პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა
"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა თე­მა­ზე - რუ­სე­თის როლი სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტში. ამ თე­მის შერ­ჩე­ვით ბად­რი ბელ­ქა­ნი­ამ თით­ქოს თა­ვი­სი მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის - კონ­ფლიქ­ტე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის, რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ნა­ზა­ვი შექ­მნა.

"სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­დე­გე­ბით და მას­შტა­ბე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კონ­ფლიქ­ტად იქცა, ბოლო პე­რი­ო­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი და ამავდრო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნაა. მას ჯერ კი­დევ 2011 წელს და­წყე­ბუ­ლი "არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის" პრო­ცე­სე­ბი­დან ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს და ამ სა­კი­თხე­ბის რო­გორც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის, სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მოკ­ვლე­ვის ინ­ტე­რე­სიც მქონ­და.

ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, თუმ­ცა რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბის­თვის, რუ­სე­თის, რო­გორც აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის სა­გა­რეო სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი ქმე­დე­ბე­ბი თუნ­დაც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში აუ­ცი­ლებ­ლად სა­თა­ნა­დოდ შე­სას­წავ­ლი და და­საკ­ვირ­ვე­ბე­ლია, რად­გან მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი ხში­რად იმე­ო­რე­ბენ იმ მე­თო­დებს, რომ­ლე­ბიც სხვა ად­გი­ლას ერთხელ უკვე გა­მო­ი­ყე­ნეს", - გვე­უბ­ნე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბად­რი. ის 26 წლის არის და მისი ასა­კის­თვის ვფიქ­რობ, უკვე ბევ­რს მი­აღ­წია.

ბად­რი ბექ­ლა­ნია:

- გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, არ მი­მაჩ­ნია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს მი­ვაღ­წიე. ძველ ბერ­ძნულ ფი­ლო­სო­ფი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვა, რომ ცოდ­ნის მი­ღე­ბა თა­ვის­თა­ვა­დი ფა­სე­უ­ლო­ბაა. ამ აზრს ვი­ზი­ა­რებ, თუმ­ცა ცოტა რუს­თა­ვე­ლის­კე­ნაც ვიხ­რე­ბი, რო­მე­ლიც ფიქ­რობ­და, რომ თუ არ იმოქ­მე­დებ, ცოდ­ნა არას გარ­გებს. ვნა­ხოთ, რო­გორ შევ­ძლებ პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას და მიღ­წე­ვებ­ზე შემ­დეგ ვი­ლა­პა­რა­კებ.

- სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე გაქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც 100%-იანი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტით ჩა­ი­რი­ცხეთ, შემ­დეგ კი ბრი­ტა­ნეთ­ში, გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის და ცხოვ­რე­ბის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მოხ­ვდით. ეს მხო­ლოდ თქვე­ნი ნი­ჭის შე­დე­გია თუ შრო­მაც გიყ­ვართ?

- არ­ნა­ხუ­ლი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით არა­სო­დეს გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა არ მაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, გვერ­დზე გა­და­მე­დო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა აკა­დე­მი­უ­რი წინსვლის­თვის ისიც არის, რომ რა­საც ხელს მოჰ­კი­დებ, ხა­რის­ხი­ა­ნად უნდა გა­ა­კე­თო, თუნ­დაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ეს უძი­ლო ღა­მე­ე­ბად და­გიჯ­დეს. ასე­თი ღამე ბევ­რი მქო­ნია, მაგ­რამ მათ და­დე­ბი­თი შე­დე­გიც გა­მო­ი­ღეს.- ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ბი­ოგ­რა­ფია სა­დღაც იწყე­ბა.

- თქვენ წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის დაბა ჯვარ­ში და­ი­ბა­დეთ, თუმ­ცა თქვე­ნი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია..

.- დე­დაც და მა­მაც ორი­ვე აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია. დედა სო­ხუ­მე­ლია, მამა კო­ჩა­რე­ლი (ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნი). აფხა­ზე­თის თემა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი და ამავდრო­უ­ლად, მტკივ­ნე­უ­ლი­ცაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე 1994 წელს და­ვი­ბა­დე სა­მეგ­რე­ლო­ში, მა­შინ რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში უკვე ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გუ­ლი გვქონ­და, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა თა­ვი­სი შთა­გო­ნე­ბი­თა და მუდ­მი­ვი მო­გო­ნე­ბე­ბით ისე­თი გან­ცდა ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბეს, თით­ქოს აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ არა­თუ გად­მო­ცე­მით ვიცი, არა­მედ ვი­ცხოვ­რე კი­დეც იქ. სამ­წუ­ხა­როდ, მე ეს ვერ მო­ვას­წა­რი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი წინ არის და ესეც ერთ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. ამ სა­კი­თხე­ბის მი­მართ პი­როვ­ნულ­მა ინ­ტე­რეს­მა ერ­თგვა­რად ჩემი პრო­ფე­სი­აც გა­ნა­პი­რო­ბა და ალ­ბათ, პო­ლი­ტო­ლო­გი­ას და კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ას გარ­კვე­ულ­წი­ლად ამი­ტო­მაც გავ­ყე­ვი.

- ე.ი. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა გან­სა­ზღვრა. არა­ბუ­ლი ენის სწავ­ლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ბავ­შვო­ბი­დან ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი და ვეც­ნო­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. იზ­რდე­ბო­დე ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი შიდა და გარე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი დაბ­რკო­ლე­ბა გა­მო­ი­ა­რა და არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­დე პო­ლი­ტი­კით, ისე­თი ფუ­ფუ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ჯერ არ გაგ­ვაჩ­ნია... რაც შე­ე­ხე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთს და არა­ბულ ენას, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და, გარ­და ევ­რო­პუ­ლი ენე­ბი­სა, რო­მელ­თა სწავ­ლაც შე­და­რე­ბით უფრო მარ­ტი­ვი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ახლო ან შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა აგ­ვერ­ჩია შე­სა­ბა­მი­სი ენით.

ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი და არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბით ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვი. ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე ის­ტო­რი­უ­ლა­დაც დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და და დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­შიც ეს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში.

- ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პე­რი­ოდ­ში, ეგ­ვიპ­ტის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, არა­ბუ­ლი ენის ასათ­ვი­სებ­ლად, ერთი წელი კა­ი­რო­შიც გა­ა­ტა­რეთ. სიღ­რმი­სე­უ­ლად რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით ამ ენით და რა აქვს მას ისე­თი, რაც სხვა ენე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს?

- არა­ბუ­ლი ენა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ ენად ით­ვლე­ბა, რაც სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­თაც შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო. შე­სა­ბა­მი­სად, მისი სრულ­ფა­სოვ­ნად ათ­ვი­სე­ბა არა­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პრაქ­ტი­კის გა­რე­შე, თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სწო­რედ ამან და არა­ბუ­ლი კულ­ტუ­რის პი­რა­დად გაც­ნო­ბის სურ­ვილ­მა მი­ბიძ­გა ეგ­ვიპ­ტე­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­დაც უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გი­ა­ნი ერთი აკა­დე­მი­უ­რი წელი გა­ვა­ტა­რე.

- ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ხუთი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლეთ. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი არა­ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა თუ ე.წ. ვორ­ქშოფ­ში..

.- ეს გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ვაგ­რო­ვე, იზო­მე­ბა არა ქვეყ­ნე­ბის, დიპ­ლო­მე­ბის და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, არა­მედ იმ ხელ­შე­სა­ხე­ბი ცოდ­ნით, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი­დან წა­მო­ვი­ღე. ხე­ლოვ­ნუ­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს უბ­რა­ლოდ ქვეყ­ნე­ბის, ქა­ლა­ქე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის სია იყოს და მის უკან არა­ფე­რი იდ­გეს, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ეს სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ყო­ფი­ე­რი გა­მე­ხა­და ჩემ­თვის და ასე­ვე, გა­მე­ტა­ნა ჩემი და ჩემი ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე.

- ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ჩემი დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ორ მი­მარ­თუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ერთი მხრივ, ახ­ლა­ხან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სი კვლე­ვი­თი და სა­ინ­ფორ­მა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებს ისა­ხავს. მეც ძი­რი­თა­დად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ კომ­პე­ტენ­ტურ გუნდთან ერ­თად. მე­ო­რე მხრივ, ვცდი­ლობ, არ ჩა­მოვ­შორ­დე აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვაქ­ტი­უ­რობ. კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ტა­ნი­ლი მაქვს გა­ნა­ცხა­დი სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რე­ლე­ვან­ტურ კვლე­ვა­ზე; ასე­ვე, ვამ­ზა­დებთ სა­ლექ­ციო კურსს, რო­მელ­საც ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში წა­ვი­კი­თხავთ.

- ბევ­რი ახალ­გაზ­რდის­გან მსმე­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფერს აქვს აზრი, რად­გან აქ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. რას ეტყო­დით მათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან?

- ეს ზედ­მე­ტად მძაფ­რად არის ნათ­ქვა­მი და ცხა­დია, ბო­ლომ­დე სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მონ­დო­მე­ბას ყო­ველ­თვის აქვს აზრი, მით უმე­ტეს, ჩვენს ეპო­ქა­ში, რო­დე­საც სხვა სა­უ­კუ­ნე­ებ­თან და თუნ­დაც გა­სულ ათწლე­უ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია. თუმ­ცა, მე მეს­მის იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­საც, რო­მელ­თაც ეს გრძნო­ბა უჩ­ნდე­ბათ, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სთა­ვა­ზობს ახალ­გაზ­რდებს იმ პერ­სპექ­ტი­ვებს, რაც მათ სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად და შემ­დგომ­ში ამ გა­ნათ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად სჭირ­დე­ბათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ­დი, თუ ამის ხელ­შე­წყო­ბა ოჯა­ხი­დან აქვთ, აუ­ცი­ლებ­ლად მე­ტად მო­ინ­დო­მონ, მო­ი­ძი­ონ ინ­ტერ­ნეტ­ში, ჰკი­თხონ იმ ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს, ვი­საც გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, გაგ­ზავ­ნონ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს. თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი წა­ი­კი­თხავს ამ ინ­ტერ­ვი­უს და და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, და­მი­კავ­შირ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თი­თო­ე­ულს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პი­რა­დად გა­ვუ­წიო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რად­გან შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის ქონა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯია.

- ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც რომ შე­ა­ფა­სოთ: თქვე­ნი ნება რომ იყოს, რას შეც­ვლი­დით?

- ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, თუმ­ცა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მას უფრო მეტი ჩა­ვარ­დნა და გა­მოწ­ვე­ვა აქვს, ვიდ­რე წარ­მა­ტე­ბა. ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლი­სას, არა­სო­დეს დამ­რჩე­ნია გან­ცდა, რომ პე­რი­ფე­რი­უ­ლი ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი და ვინ­მეს რა­მე­ში ჩა­მოვ­რჩე­ბო­დი, მით უმე­ტეს, რო­დე­საც საქ­მე ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბო­და. თუმ­ცა, ჩემი პი­რა­დი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რაც ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს მეც­ნი­ე­რე­ბის და ზო­გა­დად, აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვის და­ბა­ლი ხა­რის­ხია.

სა­ქარ­თვე­ლო, სამ­წუ­ხა­როდ, უბ­რა­ლოდ იმე­ო­რებს სამ­ყა­რო­ში უკვე დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას და არ აწარ­მო­ებს ახალს, რაც მეც­ნი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც აკა­დე­მი­ურ კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე მე­ტად, უბ­რა­ლოდ სკო­ლებს ჰგვა­ნან, სა­დაც, სკო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი საგ­ნე­ბი ის­წავ­ლე­ბა. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოს­წორ­დეს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ისევ მე­ო­რე­უ­ლი ცოდ­ნის კი­დევ ერთხელ გა­და­მამ­ღე­რე­ბელ სის­ტე­მად დავ­რჩე­ბით.

ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მა­ტუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი­სა და უთა­ნას­წო­რო­ბის გამო, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თუ სტუ­დენტს თა­ნაბ­რად არ მი­უწ­ვდე­ბა ხელი ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე. მტკი­ცედ მწამს, რომ გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თვი­საა, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ვინ რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან, სოფ­ლი­დან, ოჯა­ხი­დან და ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი წრი­დან მო­დის. გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა და სა­ხელ­მწი­ფომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უფრო მეტი უნდა იმუ­შა­ოს.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ე. დადიანი
0

მადლობა ქალბატონ ლალი ფაციას ასეთი საინტერესო რესპონდენტის შერჩევისთვის. ბადრი ბელქანიას კი წინსვლა და წარმატება მინდა ვუსურვო. უკვე ბევრი გაუკეთებია 26 წლის ახალგაზრდას. სწორად აფასებს ვითარებას და საღად მსჯელობს. მადლობა მას ასეთი სწავლისა და შრომისათვის!!!

რევერს
0

ამდენი წარმატებული და ასეთი უიღბლო ქვეყანა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა

"საქართველოში ყველას თანაბრად არ მიუწვდება ხელი განათლებაზე..." - 26 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც უკვე 5 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლა

რამდენიმე დღის წინ დისერტაცია დაიცვა თემაზე - რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში. ამ თემის შერჩევით ბადრი ბელქანიამ თითქოს თავისი მთავარი პროფესიული ინტერესების - კონფლიქტების, საერთაშორისო უსაფრთხოების, რუსეთის საგარეო პოლიტიკის და ახლო აღმოსავლეთის ნაზავი შექმნა.

"სირიის სამოქალაქო ომი, რომელიც თავისი შედეგებით და მასშტაბებით საერთაშორისო დონის კონფლიქტად იქცა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, საინტერესო მოვლენაა. მას ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებული "არაბული გაზაფხულის" პროცესებიდან ვადევნებდი თვალყურს და ამ საკითხების როგორც ჩამოყალიბებული ანალიტიკური მოსაზრებების, სიღრმისეულად გამოკვლევის ინტერესიც მქონდა.

ამ თემაზე მუშაობისას მრავალი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის, რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის საგარეო სამხედრო და პოლიტიკური ქმედებები თუნდაც ახლო აღმოსავლეთში აუცილებლად სათანადოდ შესასწავლი და დასაკვირვებელია, რადგან მსგავსი ქვეყნები ხშირად იმეორებენ იმ მეთოდებს, რომლებიც სხვა ადგილას ერთხელ უკვე გამოიყენეს", - გვეუბნება მიზანმიმართული და წარმატებული ბადრი. ის 26 წლის არის და მისი ასაკისთვის ვფიქრობ, უკვე ბევრს მიაღწია.

ბადრი ბექლანია:

- გულწრფელად გეტყვით, არ მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებულს მივაღწიე. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში მიიჩნევა, რომ ცოდნის მიღება თავისთავადი ფასეულობაა. ამ აზრს ვიზიარებ, თუმცა ცოტა რუსთაველისკენაც ვიხრები, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ არ იმოქმედებ, ცოდნა არას გარგებს. ვნახოთ, როგორ შევძლებ პრაქტიკული მიმართულებით განვითარებას და მიღწევებზე შემდეგ ვილაპარაკებ.

- სკოლა ოქროს მედალზე გაქვთ დამთავრებული, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტშიც 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხეთ, შემდეგ კი ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის და ცხოვრების სრული დაფინანსებით მოხვდით. ეს მხოლოდ თქვენი ნიჭის შედეგია თუ შრომაც გიყვართ?

- არნახული შრომისმოყვარეობით არასოდეს გამოვირჩეოდი, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა არ მაძლევდა საშუალებას, რაც გასაკეთებელი იყო, გვერდზე გადამედო. მნიშვნელოვანი თვისება აკადემიური წინსვლისთვის ისიც არის, რომ რასაც ხელს მოჰკიდებ, ხარისხიანად უნდა გააკეთო, თუნდაც გარკვეული პერიოდი ეს უძილო ღამეებად დაგიჯდეს. ასეთი ღამე ბევრი მქონია, მაგრამ მათ დადებითი შედეგიც გამოიღეს.- ნებისმიერი ადამიანის ბიოგრაფია სადღაც იწყება.

- თქვენ წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში დაიბადეთ, თუმცა თქვენი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია..

.- დედაც და მამაც ორივე აფხაზეთიდან დევნილია. დედა სოხუმელია, მამა კოჩარელი (ოჩამჩირის რაიონი). აფხაზეთის თემა ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ამავდროულად, მტკივნეულიცაა. მიუხედავად იმისა, რომ მე 1994 წელს დავიბადე სამეგრელოში, მაშინ როდესაც აფხაზეთში უკვე ყველაფერი დაკარგული გვქონდა, ჩემი ოჯახის წევრებმა თავისი შთაგონებითა და მუდმივი მოგონებებით ისეთი განცდა ჩამომიყალიბეს, თითქოს აფხაზეთის შესახებ არათუ გადმოცემით ვიცი, არამედ ვიცხოვრე კიდეც იქ. სამწუხაროდ, მე ეს ვერ მოვასწარი, თუმცა ყველაფერი წინ არის და ესეც ერთ დღეს აუცილებლად მოხდება. ამ საკითხების მიმართ პიროვნულმა ინტერესმა ერთგვარად ჩემი პროფესიაც განაპირობა და ალბათ, პოლიტოლოგიას და კონფლიქტოლოგიას გარკვეულწილად ამიტომაც გავყევი.

- ე.ი. პროფესიული არჩევანი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით პოლიტიკისადმი ინტერესმა განსაზღვრა. არაბული ენის სწავლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ბავშვობიდან ჩართული ვიყავი და ვეცნობოდი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. იზრდებოდე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელმაც უამრავი შიდა და გარე სახელმწიფოებრივი დაბრკოლება გამოიარა და არ ინტერესდებოდე პოლიტიკით, ისეთი ფუფუნებაა, რომელიც ჯერ არ გაგვაჩნია... რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს და არაბულ ენას, ჩვენი უნივერსიტეტი საშუალებას იძლეოდა, გარდა ევროპული ენებისა, რომელთა სწავლაც შედარებით უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია, ახლო ან შორეული აღმოსავლეთის მიმართულება აგვერჩია შესაბამისი ენით.

ახლო აღმოსავლეთი და არაბული სამყარო თავისი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ასპექტებით ყოველთვის მიზიდავდა და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთს ჩვენს ქვეყანაზე ისტორიულადაც დიდი გავლენა ჰქონდა და დღესდღეობით მსოფლიო პოლიტიკაშიც ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში.

- ბაკალავრიატის პერიოდში, ეგვიპტის განათლების სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არაბული ენის ასათვისებლად, ერთი წელი კაიროშიც გაატარეთ. სიღრმისეულად რატომ დაინტერესდით ამ ენით და რა აქვს მას ისეთი, რაც სხვა ენებისგან გამოარჩევს?

- არაბული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად ითვლება, რაც საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია დავადასტურო. შესაბამისად, მისი სრულფასოვნად ათვისება არაბულ ქვეყანაში პრაქტიკის გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამან და არაბული კულტურის პირადად გაცნობის სურვილმა მიბიძგა ეგვიპტეში წავსულიყავი, სადაც უაღრესად საინტერესო და შედეგიანი ერთი აკადემიური წელი გავატარე.

- ამ ყველაფერთან ერთად, ხუთი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლეთ. გარდა ამისა, მონაწილეობა გაქვთ მიღებული არაერთ სხვა ქვეყანაში ჩატარებულ კონფერენციასა თუ ე.წ. ვორქშოფში..

.- ეს გამოცდილება, რომელიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობით დავაგროვე, იზომება არა ქვეყნების, დიპლომების და სერტიფიკატების რაოდენობით, არამედ იმ ხელშესახები ცოდნით, რომელიც თითოეული მათგანიდან წამოვიღე. ხელოვნური იქნებოდა, რომ ეს უბრალოდ ქვეყნების, ქალაქებისა და პროგრამების სია იყოს და მის უკან არაფერი იდგეს, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი, ეს სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად ნაყოფიერი გამეხადა ჩემთვის და ასევე, გამეტანა ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიციები, ინტერესები ფართო ასპარეზზე.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- ჩემი დღევანდელი საქმიანობა ორ მიმართულებას უკავშირდება. ერთი მხრივ, ახლახან დავიწყე მუშაობა საქართველოს გაეროს ასოციაციაში, რომელიც თავისი კვლევითი და საინფორმაციო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ისახავს. მეც ძირითადად, ამ მიმართულებით ვმუშაობ კომპეტენტურ გუნდთან ერთად. მეორე მხრივ, ვცდილობ, არ ჩამოვშორდე აკადემიურ საქმიანობას და ამ მიმართულებითაც ვაქტიურობ. კოლეგებთან ერთად შეტანილი მაქვს განაცხადი სხვადასხვა საინტერესო და საქართველოსთვის რელევანტურ კვლევაზე; ასევე, ვამზადებთ სალექციო კურსს, რომელსაც ქართულ უნივერსიტეტებში წავიკითხავთ.

- ბევრი ახალგაზრდისგან მსმენია, რომ საქართველოში არაფერს აქვს აზრი, რადგან აქ წარმატებას ვერ მიაღწევ. რას ეტყოდით მათ საკუთარი გამოცდილებიდან?

- ეს ზედმეტად მძაფრად არის ნათქვამი და ცხადია, ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება. მონდომებას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, ჩვენს ეპოქაში, როდესაც სხვა საუკუნეებთან და თუნდაც გასულ ათწლეულებთან შედარებით, სტუდენტებისთვის შესაძლებლობები საგრძნობლად გაზრდილია. თუმცა, მე მესმის იმ ახალგაზრდებისაც, რომელთაც ეს გრძნობა უჩნდებათ, რადგანაც საქართველო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ სთავაზობს ახალგაზრდებს იმ პერსპექტივებს, რაც მათ სათანადო განათლების მისაღებად და შემდგომში ამ განათლების პრაქტიკაში გამოსაყენებლად სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ყველას მოვუწოდებდი, თუ ამის ხელშეწყობა ოჯახიდან აქვთ, აუცილებლად მეტად მოინდომონ, მოიძიონ ინტერნეტში, ჰკითხონ იმ ახლობლებს და მეგობრებს, ვისაც გამოცდილება აქვთ სხვადასხვა საინტერესო პროგრამაში მონაწილეობის, გაგზავნონ აპლიკაციები და გამოიყენონ საქართველოს ის რესურსი, რომელიც არსებობს. თუ რომელიმე მათგანი წაიკითხავს ამ ინტერვიუს და დაინტერესდება, დამიკავშირდნენ სოციალურ ქსელში და მოხარული ვიქნები, თითოეულს ამ მიმართულებით პირადად გავუწიო კონსულტაციები, რადგან შესაბამისი ინფორმაციის ქონა ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

- ჩვენი განათლების სისტემაც რომ შეაფასოთ: თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით?

- ჩვენს განათლების სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა, მთლიანობაში, სამწუხაროდ, მას უფრო მეტი ჩავარდნა და გამოწვევა აქვს, ვიდრე წარმატება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლისას, არასოდეს დამრჩენია განცდა, რომ პერიფერიული ქვეყნიდან ვიყავი ჩასული და ვინმეს რამეში ჩამოვრჩებოდი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ზოგად განათლებაზე მიდგებოდა. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებებიდან გამომდინარე, მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს განათლების სისტემას აქვს მეცნიერების და ზოგადად, აკადემიური კვლევის დაბალი ხარისხია.

საქართველო, სამწუხაროდ, უბრალოდ იმეორებს სამყაროში უკვე დაგროვილ ცოდნას და არ აწარმოებს ახალს, რაც მეცნიერების მთავარი მიზანია. ქართული უნივერსიტეტებიც აკადემიურ კვლევით ინსტიტუციებზე მეტად, უბრალოდ სკოლებს ჰგვანან, სადაც, სკოლებისგან განსხვავებით, შედარებით სერიოზული საგნები ისწავლება. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სხვა შემთხვევაში, ისევ მეორეული ცოდნის კიდევ ერთხელ გადამამღერებელ სისტემად დავრჩებით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პრობლემატური სოციალური ფონისა და უთანასწორობის გამო, ყველა მოსწავლეს თუ სტუდენტს თანაბრად არ მიუწვდება ხელი ხარისხიან განათლებაზე. მტკიცედ მწამს, რომ განათლება ყველასთვისაა, განურჩევლად იმისა, ვინ რომელი ქალაქიდან, სოფლიდან, ოჯახიდან და ზოგადად, სოციალური წრიდან მოდის. განათლების ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფომ ამ მიმართულებით აუცილებლად უფრო მეტი უნდა იმუშაოს.

ჟურნალი "გზა"

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ

თუ კორონავირუსი დაგიდასტურდებათ: როგორ უნდა იმკურნალოთ სახლის პირობებში - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორის, ექიმ მამუკა მაჩაიძის რეკომენდაციები