საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონთან ერთად, რომლისგანაც დავინფიცირდი, უბრალოდ, ერთ ოთახში ვიყავი" - ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
"ქალბატონთან ერთად, რომლისგანაც დავინფიცირდი, უბრალოდ, ერთ ოთახში ვიყავი" - ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. AMBEBI.GE მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და:

"გუ­შინ გა­მი­კეთ­და ტეს­ტი და სუს­ტად და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი იყო. შემ­დეგ სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს, ტეს­ტი გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და უკვე "კო­ვიდ და­დე­ბი­თი" აღ­მოვ­ჩნდი. მა­ნამ­დე არ მქონ­და არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი," - აღ­ნიშ­ნავს მომ­ღე­რა­ლი და დას­ძენს, რომ გა­სულ ხუთ­შა­ბათს ჰქონ­და შეხ­ვედ­რა ქალ­ბა­ტონ­თან, რო­მელ­საც შა­ბათს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

"იმ ქალ­ბა­ტონ­თან არა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე არ მქო­ნია, არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია და არც მი­კოც­ნია, უბ­რა­ლოდ ერთ ოთხში ვი­ყა­ვით პირ­ბა­დე­ე­ბით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით. თუმ­ცა, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მას პა­რას­კევს მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და, გა­დავ­წყვი­ტე, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. შე­ხე­ბა და კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან მქო­ნია, არც მშობ­ლებ­თან, არც მე­გობ­რებ­თან. ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე გა­რეთ არ გავ­სულ­ვარ. დღეს მა­მამ მო­მი­ტა­ნა პრო­დუქ­ტე­ბი და კა­რებ­თან და­მი­ლა­გა.

კვი­რა, ორ­შა­ბათს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქო­ნია, არც სამ­შა­ბათს, მაგ­რამ ლა­ბო­რა­ტო­რია მა­ინც გა­მო­ვი­ძა­ხე და ტეს­ტი გა­მი­კე­თეს. რო­გორც გი­თხა­რით, სუს­ტად და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდა და დღეს უკვე და­დე­ბი­თი,“ - გვიყ­ვე­ბა ნო­დი­კო.

- მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, მო­ვუ­წო­დო, რომ თუკი ვინ­მეს სი­ცხი­ანს ნა­ხა­ვენ, ან სი­ცხი­ან­თან ექ­ნე­ბათ კონ­ტაქ­ტი, მა­შინ­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, რად­გა­ნაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც უსიმპტო­მოდ აქვს ვირუ­სი. მათ შე­იძ­ლე­ბა, გა­დას­დონ ხან­დაზ­მუ­ლებ­საც და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე­ებს... რაც მთა­ვა­რია, გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბი და და­იც­ვან დის­ტან­ცია... მე არა­ვის­თვის გა­და­მი­დია... იმე­დი მაქვს, რომ კარ­გად ვიქ­ნე­ბი.

- ტემ­პე­რა­ტუ­რა არ გაქვს?

- გუ­შინ გა­ვი­ზო­მე და 37.4 იყო, დი­ლას - 37.1, მერე - 36.6. ახლა როცა გა­ვი­გე, რომ კო­ვი­დი და­მი­დას­ტურ­და, 37.5 მაქვს. არ მახ­ვე­ლებს და არა­ფე­რი მა­წუ­ხებს. უფრო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, რა­ღა­ცებს ვაკ­ვირ­დე­ბი და მგო­ნია, რომ რა­ღა­ცე­ბი მარ­თლა მა­წუ­ხებს. რე­ა­ლუ­რად ცუ­დად არ ვარ და იმე­დია, ცუ­დად არ ვიქ­ნე­ბი.

- ახლა სახ­ლში ხარ?

- კი, სახ­ლში ვარ და ვე­ლო­დე­ბი, ექიმ­მა უნდა და­მირ­ე­კოს.

- გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას გი­სურ­ვებ!

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარიკო
9

აბა გუშინ როგორ იმღერე ვეფხი და მოყმეში საქველმოქმედოდ?შენც გაიყიდე ბიჭო?!

ირმა
10

პირბადე და ხსნარით დამუშავებული ხელების შემთხვევაშიც ხდება დაინფიცირება?! მაშინ რაღა დაგვიცავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ქალბატონთან ერთად, რომლისგანაც დავინფიცირდი, უბრალოდ, ერთ ოთახში ვიყავი" - ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ქალბატონთან ერთად, რომლისგანაც დავინფიცირდი, უბრალოდ, ერთ ოთახში ვიყავი" - ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნოდიკო ტატიშვილს რამდენიმე საათის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. AMBEBI.GE მომღერალს დაუკავშირდა:

"გუშინ გამიკეთდა ტესტი და სუსტად დადებითი პასუხი იყო. შემდეგ საჭიროდ ჩათვალეს, ტესტი გამეორებულიყო და უკვე "კოვიდ დადებითი" აღმოვჩნდი. მანამდე არ მქონდა არანაირი სიმპტომი," - აღნიშნავს მომღერალი და დასძენს, რომ გასულ ხუთშაბათს ჰქონდა შეხვედრა ქალბატონთან, რომელსაც შაბათს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"იმ ქალბატონთან არანაირი ფიზიკური სიახლოვე არ მქონია, არც ხელი ჩამომირთმევია და არც მიკოცნია, უბრალოდ ერთ ოთხში ვიყავით პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული ხელებით. თუმცა, როდესაც გავიგე, რომ მას პარასკევს მაღალი სიცხე ჰქონდა, გადავწყვიტე, თვითიზოლაციაში გადავსულიყავი. შეხება და კონტაქტი არავისთან მქონია, არც მშობლებთან, არც მეგობრებთან. ამ დღეების მანძილზე გარეთ არ გავსულვარ. დღეს მამამ მომიტანა პროდუქტები და კარებთან დამილაგა.

კვირა, ორშაბათს არანაირი სიმპტომი არ მქონია, არც სამშაბათს, მაგრამ ლაბორატორია მაინც გამოვიძახე და ტესტი გამიკეთეს. როგორც გითხარით, სუსტად დადებითი აღმოჩნდა და დღეს უკვე დადებითი,“ - გვიყვება ნოდიკო.

- მინდა, ყველას ვუთხრა, მოვუწოდო, რომ თუკი ვინმეს სიცხიანს ნახავენ, ან სიცხიანთან ექნებათ კონტაქტი, მაშინვე თვითიზოლაციაში გადავიდნენ, რადგანაც ბევრი ადამიანია, ვისაც უსიმპტომოდ აქვს ვირუსი. მათ შეიძლება, გადასდონ ხანდაზმულებსაც და ქრონიკული დაავადებების მქონეებს... რაც მთავარია, გამოიყენონ პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები და დაიცვან დისტანცია... მე არავისთვის გადამიდია... იმედი მაქვს, რომ კარგად ვიქნები.

- ტემპერატურა არ გაქვს?

- გუშინ გავიზომე და 37.4 იყო, დილას - 37.1, მერე - 36.6. ახლა როცა გავიგე, რომ კოვიდი დამიდასტურდა, 37.5 მაქვს. არ მახველებს და არაფერი მაწუხებს. უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, რაღაცებს ვაკვირდები და მგონია, რომ რაღაცები მართლა მაწუხებს. რეალურად ცუდად არ ვარ და იმედია, ცუდად არ ვიქნები.

- ახლა სახლში ხარ?

- კი, სახლში ვარ და ველოდები, ექიმმა უნდა დამირეკოს.

- გამოჯანმრთელებას გისურვებ!

დღის ფოტო - კორონავირუსის ტესტირების რიგში

ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდგინდა - რას წერს "ფეისბუქზე" დეპუტატი?

"1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა" - რამდენი საწოლია თავისუფალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად?