სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 ბაღი თბილისში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა - "12 თანამშრომელია და 2 ბავშვი"
14 ბაღი თბილისში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა - "12 თანამშრომელია და 2 ბავშვი"

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ღის 12 თა­ნამ­შრო­მელს და 2 ბავ­შვს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, რის გა­მოც 14 სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­კე­ტი­ლია.

კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძის თქმით, სი­ტუ­ა­ცია მარ­თვა­დია და სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან, აღ­ნიშ­ნავს, რომ ბა­ღებ­ში ბავ­შვე­ბის დას­წრე­ბა და­ბა­ლია.

„მინ­და გი­თხრათ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, 14 ბაღ­ში უკვე და­ფიქ­სირ­და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა. მათ შო­რის 12 თა­ნამ­შრო­მე­ლია და 2 ბავ­შვი. თუმ­ცა, ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რივ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ცუ­ლი ყვე­ლა ბაღ­ში, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით მი­ღე­ბულ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვას­რუ­ლებთ. დას­წრე­ბა ნაკ­ლე­ბია, თუმ­ცა, ბავ­შვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ დაჰ­ყავთ მშობ­ლებს ბა­ღებ­ში. ორ­შა­ბათს არ გავ­ხსე­ნით 4 ბაღი, მას შემ­დეგ კი 10 ბაღი დავ­ხუ­რეთ“,- გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ბაღ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­დე­ბა, ბაღი იხუ­რე­ბა.

„ჩვე­ნი გეგ­მაა, რო­დე­საც თა­ნამ­შრო­მელს ან აღ­საზ­რდელს უფიქ­სირ­დე­ბა კო­ვი­დინ­ფექ­ცია, ვუ­კავ­შირ­დე­ბით 112-ს და ბაღი იხუ­რე­ბა. თუ ბაღ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­დე­ბა ბაღი იხუ­რე­ბა. ეს არის ჩვე­ნი "გა­იდ­ლა­ი­ნი" და გან­ვი­ხი­ლავთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და გვან­ცე­ლა­ძემ.

გა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ ის ბაგა ბა­ღე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა, სა­დაც სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია შემ­დეგ ბა­ღებ­ში: 36-ე ბაღი, 99-ე ბაღი, 89-ე ბაღი, 53-ე ბაღი , მე-4 ბაღი, 29-ე ბაღი, 153-ე ბაღი, 35-ე ბაღი, მე-16 ბაღი, 21-ე ბაღი, 72-ე ბაღი, 93-ე ბაღი, 190-ე ბაღი და ბაგა ბაღი „ხუთ­კუნ­ჭუ­ლა“

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ამათი ამოცანაა არჩვენებამდე , რაც შეიძლება მეტი ადამაინი დაავადდეს! ვეღარ წავლენ არჩვენბზე და ეგ არის!

რრტ
2
დაკეტეთ სასწავლო დაწესებულებები
sponsored by ContentRoom
ავტორი:

14 ბაღი თბილისში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა - "12 თანამშრომელია და 2 ბავშვი"

14 ბაღი თბილისში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა - "12 თანამშრომელია და 2 ბავშვი"

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღის 12 თანამშრომელს და 2 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც 14 სააღმზრდელო დაწესებულება დაკეტილია.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, სიტუაცია მართვადია და სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ბაღებში ბავშვების დასწრება დაბალია.

„მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, 14 ბაღში უკვე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა. მათ შორის 12 თანამშრომელია და 2 ბავშვი. თუმცა, ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას. უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული ყველა ბაღში, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მიღებულ ყველა რეკომენდაციას ვასრულებთ. დასწრება ნაკლებია, თუმცა, ბავშვები ჩვეულებრივ დაჰყავთ მშობლებს ბაღებში. ორშაბათს არ გავხსენით 4 ბაღი, მას შემდეგ კი 10 ბაღი დავხურეთ“,- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თუ ბაღში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდება, ბაღი იხურება.

„ჩვენი გეგმაა, როდესაც თანამშრომელს ან აღსაზრდელს უფიქსირდება კოვიდინფექცია, ვუკავშირდებით 112-ს და ბაღი იხურება. თუ ბაღში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდება ბაღი იხურება. ეს არის ჩვენი "გაიდლაინი" და განვიხილავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად“, - განაცხადა გვანცელაძემ.

გახაბერ გვანცელაძემ ის ბაგა ბაღები ჩამოთვალა, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მისი ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია შემდეგ ბაღებში: 36-ე ბაღი, 99-ე ბაღი, 89-ე ბაღი, 53-ე ბაღი , მე-4 ბაღი, 29-ე ბაღი, 153-ე ბაღი, 35-ე ბაღი, მე-16 ბაღი, 21-ე ბაღი, 72-ე ბაღი, 93-ე ბაღი, 190-ე ბაღი და ბაგა ბაღი „ხუთკუნჭულა“

"1938 წლის 200 000-იან რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები დამაჯერებლად არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის მხარეს, არამედ მის სიღრმეში, 300 მეტრით მაინც" - ლადო მირიანაშვილი

ბავშვების მეურვე დედას  ქონების ნახევარზე მეტის მიღება შეუძლია - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე, რომელიც უნდა იცოდეთ

"გაუარესდა ბავშვთა ფსიქიკური მდგომარეობა, მოიმატა შიშებმა, შფოთვამ და ა.შ." - რა მავნე ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს კორონავირუსული პანდემია მოზარდებზე