პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ის მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს" - ნატალია ილიჩოვას ადვოკატი
"ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ის მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს" - ნატალია ილიჩოვას ადვოკატი

და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ად­ვო­კა­ტი ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე აცხა­დებს, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, გან­ხი­ლულ იქ­ნას, თით­ქოს ნო­ღა­ი­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­რე­ჯის საქ­მე­ზე "ხელს ადებს“.

ნეს­ტან ლონ­და­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლის ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არსზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვე­ნე­ბა­ში ყო­ფილ პრე­მი­ერს "ხელი უშუ­ა­ლოდ არ და­უ­დია იმ მხრივ, რომ და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო“.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ "ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლის ჩვე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბად, რად­გან ეს ორი ადა­მი­ა­ნი იქ ნახ­სე­ნე­ბი არ არის“.

"ნო­ღა­ი­დე­ლი იხ­სე­ნებს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მას, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და დე­ლი­მი­ტა­ცია - დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა. იქ მი­სუ­ლი იყო ერთ-ერთი წევ­რი, რომ­ლის სა­ხელ­სა და გვარს ვერ ასა­ხე­ლებს. ასე­ვე, ვერ ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ თა­რიღს, (სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იქ­ნე­ბა 2005 წელი) და ამ­ბობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იქ­ნე­ბო­და კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ჩი­ჩხი­ტუ­რის კოშ­კი­სა და უდაბ­ნოს ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს ექ­ცე­ო­დაო. ამი­ტომ, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ მომ­ხდა­რი­ყო ამ ნა­წი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, იმი­სათ­ვის, რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო.

ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლი იყო სა­კი­თხი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სამი გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან ორი ყო­ფი­ლი­ყო ტვირ­თის­თვის, ერთი კი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, იმ მიზ­ნით, რომ კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სა­ქონ­ლის შე­მო­დი­ნე­ბის­თვის ხელი შე­ე­შა­ლათ. ეს გან­ხილ­ვე­ბი იყო, საბ­ჭოს ამ სხდო­მა­ზე. აქვე გა­ნი­ხი­ლეს ის წე­რი­ლი, რომ­ლიც მე­დი­ით უკვე გავ­რცელ­და და ვი­ცით, რომ ეს არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სად­მი მი­მარ­თვის წე­რი­ლი.

გან­მარ­ტავს, რომ ეს წე­რი­ლი ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის დად­გე­ნის კუ­თხით და ეს იყო უბ­რა­ლოდ ამ ნა­წი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი. აქვე არის ერთი მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ახ­სე­ნებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რომ ამ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ასე, უშუ­ა­ლოდ არ მომ­ხდა­რა ხე­ლის და­დე­ბა, რომ და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ანუ, ზო­გა­დი ფრა­ზე­ბით არის ნახ­სე­ნე­ბი, რომ „ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­და პრე­ზი­დენ­ტი, ამ დრო­ი­სათ­ვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“. აქ, უკვე, კონ­კრე­ტუ­ლად, რაზე და ვის მი­მართ იღებ­და ერ­თპი­როვ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლი ან გა­რე­ჯზე იღებ­და, თუ არა, არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი. ასე, რომ ამას ვერ გან­ვი­ხი­ლავთ იმგვა­რად, რომ ნო­ღა­ი­დე­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­ნა­შა­ულ­ში ხელს ადებს“, - გა­ნა­ცხა­და ნეს­ტან ლონ­და­რი­ძემ

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­კი­თხეს. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რა კი­თხვე­ბი ჰქონ­და გა­მო­ძი­ე­ბას ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­თან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატალია
56

კაი ერთი! მე მგონი ძალიან გასაგებად თქვა, ვინც იღებდა გაწყვეტილებას.

ლიანა
45

ჯერ რობიკო სტურუას ჩათვლით ტვინი წაგვიღეთ საქართველოს პრეზიდენტზე სომეხი სომეხიო იძახდით სააკაშვილზე, ეხლა მითხარით ზუსტად იგივე ხალხი, რომ გაჰკივით მიწები აზერებს მიყიდაო, თუ სომეხია მიშა მიწები აზერებს როგორ მიყიდა??????? მიშას ფანი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვხედავ ვინც ებრძვის ყველა ძველი კკბს აგენტები ხართ, ამიტომ ისევ გიჟი მიშა მირჩევნია სამშობლოს 13 ვერცხლზე გამყიდველებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ის მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს" - ნატალია ილიჩოვას ადვოკატი

"ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ის მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს" - ნატალია ილიჩოვას ადვოკატი

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება არ შეიძლება, განხილულ იქნას, თითქოს ნოღაიდელი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გარეჯის საქმეზე "ხელს ადებს“.

ნესტან ლონდარიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ნოღაიდელის ჩვენების შინაარსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენებაში ყოფილ პრემიერს "ხელი უშუალოდ არ დაუდია იმ მხრივ, რომ დავით გარეჯის საქმეში სააკაშვილმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო“.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ "ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება არ შეიძლება განვიხილოთ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებად, რადგან ეს ორი ადამიანი იქ ნახსენები არ არის“.

"ნოღაიდელი იხსენებს უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც განიხილებოდა დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის საქმიანობა. იქ მისული იყო ერთ-ერთი წევრი, რომლის სახელსა და გვარს ვერ ასახელებს. ასევე, ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, (სავარაუდოდ, ეს იქნება 2005 წელი) და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს იქნებოდა კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა იმის თაობაზე, რომ ჩიჩხიტურის კოშკისა და უდაბნოს ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდაო. ამიტომ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ მომხდარიყო ამ ნაწილების რეაბილიტაცია, იმისათვის, რომ არ დაკარგულიყო.

ასევე განხილული იყო საკითხი იმის თაობაზე, რომ სამი გამშვები პუნქტიდან ორი ყოფილიყო ტვირთისთვის, ერთი კი ადამიანებისთვის, იმ მიზნით, რომ კონტრაბანდული საქონლის შემოდინებისთვის ხელი შეეშალათ. ეს განხილვები იყო, საბჭოს ამ სხდომაზე. აქვე განიხილეს ის წერილი, რომლიც მედიით უკვე გავრცელდა და ვიცით, რომ ეს არის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისადმი მიმართვის წერილი.

განმარტავს, რომ ეს წერილი ვერ იქნება გამოყენებული საზღვრების დადგენის კუთხით და ეს იყო უბრალოდ ამ ნაწილების რეაბილიტაციისკენ მიმართული. აქვე არის ერთი მცირე მონაკვეთი, სადაც ახსენებს მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდა მიხეილ სააკაშვილი. ასე, უშუალოდ არ მომხდარა ხელის დადება, რომ დავით გარეჯის საქმეში სააკაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. ანუ, ზოგადი ფრაზებით არის ნახსენები, რომ „ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდა პრეზიდენტი, ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი“. აქ, უკვე, კონკრეტულად, რაზე და ვის მიმართ იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას სააკაშვილი ან გარეჯზე იღებდა, თუ არა, არ არის დაკონკრეტებული. ასე, რომ ამას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ნოღაიდელი მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს. ამ დროისთვის უცნობია, რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ზურაბ ნოღაიდელთან.

"მანქანის შეკეთებაზე წარმოშობილი შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა" - პროკურატურამ პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ...ეგ პრობლემა არ არის“ - შს მინისტრი ბადრი ესებუას შესახებ

"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა