კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ
ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ

ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოს­თა ცო­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მო­ექ­ცნენ. მა­ნამ­დე თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხო­ლოდ ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძეს იც­ნობ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, მე­დი­ა­ში გა­მოჩ­ნდნენ ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გუ­ლახ­დი­ლად ყვე­ბოდ­ნენ მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ა­სა და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ზე. თუმ­ცა იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" რე­ი­ტინ­გის და­კარ­გვა­სა და და­მარ­ცხე­ბა­ში წვლი­ლი ნა­წი­ლობ­რივ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ცო­ლებ­საც მი­უ­ძღო­დათ.

გა­ვიხ­სე­ნოთ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს სკან­დალ­ში გა­ეხვნენ.

ლელა კი­ლა­ძე და გიგი უგუ­ლა­ვა

თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მე­ო­ჯა­ხე მერი ხში­რად ჩნდე­ბო­და ხოლ­მე ცოლ­თან და ორ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ჭორს, რომ გიგი უგუ­ლა­ვა ცოლს გა­შორ­და და მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვი­ზა­ჟის­ტი ლელა კი­ლა­ძე იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გა ხანს არ იჯე­რებ­და. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, გი­გიმ საყ­ვა­რელ ქალ­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა სკან­და­ლე­ბი ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ლელა მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო, ხში­რად იწე­რე­ბო­და მის ძვი­რა­დღი­რე­ბულ გარ­დე­რობ­ზე, ამ­ბობ­დნენ, რომ და­ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მე­რი­ა­ში და­ა­საქ­მა. ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი კი ლელა კი­ლა­ძი­სა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ფა­რულ რო­მანს მოყ­ვა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გიგი უგუ­ლა­ვას­თან და­შო­რე­ბი­თა და რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

თაკო სა­ლა­ყა­ია და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი

არა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ "ქვეყ­ნის ხერ­ხემ­ლად" მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის, არა­მედ მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმი­ჯი, სე­რი­ო­ზუ­ლად შე­არ­ყია მის­მა მე­უღ­ლემ თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ. სწო­რედ ის აღ­მოჩ­ნდა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბი­სა და ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის ერთ-ერთი მი­ზე­ზიც. სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ყვე­ლა­ზე დიდი შავი ლა­ქაა. სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა სუფ­რა შარ­დენ­ზე, სა­დაც თაკო სა­ლა­ყა­ია მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და... სწო­რედ იქ მომ­ხდარ გა­უ­გებ­რო­ბას შე­ე­წი­რა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი. თაკო სა­ლა­ყა­ია მას შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, მოწ­მის სა­ხით ვხე­დავ­დით. მარ­თა­ლია, ხში­რად გავ­რცელ­და ჭორი მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვილ-სა­ლა­ყა­ი­ას წყვილს კი­დევ ერთი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ და ცხოვ­რე­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლე­ბენ.

თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და გიგა ბო­კე­რია

მე­უღ­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო ხში­რად სთხოვ­დნენ გიგა ბო­კე­რი­ას გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას. ეპა­ტა­ჟუ­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლად აკ­რი­ტი­კებ­და მე­უღ­ლის პარ­ტი­ის წევ­რსაც კი და ამის გამო, ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­დალ­ში. ამ­ჟა­მად ფოთ­ში გიგა ბო­კე­რი­ას სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ვი­დე­ო­ე­ბი ხში­რად რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე ოპო­ზი­ცი­ის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბა. თა­მა­რა არც ახლა ერი­დე­ბა სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კრი­ტი­კას...

ანუ­კი არე­ში­ძე და კახი კა­ლა­ძე

ანუ­კი არე­ში­ძე რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თელ კახი კა­ლა­ძეს ცო­ლად მიყ­ვე­ბო­და ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი მე­უღ­ლე სპორ­ტი­დან ჯერ ბიზ­ნეს­ში, შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ­და. ამის გამო, კი წლე­ბის წინ ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზეც კი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევ­და. ანუ­კის აკ­რი­ტი­კებ­დნენ რუ­სუ­ლის არ­ცოდ­ნის გამო, იმის გა­მოც, რომ ნაძ­ვის­ხე ერ­თდო­ლა­რი­ა­ნე­ბით მორ­თო. კა­ლა­ძე-არე­ში­ძის წყვი­ლი მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია და "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი ხში­რად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და კრი­ტი­კის მი­ზე­ზი. ბო­ლოს, მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა "ოც­ნე­ბის" მან­ქა­ნის ფო­ტომ კი მისი მე­უღ­ლე კი­დევ ერთ სკან­დალ­ში გახ­ვია.

ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც კი ღიად ყვე­ბო­და. მი­ლი­არ­დე­რი ტრი­ბუ­ნი­დან ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლედი სწო­რედ მისი მე­უღ­ლე, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. თუმ­ცა, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის და­საქ­მე­ბა აღ­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი. ასე­ვე ბევ­რი იწე­რე­ბო­და ნუ­ნუ­კას კა­ბე­ბის ფა­სებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მე­უღ­ლეს შეხ­ვედ­რებ­ზე დაჰ­ყვე­ბო­და. ერთ-ერთი კაბა, რო­მე­ლიც ობა­მებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ეცვა, რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი ღირ­და.

ალი­ნა და გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე

მას შემ­დეგ, რაც წინა მთავ­რო­ბამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­არ­ბია და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლებს ტე­ლე­ვი­ზი­ის დათ­მო­ბა მო­უ­წი­ათ, არხი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ სა­ხეს გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეს ჩა­ა­ბა­რეს. მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე, უკ­რა­ი­ნე­ლი ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კობ­და ქარ­თუ­ლად. ალი­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პრო­დი­უ­სინგს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა და ღა­მის თბი­ლი­სის ცხოვ­რე­ბა­ზე სკან­და­ლუ­რი გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყო. ეთერ­ში გა­მოჩ­ნდა თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გა­და­ცე­მა "ღამე შო­რე­ნას­თან" მიჰ­ყავ­და და ით­ვლე­ბო­და, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა, სა­დაც სექსზე სა­უბ­რობ­დნენ. თუმ­ცა ალი­ნას მცდე­ლო­ბა, რომ გა­და­ცე­მე­ბი სკან­და­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, ამაო აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მალე ორი­ვე და­ი­ხუ­რა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წე­ლია ისი­ნი და­შორ­დნენ. გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში, ალი­ნა კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.

სან­დრა რუ­ლოვ­სი და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი

ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტის უცხო­ე­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­დრა რუ­ლოვ­სი მალე შე­იყ­ვა­რეს. მას­ზე ყვე­ბოდ­ნენ მი­თებს, რო­გორ მუ­შა­ობ­და ღა­მის მედ­დად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­გორ ეხ­მა­რე­ბო­და ხალ­ხს. თუმ­ცა, მე­უღ­ლის რე­ი­ტინ­გის კლე­ბას­თან ერ­თად, სან­დრას რე­ი­ტინ­გმაც იკლო. პირ­ველ ლე­დის ისეთ ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­დნენ, რო­გო­რიც იყო ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა... ყვე­ბოდ­ნენ და­უ­ჯე­რე­ბელ ფაქ­ტებს, რო­გორ უღებ­დნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩუ­მად თირკმელს ადა­მი­ა­ნებს და სწო­რედ სან­დრა რუ­ლოვ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰყიდ­დნენ. მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ორ­გა­ნო­ე­ბით გა­ყიდ­ვის თემა, მაგ­რამ სან­დრას რე­ი­ტინ­გი პრე­ზი­დენ­ტის რე­ი­ტინგთან ერ­თად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ირ­ყა.

მაკა ჩი­ჩუა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

ის ჯერ კი­დევ მა­შინ ჩნდე­ბო­და პო­ლი­ტი­კო­სის გვერ­დით, რო­დე­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლ-ქმა­რი არ იყ­ვნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებ­და ამის გამო გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბულ მარ­გვე­ლაშ­ვილს. მაკა ჩი­ჩუა მალე პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­უღ­ლე გახ­და და პირ­ვე­ლი ლე­დის ამ­პლუ­ა­ში ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ჟი­უ­რის რო­ლიც მო­ირ­გო. ის გახ­ლდათ ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში. წერ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სებს, და­დი­ო­და სტუმ­რად სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფო­ტო­გა­და­ღე­ბებ­ში. მისი ჩაც­მის სტი­ლი და გარ­დე­რო­ბი, ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­ლდათ.

გია ბა­რა­მი­ძე და ეკა ჯა­ფა­რი­ძე ბა­რა­მი­ძე

გია ბა­რა­მი­ძე "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" კი­დევ ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი გახ­ლდათ. მისი მე­უღ­ლის ეკა ჯა­ფა­რი­ძის პირ­ვე­ლი ქმა­რი კი მხატ­ვა­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია გახ­ლდათ. გია ბა­რა­მი­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ეკა ჯა­ფა­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა ერთხელ სკან­დალ­ში მა­ინც გა­ეხ­ვა, რო­დე­საც აგორ­და ჭორი, რომ ის გიგი უგუ­ლა­ვა­ზე გა­თხოვ­და. მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კო­მენ­ტა­რიც კი გა­ა­კე­თა ამ თე­მა­ზე, გა­ნა­ცხა­დეს, - რას იგო­ნებთ, ეკა უგუ­ლა­ვა ლელა კი­ლა­ძის შვი­ლის ნათ­ლი­ა­აო. ამ ეტაპ­ზე ეკა ჯა­ფა­რი­ძე და გია ბა­რა­მი­ძე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
1

მოდით რა, თაკო სალაყაიასა და ლელა კილაძეს ნუ დავაყენებთ სანდრა რულოვსისა და ანუკა არეშიძის დონეზე. მათ შორის დიდი სხვაობაა.

zurabi
129

გია ბარამიძის ოჯაური ცხოვრებაა ძალიან გამორჩეული .ადამიანს რომელსაც ოჯახში ვერ დაულაგებია საქმე ის ქვეყანას ვერაფერს შემატებს.

ავტორი:

ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ

ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ

ქართველ პოლიტიკოსთა ცოლები საზოგადოების ინტერესის სფეროში განსაკუთრებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოექცნენ. მანამდე თუ საზოგადოება მხოლოდ ნანული შევარდნაძეს იცნობდა, მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მედიაში გამოჩნდნენ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც გულახდილად ყვებოდნენ მეუღლის გაცნობის ისტორიასა და ოჯახურ ცხოვრებაზე. თუმცა იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობის" რეიტინგის დაკარგვასა და დამარცხებაში წვლილი ნაწილობრივ მაღალჩინოსნების ცოლებსაც მიუძღოდათ.

გავიხსენოთ ქართველი პოლიტიკოსების ცოლები, რომლებიც სხვადასხვა დროს სკანდალში გაეხვნენ.

ლელა კილაძე და გიგი უგულავა

თბილისის იმჟამინდელი მეოჯახე მერი ხშირად ჩნდებოდა ხოლმე ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად საზოგადოებაში. ჭორს, რომ გიგი უგულავა ცოლს გაშორდა და მისი ახალი სიყვარული ვიზაჟისტი ლელა კილაძე იყო, საზოგადოება კარგა ხანს არ იჯერებდა. თუმცა საბოლოოდ, გიგიმ საყვარელ ქალზე იქორწინა, თუმცა სკანდალები ამით არ დამთავრებულა. ლელა მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, ხშირად იწერებოდა მის ძვირადღირებულ გარდერობზე, ამბობდნენ, რომ დაქალების დიდი ნაწილი მერიაში დაასაქმა. ყველაზე დიდი სკანდალი კი ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის ფარულ რომანს მოყვა, რომელიც მოგვიანებით გიგი უგულავასთან დაშორებითა და რჩეულიშვილზე დაქორწინებით დასრულდა.

თაკო სალაყაია და ვანო მერაბიშვილი

არა მხოლოდ სააკაშვილის მიერ "ქვეყნის ხერხემლად" მოხსენიებული ვანო მერაბიშვილის, არამედ მთელი ხელისუფლების იმიჯი, სერიოზულად შეარყია მისმა მეუღლემ თაკო სალაყაიამ. სწორედ ის აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილის კარიერის დასრულებისა და ციხეში მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზიც. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, "ვარდების ხელისუფლების" ყველაზე დიდი შავი ლაქაა. საბედისწერო გამოდგა სუფრა შარდენზე, სადაც თაკო სალაყაია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა... სწორედ იქ მომხდარ გაუგებრობას შეეწირა სანდრო გირგვლიანი. თაკო სალაყაია მას შემდეგ საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, მხოლოდ სასამართლო პროცესებზე, მოწმის სახით ვხედავდით. მართალია, ხშირად გავრცელდა ჭორი მათი დაშორების შესახებ, თუმცა ამ ტრაგედიის შემდეგ მერაბიშვილ-სალაყაიას წყვილს კიდევ ერთი შვილი შეეძინათ და ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ.

თამარა ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია

მეუღლის გამონათქვამების გამო ხშირად სთხოვდნენ გიგა ბოკერიას განმარტების გაკეთებას. ეპატაჟური თამარ ჩერგოლეიშვილი ყოველთვის გულახდილად აკრიტიკებდა მეუღლის პარტიის წევრსაც კი და ამის გამო, ხშირად ეხვეოდა სკანდალში. ამჟამად ფოთში გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და მისი მონაწილეობით ვიდეოები ხშირად როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის განხილვის საგანი ხდება. თამარა არც ახლა ერიდება სკანდალურ განცხადებებსა და მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას...

ანუკი არეშიძე და კახი კალაძე

ანუკი არეშიძე როდესაც წარმატებულ ფეხბურთელ კახი კალაძეს ცოლად მიყვებოდა ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი მეუღლე სპორტიდან ჯერ ბიზნესში, შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლებდა. ამის გამო, კი წლების წინ ჩაწერილ ინტერვიუებზეც კი განმარტების გაკეთება მოუწევდა. ანუკის აკრიტიკებდნენ რუსულის არცოდნის გამო, იმის გამოც, რომ ნაძვისხე ერთდოლარიანებით მორთო. კალაძე-არეშიძის წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია და "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტები ხშირად ხდება საზოგადოების გაღიზიანებისა და კრიტიკის მიზეზი. ბოლოს, მის მიერ გამოქვეყნებულმა "ოცნების" მანქანის ფოტომ კი მისი მეუღლე კიდევ ერთ სკანდალში გახვია.

ნუნუკა თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ ბიძინა ივანიშვილიც კი ღიად ყვებოდა. მილიარდერი ტრიბუნიდან ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ გვეუბნებოდა, რომ საქართველოს პირველი ლედი სწორედ მისი მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი გახლდათ. თუმცა, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, სწორედ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების დასაქმება აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პირველი უკმაყოფილების მიზეზი. ასევე ბევრი იწერებოდა ნუნუკას კაბების ფასებზე, რომლებითაც პრემიერ-მინისტრ მეუღლეს შეხვედრებზე დაჰყვებოდა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც ობამებთან შეხვედრაზე ეცვა, რამდენიმე ათასი დოლარი ღირდა.

ალინა და გიორგი არველაძე

მას შემდეგ, რაც წინა მთავრობამ ტელეკომპანია "იმედი" დაარბია და პატარკაციშვილებს ტელევიზიის დათმობა მოუწიათ, არხი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ სახეს გიორგი არველაძეს ჩააბარეს. მალე საზოგადოებამ გაიცნო მისი მეორე მეუღლე, უკრაინელი ალინა არველაძე, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად. ალინა ტელეკომპანიის პროდიუსინგს სათავეში ჩაუდგა და ღამის თბილისის ცხოვრებაზე სკანდალური გადაცემების მომზადება დაიწყო. ეთერში გამოჩნდა თიკო სადუნიშვილი, შორენა ბეგაშვილი, რომელსაც გადაცემა "ღამე შორენასთან" მიჰყავდა და ითვლებოდა, რომ ეს იყო პირველი გადაცემა, სადაც სექსზე საუბრობდნენ. თუმცა ალინას მცდელობა, რომ გადაცემები სკანდალური ყოფილიყო, ამაო აღმოჩნდა, რადგან მალე ორივე დაიხურა... მოგვიანებით, წყვილს საერთო შვილი შეეძინათ, თუმცა რამდენიმე წელია ისინი დაშორდნენ. გიორგი არველაძე უკრაინაში, ალინა კი საქართველოში ცხოვრობს.

სანდრა რულოვსი და მიშა სააკაშვილი

ახალგაზრდა პრეზიდენტის უცხოელი მეუღლე, რომელიც ქართულად საუბრობდა, ქართველი საზოგადოებისთვის საკმაოდ სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა. საქართველოში სანდრა რულოვსი მალე შეიყვარეს. მასზე ყვებოდნენ მითებს, როგორ მუშაობდა ღამის მედდად საავადმყოფოში, როგორ ეხმარებოდა ხალხს. თუმცა, მეუღლის რეიტინგის კლებასთან ერთად, სანდრას რეიტინგმაც იკლო. პირველ ლედის ისეთ ბრალდებებს უყენებდნენ, როგორიც იყო ორგანოებით ვაჭრობა... ყვებოდნენ დაუჯერებელ ფაქტებს, როგორ უღებდნენ საავადმყოფოში ჩუმად თირკმელს ადამიანებს და სწორედ სანდრა რულოვსის საშუალებით ჰყიდდნენ. მართალია, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა ორგანოებით გაყიდვის თემა, მაგრამ სანდრას რეიტინგი პრეზიდენტის რეიტინგთან ერთად მნიშვნელოვნად შეირყა.

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი

ის ჯერ კიდევ მაშინ ჩნდებოდა პოლიტიკოსის გვერდით, როდესაც ოფიციალური ცოლ-ქმარი არ იყვნენ. საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა ამის გამო გაპრეზიდენტებულ მარგველაშვილს. მაკა ჩიჩუა მალე პრეზიდენტის ოფიციალური მეუღლე გახდა და პირველი ლედის ამპლუაში ერთ-ერთ გადაცემაში ჟიურის როლიც მოირგო. ის გახლდათ ყველაზე განსხვავებული პირველი ლედი ქართული პოლიტიკის ისტორიაში. წერდა სოციალურ ქსელში სტატუსებს, დადიოდა სტუმრად სატელევიზიო გადაცემებში და მონაწილეობდა ფოტოგადაღებებში. მისი ჩაცმის სტილი და გარდერობი, ასევე გამორჩეული გახლდათ.

გია ბარამიძე და ეკა ჯაფარიძე ბარამიძე

გია ბარამიძე "ვარდების ხელისუფლების" კიდევ ერთი გამორჩეული ლიდერი გახლდათ. მისი მეუღლის ეკა ჯაფარიძის პირველი ქმარი კი მხატვარი ნიკუშა შენგელაია გახლდათ. გია ბარამიძესთან ქორწინების შემდეგ, ეკა ჯაფარიძე საზოგადოებრივი აქტივობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ერთხელ სკანდალში მაინც გაეხვა, როდესაც აგორდა ჭორი, რომ ის გიგი უგულავაზე გათხოვდა. მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომენტარიც კი გააკეთა ამ თემაზე, განაცხადეს, - რას იგონებთ, ეკა უგულავა ლელა კილაძის შვილის ნათლიააო. ამ ეტაპზე ეკა ჯაფარიძე და გია ბარამიძე დაშორებულები არიან.