სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა
"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

ხა­დას ხე­ო­ბა­ში, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბის ამ­ბავ­მა ორი წლის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. რა­ი­ან, ლორა და ქე­ი­ლაბ სმი­ტე­ბის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ მწყემსს, მალ­ხაზ კო­ბა­ურს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი.

რა­ი­ან სმი­ტის დე­დამ სა­სა­მარ­თლო­ზე წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ მან მკვლელს მი­უ­ტე­ვა. რა­ი­ა­ნის დედა ამ­ჯე­რად ვი­დეო ჩა­ნა­წერს ავ­რცე­ლებს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს იმ ტრა­გე­დი­ას, რაც მის­მა ოჯახ­მა გა­და­ი­ტა­ნა და სა­უბ­რობს იმა­ზეც, თუ რო­გორ შეძ­ლო დამ­ნა­შა­ვის­თვის მი­ე­ტე­ვე­ბი­ნა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ვი­დე­ო­დან:

"რა­ი­ა­ნი და ლორა სა­ქარ­თვე­ლო­ში კავ­კა­სი­ის მთებ­ში მო­ბი­ნად­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მუს­ლიმ­თა თე­მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ. პირ­ველ ივ­ლისს, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­მი­რე­კეს და სიმ­ღე­რით მო­მი­ლო­ცეს, სკა­ი­პით კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ. რა­ი­ან­მა მი­თხრა, რომ სა­ლაშ­ქროდ აპი­რებ­დნენ წას­ვლას, მო­ლაშ­ქრე­ებ­ში გან­თქმულ ხე­ო­ბა­ში, ჩანჩქერ­ზე.

მე­გობ­რებს ფო­ტო­ე­ბიც გა­უზ­გავ­ნეს, რო­გორ მი­ცო­ცავ­დნენ კლდე­ზე, თუმ­ცა რო­დე­საც ვახ­შმის დრო დად­გა, ისი­ნი აღარ­სად ჩან­დნენ, ტე­ლე­ფონ­საც არ პა­სუ­ხობ­დნენ. გვი­ა­ნო­ბამ­დე მათი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის შე­სა­ხებ რომ ვე­რა­ფე­რი შე­ი­ტყვეს, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კეს და და­კარ­გვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს. მე­ო­რე დი­ლას, რო­გორც კი ინა­თა, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ხე­ო­ბა­ში ძებ­ნა და­ი­წყეს.

ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვილ­მა - 19 წლის მწყემსმა პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბი­ლიკ­ზე მი­მა­ვალ ოჯახს შეხ­ვდა და ტუ­რის­ტებ­ში გან­თქმუ­ლი ჩანჩქე­რის გზა მი­ას­წავ­ლა, სამ­ხარ­ზეც და­ეწ­ვია და შემ­დეგ თა­ვის ფა­რა­ში დაბ­რუნ­და....

შემ­დე­გი ელ-ფოს­ტაც მი­ვი­ღე, რო­გორც კი გავ­ხსე­ნი, ორი სი­ტყვა მომ­ხვდა თვალ­ში: "სამ­მა­გი მკვლე­ლო­ბა“. იმ მო­მენ­ტში ჩემი გო­ნე­ბა პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით აფეთ­ქდა. წე­რი­ლი ბო­ლომ­დე წა­ვი­კი­თხე და შე­ვი­ტყვე, რომ მკვლე­ლი მწყემ­სი იყო და რომ ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­პა­ტიმ­რა. გა­ვი­გე, რომ მან თა­ვად მი­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ყი­ნუ­ლის გა­მოქ­ვა­ბულ­ში და იქ და­მარ­ხუ­ლი ქე­ი­ლა­ბის სხე­უ­ლი აჩ­ვე­ნა.

რა­ი­ა­ნის და ქე­ი­ლა­ბის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ლორა იყო, მას ლო­რას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სურ­და. ასეც მო­იქ­ცა, შემ­დეგ კი და­ახ­რჩო.

მას შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რად მეც­ლე­ბა ძალა. რო­დე­საც აღი­ა­რე­ბის დე­ტა­ლებს ვკი­თხუ­ლობ, ყო­ველ ჯერ­ზე გული მე­კუმ­შე­ბა და ბრა­ზი მშთან­თქავს.

გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­მე­ღო - ან ამ შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტის­თვის ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­მე­ცა, ან მკვლე­ლის­თვის მი­მე­ტე­ვე­ბი­ნა და ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

ორ დღე­ში მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­მე­ტე­ვე­ბი­ნა. გა­ვი­აზ­რე ის, რა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვებს ვას­წავ­ლი­დი: იესო ქრის­ტე ჯვარს ეცვა, რომ ჩემი და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცოდ­ვე­ბის­თვის მო­ე­ხა­და სას­ჯე­ლი. მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის ეწა­მა და ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცოდ­ვა გა­მო­ის­ყი­და, მა­თიც, ვინც ოდეს­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ შეს­ცო­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ვის­ტო­ში ჩა­მო­ვე­დით. კო­ბა­ურს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. რად­გა­ნაც მე მას მი­ვუ­ტე­ვე, გულ­წრფე­ლად ვლო­ცუ­ლობ­დი მის­თვის და მისი ოჯა­ხის­თვის - კო­ბა­უ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ხომ ჩვენ­ნა­ი­რი უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლია", - ამ­ბობს რა­ი­ა­ნის დედა.

ნა­ხეთ ვი­დე­ოს სრუ­ლი ვერ­სია:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უპატიებელი შეცდომა
18

სიკვდილით დასჯა უნდა იყოს. ასეთი მკვლელობის ჩამდენი ელექტროსკამზე უნდა დასვან!!!!

aleko
36

როგორც მე არ მომიკლავს არც მაგ მწყემს. თვითონ ამერიკელებმა მოკლეს რადგან რუსებმა გადაიბირეს როგორც აგენტი, როდის იყო რომ ამერიკელები მუსლიმი ხალხისთვის თავს იკლავდნენ და საცხოვრებელს იცვლიდნენ იმის გამო რომ მუსლიმ თემს დახმარებოდნენ. ვის აბოლებთ ერთი მითხარით. გეყოთ რა. არ დაბლოკოთ. ის შავი ჯიპები სად გაქრა ცოფლის მოსახლეობამ რომ ნახა მკვლელობის ადგილის ახლოს .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

"ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა.. ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის" - რას ჰყვება სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობის შესახებ რაიან სმიტის დედა

ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის ამბავმა ორი წლის წინ მთელი საქართველო შეძრა. რაიან, ლორა და ქეილაბ სმიტების მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

რაიან სმიტის დედამ სასამართლოზე წერილი გამოგზავნა, სადაც წერდა, რომ მან მკვლელს მიუტევა. რაიანის დედა ამჯერად ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც დეტალურად აღწერს იმ ტრაგედიას, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა და საუბრობს იმაზეც, თუ როგორ შეძლო დამნაშავისთვის მიეტევებინა. გთავაზობთ ამონარიდს ვიდეოდან:

"რაიანი და ლორა საქართველოში კავკასიის მთებში მობინადრე აზერბაიჯანელ მუსლიმთა თემის დასახმარებლად ჩამოვიდნენ. პირველ ივლისს, ჩემს დაბადების დღეზე დამირეკეს და სიმღერით მომილოცეს, სკაიპით კარგი დრო გავატარეთ. რაიანმა მითხრა, რომ სალაშქროდ აპირებდნენ წასვლას, მოლაშქრეებში განთქმულ ხეობაში, ჩანჩქერზე.

მეგობრებს ფოტოებიც გაუზგავნეს, როგორ მიცოცავდნენ კლდეზე, თუმცა როდესაც ვახშმის დრო დადგა, ისინი აღარსად ჩანდნენ, ტელეფონსაც არ პასუხობდნენ. გვიანობამდე მათი ასავალ-დასავალის შესახებ რომ ვერაფერი შეიტყვეს, ოჯახის ახლობლებმა პოლიციაში დარეკეს და დაკარგვის შესახებ განაცხადეს. მეორე დილას, როგორც კი ინათა, პოლიციელებმა ხეობაში ძებნა დაიწყეს.

ახალგაზრდა ყმაწვილმა - 19 წლის მწყემსმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ბილიკზე მიმავალ ოჯახს შეხვდა და ტურისტებში განთქმული ჩანჩქერის გზა მიასწავლა, სამხარზეც დაეწვია და შემდეგ თავის ფარაში დაბრუნდა....

შემდეგი ელ-ფოსტაც მივიღე, როგორც კი გავხსენი, ორი სიტყვა მომხვდა თვალში: "სამმაგი მკვლელობა“. იმ მომენტში ჩემი გონება პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქდა. წერილი ბოლომდე წავიკითხე და შევიტყვე, რომ მკვლელი მწყემსი იყო და რომ ის პოლიციამ დააპატიმრა. გავიგე, რომ მან თავად მიიყვანა პოლიციელები ყინულის გამოქვაბულში და იქ დამარხული ქეილაბის სხეული აჩვენა.

რაიანის და ქეილაბის მკვლელობის მიზეზი ლორა იყო, მას ლორას გაუპატიურება სურდა. ასეც მოიქცა, შემდეგ კი დაახრჩო.

მას შემდეგ ყოველდღიურად მეცლება ძალა. როდესაც აღიარების დეტალებს ვკითხულობ, ყოველ ჯერზე გული მეკუმშება და ბრაზი მშთანთქავს.

გავაცნობიერე, რომ სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო - ან ამ შემზარავი ფაქტისთვის ჩემი ცხოვრების განადგურების უფლება მიმეცა, ან მკვლელისთვის მიმეტევებინა და ღმერთთან სიახლოვე შემენარჩუნებინა.

ორ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, მიმეტევებინა. გავიაზრე ის, რასაც წლების განმავლობაში სხვებს ვასწავლიდი: იესო ქრისტე ჯვარს ეცვა, რომ ჩემი და სხვა ადამიანების ცოდვებისთვის მოეხადა სასჯელი. მთელი კაცობრიობისთვის ეწამა და ყოველი ადამიანის ცოდვა გამოისყიდა, მათიც, ვინც ოდესმე ჩემს წინააღმდეგ შესცოდა.

საქართველოში აგვისტოში ჩამოვედით. კობაურს განაჩენი გამოუტანეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რადგანაც მე მას მივუტევე, გულწრფელად ვლოცულობდი მისთვის და მისი ოჯახისთვის - კობაურის ოჯახის წევრებიც ხომ ჩვენნაირი უდანაშაულო მსხვერპლია", - ამბობს რაიანის დედა.

ნახეთ ვიდეოს სრული ვერსია:

"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

"ახალი წერილი სმიტებისაგნ არ მიმიღია, როცა გამომიგზავნეს, იქ ბიბლიაც იყო“ -  რას წერს უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული მალხაზ კობაური

ახალგაზრდა ქალის მკვლელობისა და მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს