პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის
"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

ამე­რი­კულ გა­ზეთ "უოლ სთრით ჯორ­ნელ"-ში («The Wall Street Journal» გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, სა­თა­უ­რით: "თურ­ქე­თის მეშ­ვე­ო­ბით, ასო­ბით სი­რი­ე­ლი "ბო­ე­ვი­კი" მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში იბ­რძვის" (ავ­ტო­რი - რა­ჯათ აბ­დულ­რა­ჰი­მი), რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია თურ­ქე­თის როლ­ზე მებ­რძო­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა­ში სი­რი­ი­დან კავ­კა­სი­ა­ში, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ფრონტზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად.

პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რის მტკი­ცე­ბით, მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რე­ზე ასო­ბით სი­რი­ე­ლი "ბო­ე­ვი­კი" იბ­რძვის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ასუ­ლი მზა­დაა მათ შე­უ­ერ­თდეს. ავ­ტო­რი ესა­უბ­რე­ბა ორ და­ქი­რა­ვე­ბულს, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კონ­ფლიქ­ტის რა­ი­ონ­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა­ში.

ერთ-ერთი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბევ­რმა გაგ­ზავ­ნილ­მა სწრა­ფად მო­ი­თხო­ვა უკან დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გან დრო­ნე­ბი­სა და რა­კე­ტე­ბის ცე­ცხლი ძალ­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მოდ­გა და მათ ვერ გა­უძ­ლეს. იქ დარ­ჩე­ნი­ლებ­ში კი მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად მა­ტუ­ლობს. "ისი­ნი ამ­ბო­ბენ, - ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთ­ში მოვ­ხვდი­თო", - ცი­ტი­რებს "უოლ-სთრით ჯორ­ნე­ლი" იმ სი­რი­ე­ლის ნათ­ქვამს, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან მუ­შა­ობ­და მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მო­ხა­ლი­სე­თა გაგ­ზავ­ნის მიზ­ნით. "ორას­მა გაგ­ზავ­ნილ­მა უკან დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. იქ წა­სუ­ლი, თუ მძი­მედ არ და­იჭ­რა, უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბა", - ირ­წმუ­ნე­ბა სი­რი­ე­ლი.

რო­გორც გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლისტს კი­დევ ერთი წყა­რომ აც­ნო­ბა, სი­რი­ელ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებს თვე­ში 2 ათა­სი დო­ლა­რის ხელ­ფასს სთა­ვა­ზო­ბენ, რაც ზღაპ­რუ­ლი თან­ხაა ომით დან­გრე­უ­ლი სი­რი­ის მცხოვ­რებ­ლე­ბი­სათ­ვის: "ლი­ბი­ა­ში და აზერ­ბა­ი­ჯან­ში წას­ვლა მათ­თვის უკვე ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა", - ამ­ბობს წყა­რო და აღი­ა­რებს, რომ თვი­თო­ნაც აპი­რებს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის სა­ხით აზერ­ბა­ი­ჯან­ში წავ­ლას, რად­გან ოჯა­ხის რჩე­ნა სულ უფრო მე­ტად უჭირს.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი უარ­ყოფს მის მხა­რე­ზე სი­რი­ე­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის ბრძო­ლას. ბა­ქოს მტკი­ცე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს საკ­მა­რი­სი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავს. წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
50

სად დათვალეს ნეტა? ესეც პროპაგანდისტული ომის ნაწილი ხომ არაა?

გიორგი
52

ალიევს ეგონა მალე მოიგებდა ომს, ახლა დრო მის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

"ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო" - The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის

ამერიკულ გაზეთ "უოლ სთრით ჯორნელ"-ში («The Wall Street Journal» გამოქვეყნებულია ჟურნალისტური გამოკვლევა, სათაურით: "თურქეთის მეშვეობით, ასობით სირიელი "ბოევიკი" მთიან ყარაბაღში იბრძვის" (ავტორი - რაჯათ აბდულრაჰიმი), რომელშიც საუბარია თურქეთის როლზე მებრძოლების გადაყვანაში სირიიდან კავკასიაში, მთიანი ყარაბაღის ფრონტზე, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.

პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეზე ასობით სირიელი "ბოევიკი" იბრძვის და კიდევ რამდენიმე ასული მზადაა მათ შეუერთდეს. ავტორი ესაუბრება ორ დაქირავებულს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონფლიქტის რაიონში დაქირავებულების გაგზავნაში.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბევრმა გაგზავნილმა სწრაფად მოითხოვა უკან დაბრუნება, რადგან დრონებისა და რაკეტების ცეცხლი ძალზე ინტენსიური გამოდგა და მათ ვერ გაუძლეს. იქ დარჩენილებში კი მსხვერპლის რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობს. "ისინი ამბობენ, - ნამდვილ ჯოჯოხეთში მოვხვდითო", - ციტირებს "უოლ-სთრით ჯორნელი" იმ სირიელის ნათქვამს, რომელიც ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებთან მუშაობდა მთიან ყარაბაღში მოხალისეთა გაგზავნის მიზნით. "ორასმა გაგზავნილმა უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ ეს გამორიცხულია. იქ წასული, თუ მძიმედ არ დაიჭრა, უკან ვეღარ დაბრუნდება", - ირწმუნება სირიელი.

როგორც გაზეთის ჟურნალისტს კიდევ ერთი წყარომ აცნობა, სირიელ დაქირავებულებს თვეში 2 ათასი დოლარის ხელფასს სთავაზობენ, რაც ზღაპრული თანხაა ომით დანგრეული სირიის მცხოვრებლებისათვის: "ლიბიაში და აზერბაიჯანში წასვლა მათთვის უკვე ნორმალური მოვლენაა", - ამბობს წყარო და აღიარებს, რომ თვითონაც აპირებს დაქირავებულის სახით აზერბაიჯანში წავლას, რადგან ოჯახის რჩენა სულ უფრო მეტად უჭირს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უარყოფს მის მხარეზე სირიელი დაქირავებულების ბრძოლას. ბაქოს მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი პირადი შემადგენლობა ჰყავს. წყარო

სიმონ კილაძე

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"