ავტორი:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აირჩიეს. „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობიდან აირჩიეს. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ პოზიციაზე ის 4 წლის ვადით დაინიშა.

უფრო კონკრეტულად, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მოსამართლე წევრებმა: ირაკლი შენგელიამ, რევაზ ნადარაიამ, ირაკლი ბონდარენკომ, ვასილ მშვენიერაძემ, თამარ ონიანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ. არამოსამართლე წევრებმა: ლევან გზირიშვილმა, ირმა გელაშვილმა, თამარ ღვამიჩავამ, ზაზა ხარებავამ და შოთა ქადაგიძემ.

ქადაგიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა საბჭოს მხოლოდ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 2018 წლის 2 აგვისტოს აღნიშნული პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების მიზეზით დატოვა, მის მოვალეობას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ამ დრომე ასრულებდა.

ნინო ქადაგიძე ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”