სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა... დოკუმენტები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს" - ლაშა დარსალია
"ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა... დოკუმენტები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს" - ლაშა დარსალია

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ლაშა დარ­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ რაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცა, მათ­თან ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე შეხ­ვედ­რა აღარ ჰქო­ნი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც დარ­სა­ლია ამ­ბობს, მათი პო­ზი­ცია კო­მი­სი­ე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„მა­სა­ლე­ბი გა­და­ვე­ცით და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე დიდი ალ­ბა­თო­ბით სწავ­ლობს ამ მა­სა­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს პო­ზი­ცია უკვე უშუ­ა­ლოდ კო­მი­სი­ე­ბის შეხ­ვედ­რებ­ზე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. ამ შეხ­ვედ­რის შემ­დგომ ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე შეხ­ვედ­რა არ ყო­ფი­ლა ქარ­თულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რე­ებს შო­რის.

თვი­თონ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, მათ შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს­თან რამ­დე­ნი­მე თვის წინ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მათ შო­რის, ეს შეხ­ვედ­რაც იყო სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, როცა ამ მა­სა­ლე­ბის გა­და­ცე­მა მოხ­და. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე და ამა­ზე თვი­თონ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც ისა­უბ­რეს და ჩვენ­მა მი­ნის­ტრმა და ქარ­თულ­მა მხა­რე­მაც და ყველ­გან, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ხაზს უს­ვამს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მუ­შა­ო­ბა ამ კო­მი­სი­ე­ბის, რა თქმა უნდა, სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ ფორ­მატ­ში, რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ეკად­რე­ბა ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა. მე არც ერთი მხა­რი­დან იმის წი­ნა­პი­რო­ბას ვერ ვხე­დავ, რომ რო­მე­ლი­მემ ეს პრო­ცე­სი გა­და­იყ­ვა­ნოს და­ძა­ბუ­ლო­ბის ხაზ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

დარ­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, 22 სექ­ტემ­ბერს, და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­მა შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა გა­მო­აგ­ზავ­ნეს, სა­დაც წე­რია, რომ 1:200 000-იანი მას­შტა­ბის რუკა და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის სა­დაო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ტენ­ზი­ებს ამ­ყა­რებს.

ასევე დაგაინტერესებთ
15:50 / 01-10-2020

დაკარგული რუკების სკანდალური საქმე - ვინ არის ბიზნესმენი, ვინც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები დაუბრუნა?

19:48 / 13-10-2020

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

20:49 / 14-10-2020

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

15:47 / 15-10-2020

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე

15:47 / 18-10-2020

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენების დეტალები - "ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა დავხმარებოდი რუკების მოძიებაში..."

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბი­სას მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი იყო 1996 წლის პრო­ტო­კო­ლი, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლია, რომ რი­თაც კო­მი­სი­ებ­მა უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ არის 1938 წლის ხაზი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის არ­სე­ბობ­და.

"ერთ-ერთი სირ­თუ­ლე რაც კო­მი­სი­ას ჰქონ­და იყო ის, რომ ბევ­რი მა­სა­ლა არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბო­და ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტა­ცია და­ფუძ­ნე­ბო­და. ეს იყო ერთ-ერთი სი­სუს­ტე. ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რედ ამი­ტომ იყო ამ მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და სხვა­დას­ხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, იქ­ნე­ბო­და ეს რუ­კე­ბი, პრო­ტო­კო­ლე­ბი, ოქ­მე­ბი და ა.შ. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლა დაგ­როვ­და, მას შემ­დეგ იყო რუ­კე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­ვი­წყეთ ამ მა­სა­ლის ანა­ლი­ზი თუ რამ­დე­ნად გა­მოდ­გე­ბო­და ის მო­მა­ვალ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად. იმის­თვის, რომ ეს მუ­შა­ო­ბა სრულ­ყო­ფი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ამ ნა­ბი­ჯე­ბის სის­წო­რე­ში, ვი­მუ­შა­ვეთ მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თა­ნაც. გარ­კვე­უ­ლი შე­ფა­სე­ბა ამ მა­სა­ლე­ბის მა­თაც ვთხო­ვეთ. 22 სექ­ტემ­ბერს მი­ვი­ღეთ შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა, რამ­დე­ნად გა­მო­სა­დე­გი იყო ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ე­ბის­თვის. 24 სექ­ტემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ვი­ზი­ტით, ამის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს მა­სა­ლე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რის­თვის გა­დაგ­ვე­ცა. საკ­მა­ოდ მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა მო­ლაპ­რა­კე­ბა­თა პრო­ცე­სის ამ ნა­წილ­მა და შევ­თან­ხმდით, რომ ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კო­მი­სია ამ მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლას და­ი­წყებ­და. შემ­დგომ სხდო­მებ­ზე მოხ­დე­ბო­და ამ მა­სა­ლე­ბის გან­ხილ­ვა და კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნის ნა­წი­ლის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნა­წი­ლი კი სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი სტრა­ტე­გი­ის და­სა­გეგ­მა­დაა სა­ჭი­რო.

"ამ შე­ფა­სე­ბებ­ში მკა­ფი­ოდ წე­რია, რომ 1:200 000 -იანი მას­შტა­ბის რუკა ამ­ყა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ტენ­ზი­ებს და­ვით გა­რე­ჯის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის სა­დაო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­ვე ის, რომ მათი თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის კუ­თხით აღ­ნიშ­ნუ­ლი რუკა გან­სა­ხილ­ვე­ლია არა რო­გორც ცალ­კე აღე­ბულ რუ­კად, არა­მედ რო­გორც 1:500 000 რუ­კის მხარ­დამ­ჭერ დო­კუ­მენ­ტად, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­საძ­ლოა 1:200000 -იან მას­შტა­ბის რუ­კას ეფუძ­ნე­ბო­დეს, რო­მე­ლიც 1938 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ოქ­მის და­ნარ­თა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ასე­ვე შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ სხვა­დას­ხვა დროს გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რამ­დე­ნად რე­ლე­ვან­ტუ­რი იყო, აქ­ვეა შე­ფა­სე­ბუ­ლი, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი სხვა­დას­ხვა დროს და ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი არა­სა­თა­ნა­დოდ ამ­ყა­რებს ჩვენს პო­ზი­ცი­ებს და პი­რი­ქით, შე­საძ­ლოა, ჩვენს სა­ზი­ა­ნო­დაც იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­დგომ­ში შე­საც­ვლე­ლი იქ­ნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გებ­თან მი­მარ­თე­ბით გარ­კვე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბიც", - გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

ლაშა დარ­სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლი რუ­კის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო სომ­ხეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 700 ჰექ­ტარს კარ­გავს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო რა­ი­მეს და­კარ­გვას არ აპი­რებს.

„სომ­ხეთ­თან უშუ­ა­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი ამ ეტაპ­ზე არაა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი. მო­თხოვ­ნი­ლია კო­მი­სი­ე­ბის შეხ­ვედ­რა. არა­ფერს არ კარ­გავს სა­ქარ­თვე­ლო, მათ შო­რის არც ამ რუ­კით. კო­მი­სია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს და იხელ­მძღვა­ნე­ლებს იუ­რი­დი­უ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით“,-აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, და­ძა­ბა თუ არა სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი 2019 წელს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს ვერ და­ძა­ბავს.

„არ ვფიქ­რობ, რომ სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი რა­ი­მე სა­ხით და­ძა­ბავს ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ის რომ სა­ზღვა­რი არ დგინ­დე­ბა, არის გა­რე­შე ძა­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი. დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის სა­მარ­თლი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბაა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რათა მო­მა­ვალ­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­მო­ი­რი­ცხოს და სწო­რედ ის, რომ იწე­ლე­ბა პრო­ცე­სი და არ მთავ­რდე­ბა, მათ შო­რის ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბის ინ­ტე­რეს­შია“,-აღ­ნიშ­ნა ლაშა დარ­სა­ლი­ამ.

გარ­და ამი­სა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე უარ­ყოფს, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით ხი­და­შე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის წევ­რად იყო მიწ­ვე­უ­ლი.

რო­გორც დარ­სა­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბრი­ფინგზე გა­ნუ­ცხა­და, თა­ვად ის ხი­და­შელს არ იც­ნობ­და მა­ნამ, ვიდ­რე ის კო­მი­სი­ას და­ვით გა­რე­ჯის სა­კი­თხზე დო­კუ­მენ­ტებს გა­დას­ცემ­და.

ამას­თან, დარ­სა­ლია ადას­ტუ­რებს, რომ ხი­და­შელ­თან შეხ­ვედ­რა სწო­რედ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­და­ცე­მის დროს ჰქონ­და.

„მა­სა­ლე­ბი მო­ძი­ე­ბულ იქნა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა არ­ქი­ვე­ბი­დან და მათი ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. კო­მი­სი­ა­ში ხი­და­შე­ლი ჩარ­თუ­ლი არ იყო. მაგ მო­მენ­ტამ­დე, რო­მელ­ზეც თქვენ ამ­ბობთ, ბა­ტონ ხი­და­შელს არ შევ­ხვედ­რი­ვარ, თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მო­უ­წო­დე­ბია ბევ­რი მა­სა­ლა. ყვე­ლა მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ღი­რე­ბუ­ლია კო­მი­სი­ის­თვის, გან­ვი­ხი­ლავთ და ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­სა­ლე­ბი მო­ძი­ე­ბუ­ლი იყო ამე­რი­კუ­ლი, ფრან­გუ­ლი, შვე­ი­ცა­რუ­ლი და ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის არ­ქი­ვი­დან. ეს მა­სა­ლე­ბი ავ­თენ­ტუ­რია და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ექ­სპერ­ტე­ბის მიერ. სა­ნამ მა­სა­ლებს მო­ი­ტან­და, ამ ეტა­პამ­დე ბა­ტონ ხი­და­შელს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც მა­სა­ლე­ბი მო­ი­ტა­ნა, რა თქმა უნდა, ჰა­ერ­ზე ხომ არ მომ­ცემ­და? - ფი­ზი­კუ­რად გად­მოგ­ვცა კო­მი­სი­ას. ეს მა­სა­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სან­დოა, რაც ჩვენ­თვის იყო გად­მო­ცე­მუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და დარ­სა­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ად­ვო­კა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, და­ვით ხი­და­შე­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­სა და შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ნათ­ქვამს შო­რის აც­დე­ნე­ბია, დარ­სა­ლია ამ­ბობს, რომ მის­თვის ჩვე­ნე­ბე­ბი და პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის.

ცნო­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ხი­და­შელ­მა, რო­მელ­მაც ქარ­თულ მხა­რეს და­ვით გა­რე­ჯის რუ­კე­ბის დედ­ნე­ბი გა­დას­ცა, გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა მას რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არ ჩა­მო­უ­ტა­ნია.

მისი თქმით, მან სამ­შობ­ლოს, ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­უბ­რუ­ნა, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უნდა შე­ას­რუ­ლოს აზერ­ბა­ი­ჯან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
250

გაიხარეთ ბატონო დავით ასეთი სიკეთისთვის

bondo
66

აზერბაიჯანელებს რუკები არა აქვთ ჩვენ რომ გვაჩვენონ? ჩვენ რომ რომ არ გვეპოვა ეს რუკები რის საუძველზე დადგინდებოდა საზღვარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა... დოკუმენტები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს" - ლაშა დარსალია

"ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გადმოცემული მასალები აბსოლუტურად სანდოა... დოკუმენტები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს" - ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანულ მხარეს მასალები გადაეცა, მათთან ოფიციალურ დონეზე შეხვედრა აღარ ჰქონიათ, შესაბამისად, როგორც დარსალია ამბობს, მათი პოზიცია კომისიების შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

„მასალები გადავეცით და აზერბაიჯანული მხარე დიდი ალბათობით სწავლობს ამ მასალებს, შესაბამისად, ეს პოზიცია უკვე უშუალოდ კომისიების შეხვედრებზე იქნება ცნობილი. ამ შეხვედრის შემდგომ ოფიციალურ დონეზე შეხვედრა არ ყოფილა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის.

თვითონ ამ დოკუმენტაციაზე მუშაობა, მათ შორის, აზერბაიჯანულ მხარესთან რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა, მათ შორის, ეს შეხვედრაც იყო სექტემბრის ბოლოს, როცა ამ მასალების გადაცემა მოხდა. ეს არის საქართველოს შიდა საქმე და ამაზე თვითონ აზერბაიჯანის მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და ჩვენმა მინისტრმა და ქართულმა მხარემაც და ყველგან, როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხარე ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მუშაობა ამ კომისიების, რა თქმა უნდა, სენსიტიური თემაა, მაგრამ მიმდინარეობს იმ ფორმატში, რომელიც შეესაბამება და ეკადრება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მე არც ერთი მხარიდან იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რომელიმემ ეს პროცესი გადაიყვანოს დაძაბულობის ხაზში,“ - განაცხადა დარსალიამ.

დარსალიას განცხადებით, 22 სექტემბერს, დავით გარეჯის საკითხზე, საერთაშორისო ექსპერტებმა შუალედური დასკვნა გამოაგზავნეს, სადაც წერია, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიაზე საქართველოს პრეტენზიებს ამყარებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის მუშაობისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო 1996 წლის პროტოკოლი, სადაც ხაზგასმულია, რომ რითაც კომისიებმა უნდა იხელმძღვანელონ არის 1938 წლის ხაზი, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებობდა.

"ერთ-ერთი სირთულე რაც კომისიას ჰქონდა იყო ის, რომ ბევრი მასალა არ იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი არგუმენტაცია დაფუძნებოდა. ეს იყო ერთ-ერთი სისუსტე. ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ამიტომ იყო ამ მასალების მოძიებაზე მუშაობა და სხვადასხვა დოკუმენტაციების შეგროვება, იქნებოდა ეს რუკები, პროტოკოლები, ოქმები და ა.შ. რამდენიმე თვის წინ გარკვეული მასალა დაგროვდა, მას შემდეგ იყო რუკები, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ამ მასალის ანალიზი თუ რამდენად გამოდგებოდა ის მომავალში მოლაპარაკებისას საქართველოს პოზიციის გასამყარებლად. იმისთვის, რომ ეს მუშაობა სრულყოფილი ყოფილიყო და დარწმუნებული ვყოფილიყავით ამ ნაბიჯების სისწორეში, ვიმუშავეთ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთანაც. გარკვეული შეფასება ამ მასალების მათაც ვთხოვეთ. 22 სექტემბერს მივიღეთ შუალედური დასკვნა, რამდენად გამოსადეგი იყო ეს დოკუმენტაცია საქართველოს პოზიციებისთვის. 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში ჩამოსული ვიზიტით, ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მასალები აზერბაიჯანის მხარისთვის გადაგვეცა. საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მოლაპრაკებათა პროცესის ამ ნაწილმა და შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანული კომისია ამ მასალების შესწავლას დაიწყებდა. შემდგომ სხდომებზე მოხდებოდა ამ მასალების განხილვა და კომისიის მუშაობისთვის გამოყენება", - განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის ნაწილის გასაჯაროვება შესაძლებელია, ნაწილი კი საქართველოს შემდგომი სტრატეგიის დასაგეგმადაა საჭირო.

"ამ შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ 1:200 000 -იანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიაზე. ასევე ის, რომ მათი თქმით, საერთაშორისო სამართლის კუთხით აღნიშნული რუკა განსახილველია არა როგორც ცალკე აღებულ რუკად, არამედ როგორც 1:500 000 რუკის მხარდამჭერ დოკუმენტად, რომელიც სავარაუდოდ, შესაძლოა 1:200000 -იან მასშტაბის რუკას ეფუძნებოდეს, რომელიც 1938 წლის გადაწყვეტილების ოქმის დანართადაა წარმოდგენილი. ასევე შეფასებული იყო ქართული მხარის მიერ სხვადასხვა დროს გადადგმული ნაბიჯები, რამდენად რელევანტური იყო, აქვეა შეფასებული, რომ გარკვეული გამონათქვამები სხვადასხვა დროს და ქართული ხელისუფლების მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები არასათანადოდ ამყარებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, შესაძლოა, ჩვენს საზიანოდაც იქნას გამოყენებული. შესაბამისად, შემდგომში შესაცვლელი იქნება აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიმართებით გარკვეული მიდგომებიც", - განაცხადა დარსალიამ.

ლაშა დარსალიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ახალი რუკის თანახმად, საქართველო სომხეთთან მიმართებაში 700 ჰექტარს კარგავს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო რაიმეს დაკარგვას არ აპირებს.

„სომხეთთან უშუალო მოლაპარაკებების პროცესი ამ ეტაპზე არაა განახლებული. მოთხოვნილია კომისიების შეხვედრა. არაფერს არ კარგავს საქართველო, მათ შორის არც ამ რუკით. კომისია საქართველოს ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს იურიდიულად დასაბუთებული მასალებით“,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, კითხვაზე, დაძაბა თუ არა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 2019 წელს სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ, მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ვერ დაძაბავს.

„არ ვფიქრობ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი რაიმე სახით დაძაბავს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს. ის რომ საზღვარი არ დგინდება, არის გარეშე ძალების ინტერესი. დელიმიტაციის პროცესის სამართლიანად დასრულებაა მთავარი ამოცანა, რათა მომავალში ნებისმიერი სახის პროვოკაციული პროცესები გამოირიცხოს და სწორედ ის, რომ იწელება პროცესი და არ მთავრდება, მათ შორის ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეების ინტერესშია“,-აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უარყოფს, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრად იყო მიწვეული.

როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, თავად ის ხიდაშელს არ იცნობდა მანამ, ვიდრე ის კომისიას დავით გარეჯის საკითხზე დოკუმენტებს გადასცემდა.

ამასთან, დარსალია ადასტურებს, რომ ხიდაშელთან შეხვედრა სწორედ ამ დოკუმენტაციის გადაცემის დროს ჰქონდა.

„მასალები მოძიებულ იქნა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა არქივებიდან და მათი ავთენტურობა დადასტურებულია. კომისიაში ხიდაშელი ჩართული არ იყო. მაგ მომენტამდე, რომელზეც თქვენ ამბობთ, ბატონ ხიდაშელს არ შევხვედრივარ, თუმცა ვხვდებოდი ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც მოუწოდებია ბევრი მასალა. ყველა მასალა, რომელიც ღირებულია კომისიისთვის, განვიხილავთ და ჩვენთვის საინტერესოა. მასალები მოძიებული იყო ამერიკული, ფრანგული, შვეიცარული და ბევრი სხვა ქვეყნის არქივიდან. ეს მასალები ავთენტურია და დადასტურებულია ექსპერტების მიერ. სანამ მასალებს მოიტანდა, ამ ეტაპამდე ბატონ ხიდაშელს არ ვიცნობდი, მაგრამ როდესაც მასალები მოიტანა, რა თქმა უნდა, ჰაერზე ხომ არ მომცემდა? - ფიზიკურად გადმოგვცა კომისიას. ეს მასალები აბსოლუტურად სანდოა, რაც ჩვენთვის იყო გადმოცემული“, - განაცხადა დარსალიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ადვოკატების შეფასებით, დავით ხიდაშელის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებასა და შემდეგ ინტერვიუებში ნათქვამს შორის აცდენებია, დარსალია ამბობს, რომ მისთვის ჩვენებები და პროკურატურის მასალები ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯის რუკების დედნები გადასცა, განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კარტოგრაფიული მასალა მას რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია.

მისი თქმით, მან სამშობლოს, ის მტკიცებულებები დაუბრუნა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს" - რა წერილს ასაჯაროებს მერია

კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას: "ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე"

"ზუგდიდში ჩიქოვანის და "ოცნების" შტაბიდან ღვინის დარიგება დაიწყეს... ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის" - გიგი უგულავა