო გამოცდილებას ფლობდნენ, არავის ოფიციალურად არ ექვემდებარებოდნენ და ხშირად მიექირავებოდნენ მხოლოდ იმას, ვინც მათ ყველაზე მეტს უხდიდა. მოკლედ, "ფული - შენი, ძალა - ჩემი... ყველა პრობლემა მოგვარებული გექნება".

გვიანი შუასაუკუნეების იტალიაში გაჩნდა დაქირავებულების კიდევ ერთი "სახეობა" - კონდოტიერები. იმის გამო, რომ იმდროინდელი იტალია პატარა თუ დიდ უამრავ სამთავროდ იყო დაქუცმაცებული და რომლებიც მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს, ადგილობრივად დაქირავებულ მეომრებს და მათ წინამძღოლებს, რომლებმაც კარგად იცოდნენ ტერიტორია, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ. კონდოტიერთა ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო მუციო ატენდოლა, მეტსახელად "სფორცა" (ანუ "ძალით დამმორჩილებელი"). მუციო წარმოშობით გლეხი იყო, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა მილანელი ჰერცოგების - სფორცების დინასტიას.

მე-15 - მე-17 საუკუნეებში ომის თითქმის ყველა ევროპულ თეატრში წამყვანი როლი ენიჭებოდათ ლანდსკნეხტებს - დაქირავებულთა თვითმოქმედ რაზმებს, ძირითადად გერმანული სამთავროებიდან. ყოველ ოთხას დაქირავებულს რაზმში ერთი ისეთი მეომარი მაინც იყო, რომელმაც რამდენიმე ენა იცოდა (თარჯიმნის სახით), ხოლო რაზმის მეთაური ვალდებული იყო რამდენიმე ენაზე ლაპარაკი შეძლებოდა.1474 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XI შეუთანხმდა რამდენიმე შვეიცარიულ დასახლებას მეომრების დაქირავების მიზნით, რომლებსაც 20 ათას ფრანკს უხდიდა. შვეიცარიელები ვალდებულები იყვნენ, ომის დროს, მეფისთვის მეომრები მიეშველებინათ. ასე დაიწყო შვეიცარიელი დაქირავებულების "ეპოპეა" ევროპაში.

მე-17 საუკუნის ბოლოს ევროპული ქვეყნები თანდათან გადავიდნენ მუდმივი ჯარის პრინციპზე, რომლებიც ქვეშევრდომთა არმიაში გაწვევის პრიციპს ემყარებოდა. მაგრამ დაქირავებულების არსად გამქრალან - მათი როლის შესრულება უკვე ოფიცრებმა დაიწყეს, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული:

ა) ყველა ოფიცრისთვის არ აღმოჩნდა ადგილი ახალ საარმიო სტრუქტურებში;

ბ) ანაზღაურება ყოველთვის არ შეესაბამებოდა ოფიცრის კომპეტენციას;

გ) ბევრი შერისხული აღმოჩნდა სამეფო კარზე - პოლიტიკური თუ რელიგიური თვალსაზრისით;

დ) ყოველთვის მოიძებნებოდა ავანტიურის მოყვარული პიროვნება;

  • "უცხოური ლეგიონის" გმირები: ვოლონტერები თუ დაქირავებულები?

1831 წლისათვის საფრანგეთში საკმაოდ გაიზარდა უცხოელთა რაოდენობა, იმავდროულად კი ქვეყნის მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა ალჟირის კოლონიზაცია, რისთვისაც ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო საჭირო. 1831 წლის 9 მარტს დაარსდა "საფრანგეთის უცხოური ლეგიონი" (Légion étrangère), რომელიც უმეტესად უცხოელებისა და იმ ფრანგებისაგან შედგებოდა (თავდაპირველად), რომლებსაც კანონთან პრობლემები ჰქონდათ. ეს ქვედანყოფი სამხედრო ოპერაციებს კონტინენტური საფრანგეთის ტერიტორიის მიღმა ახორციელებდა. სხვათა შორის, "უცხოური ლეგიონი" დღესაც განაგრძობს არსებობას. ბევრი იურისტი თვლის, რომ "უცხოურ ლეგიონს" დაქირავებულების სტატუსი არ აქვს, მაგრამ გარკვეულწილად მის ნიშნებს ატარებს. ასევე შეიძლება ითქვას ბრიტანეთის არმიის ნეპალელი გურკხებით დაკომპლექტებულ სამხედრო ქვედანაყოფზეც.

ცნობისათვის:

საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში სხვადასხვა დროს ქართველებიც მსახურებდნენ. მათაგან ერთ-ერთია დიმიტრი ამილახვარი, პოლკოვნიკის წოდებით. 1921 წელს მამამისი გიორგი ამილახვარი, საქართველოს ოკუპირების შემდეგ, ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. 1926 წელს დიმიტრი ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.

დიმიტრი ამილახვარი

გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი გენერალ შარლ დე გოლის "თავისუფალი საფრანგეთის" არმიას შეუერთდა. აქ მსახურისას ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. ამის შედეგად მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის "გათავისუფლების ჯვრით" დაჯილდოვდა. დიმიტრი ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, გერმანელებთან ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა "საპატიო ლეგიონის" უმაღლესი ორდენით.

მე-19 საუკუნის შუახანებში დაქირავებულებმა ევროპიდან თითქმის მთლიანად აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადაინაცვლეს. მათი იმდროინდელი ერთ-ერთი წარმომადგენელია ფრედერიკ უორდი, რომელიც 1860 წელს ჩინეთის საიმპერატორო მთავრობის სამსახურში შევიდა. მისი, რაზმი, ევროპელების შემადგენლობით, წარმატებით ებრძოდა აჯანყებულებს.

გარკვეულწილად ასევე დაქირავებულები იყვნენ ესპანეთის სამოქალაქო ომში (1936-39 წ.წ.) მონაწილე ვოლონტერებიც (მოხალისეები), თუმცა მათ უფრო იდეოლოგიური მოტივაცია ჰქონდათ, ვიდრე ფინანსურ-მატერიალური მიზანი.

დაქირავებულთა დიდი რაოდენობა გაჩნდა მსოფლიო ომების შემდეგ, როცა ბევრი პროფესიონალი სამხედრო პირი, არმიების შემცირების გამო, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. გარდა ამისა, ბევრი იმდენად იყო მიჩვეული ბრძოლას და სხვადასხვა ავანტიურას, რომ ცხოვრება სხვაგვარად ვერ წარმოედგინათ, მათთვის მყუდრო, მშვიდობიანი ცხოვრება წამების ტოლფასი იყო.

კლასიკური დაქირავებულების ბოლო "აფეთქება" აფრიკის დეკოლონიზაციის ეპოქაში მოხდა: დაქირავებულთა ყოფნა ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ ხშირად წყვეტდა ომების ბედს, მით უმეტეს ისეთ შემთხვევებში, როცა ადგილობრივი არმიების სამხედრო მომზადების დონე დაბალი იყო. იმ დროისთვის დაქირავებულები იბრძოდნენ კონგოში, ანგოლაში, სუდანში, ეთიოპიაში და სხვა ქვეყნებში.

იუგოსლავიის დაშლის პერიოდში, 1990-იან წლებში ქვეყნის ყოფილ ტერიტორიაზე დაქირავებულთა აქტივიზირება მოხდა. მაგალითად, ხორვატეთში და ბოსნიაში იბრძოდნენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებისგანაც შეიქმნა საერთაშორისო სამხედრო დაჯგუფება "ველური ბატები" - ინგლისელების, ფრანგების, ამერიკელების, ჩეჩნებისა და სხვათა შემადგენლობით. იგივე შეინიშნებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - ჩეჩნეთში (არაბი დაქირავებულები) და აფხაზეთში, სადაც დაქირავებულებმა ძალიან ნეგატიური როლი შეასრულეს.

  • კერძო სამხედრო კომპანიები

1990-იანი წლების შუახანებიდან ფართოდ გავრცელდა კერძო სამხედრო კომპანიების (PMC - Private military company) მომსახურება. მაგალითად, 1995 წელს სიერა-ლეონეს მთავრობამ წელიწადში 60 მილიონ დოლარად დაიქირავა PMC Executive Outcomes-ის მეომრები იმ მიზნით, რომ მათ ამბოხებულებთან ებრძოლათ. სულ რაღაც ორ თვეში პრობლემა მოგვარდა - დაქირავებულებმა ყველა ამბოხებული ან გაწყვიტეს, ან დაატყვევეს.

რასაკვირველია, კერძო სამხედრო კომპანიებს აქვთ როგორც პლუსები, ასევე მინუსები.

პლუსები:

ა) მათი გამოყენება არ იწვევს მოსახლეობაში იმ ნეგატიურ რეაქციას, რომელიც თან ახლავს ამა თუ იმ მოწინააღმდეგე მხარის რეგულარული შეირაღებული ძალების ყოფნას დაკავებულ ტერიტორიაზე ან ბრძოლაში მონაწილეობას.

ბ) კერძო სამხედრო კომპანიების სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება გამოყენებული იქნეს ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ალტერნატივად, როცა ამა თუ იმ ქვეყანას სუსტი სახელმწიფო-პოლიტიკური ინსტიტუტები აქვს;

გ) PMC-ებს აქვთ სწრაფად განთავსებისა და დისლოცირების უნარი;

დ) PMC-ების დანაკარგები გამოქვეყნება არ არის გათვალისწინებული დამქირავებელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ მონაცემებში;

ე) PMC-ების მართვა უფრო მოქნილად და ოპერატიულად ხორციელდება;

ვ) PMC-ებში არ არსებობს სამხედრო ბიუროკრატია;

ზ) PMC-ები ხშირად მეტი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, ვიდრე რეგულარული ჯარების სამხედრო მოსამსახურეები;

მინუსები:

ა) პირადი შემადგენლობის იდეოლოგიური მოტივაციის არარსებობა;

ბ) რადგანაც კონტრაქტის დადების დროს ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, ამიტომ მოვლენების განვითარებისა და არასაშტატო სიტუაციების დროს შეიძლება მათი გამოყენება ჩიხში შევიდეს;

გ) რთული ხდება PMC-ებისა და რეგულარული არმიის ურთიერთქმედება.

ალბათ, ჩვენს მკითხველს ემახსოვრება ბოლო დროს მომხდარი სკანდალური ისტორიები რუსულ კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებით, რომელთა სამხედრო მოსამსახურეები სირიაში და ლიბიაში იბრძოდნენ. ისინი რთულ სამხედრო სიტუაციაში მოხვდნენ და მათგან ბევრი დაიღუპა. სირიაში მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ ირანელი დაქირავებულებიც. როგორც დასავლური პრესა იტყობინებოდა, თავის დროზე, მათ კოორდინაციას უწევდა აწ უკვე დაღუპული ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი.

  • დასკვნის მაგიერ...

შეიძლება ითქვას, რომ დაქირავებულობის თემის გაუბრალოება არც მომგებიანია და არც წამგებიანი. ამ მოვლენას დიდი ისტორია აქვს, თავისი ნათელი და ჩრდილოვანი მხარეებით. ძალიან ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, როცა დაქირავებულები მამაცობის მაგალითებს აჩვენებდნენ. ბევრია იმის ფაქტებიც, რომ დაქირავებულებმა ვერ შეძლეს კონტრაქტის პირობების შესრულება. თანამედროვე კერძო სამხედრო კომპანიების სტატუსის საკითხიც ზოგჯერ სადაოა და კითხვებს აჩენს. უპირველესად წინა პლანზე იწევს ეთიკური საკითხი, რომელიც ხშირად საკმაოდ მწვავეა და საერთაშორისო სამართლებრივი სკანდალების ობიექტი ხდება, ვთქვათ, მათი დატყვევების შემთხვევაში. ასევე სკანდალურია, ეთიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთი კონფლიქტის ზონიდან თუ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნიდან დაქირავებულთა გადაყვანა სხვა კონფლიქტის ზონაში, მით უმეტეს ისეთი პირებისა, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები.

ავტორი: სიმონ კილაძე

სამჯერ შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - რას ამბობენ მხარეები?

ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?