სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში, 8 თვის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის 1146 ფაქტიდან  55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება -  საზარელი სტატისტიკა
საქართველოში, 8 თვის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის 1146 ფაქტიდან  55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება -  საზარელი სტატისტიკა

2020 წლის 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით (იან­ვა­რი- აგ­ვის­ტო), სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის 1146 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სა­ა­გენ­ტოს­გან გა­მო­ი­თხო­ვა.

მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ 1146 შემ­თხვე­ვი­დან, რო­მელ­ზეც მი­მარ­თვა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სა­ა­გენ­ტო­ში შე­ვი­და, 55 სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა, 19 სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბას, ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­სა და არას­რულ­წლოვ­ნის ორ­სუ­ლო­ბას 87, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა 256 შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სირ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად სტა­ტის­ტი­კა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა - 256; ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა - 401; უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა -152; იძუ­ლე­ბა - 3; სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა - 55; ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა - 120; მი­ტო­ვე­ბა - 7; ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა - 19; ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა/არას­რუ­წლოვ­ნის ორ­სუ­ლო­ბა - 87; სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა - 19; ბუ­ლინ­გი - 6;კი­ბერ­ბუ­ლინ­გი - 5; ტრე­ფი­კინ­გი - 2; ადევ­ნე­ბა- 2; ფე­მი­ცი­დი -5; არა­მარ­თლზო­მი­ე­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა - 1; არას­რუ­წლოვ­ნე­ბის კონ­ფლიქ­ტი - 6.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უწყე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2020 წელს 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით, ძა­ლა­დო­ბის ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. 2019 წელს ბავ­შვზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­გენ­ტო­ში 1624 მი­მარ­თვა შე­ვი­და.

აქე­დან: ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა - 342; ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა - 402; უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა - 504; სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა - 88; ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა - 113; ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა - 87; ბუ­ლინ­გი - 20; სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა - 35; მი­ტო­ვე­ბა - 16; შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია - 9;არას­რულ­წლოვ­ნის მშო­ბი­ა­რო­ბა - 2; ტრე­ფი­კინ­გი - 6.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 2019 წელს ბავ­შვზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზით ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სერ­ვი­სებ­ში გან­თავ­სდა 133 ბავ­შვი, 2020 წელს კი 69 ბავ­შვი, აქე­დან: 28 - მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში, 22 - მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში; 12 - ძა­ლა­დო­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში, 2 - მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფა­რი; 5 - დე­და­თა და ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველოში, 8 თვის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის 1146 ფაქტიდან  55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება -  საზარელი სტატისტიკა

საქართველოში, 8 თვის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის 1146 ფაქტიდან  55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება -  საზარელი სტატისტიკა

2020 წლის 8 თვის მონაცემებით (იანვარი- აგვისტო), საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა. ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოსგან გამოითხოვა.

მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1146 შემთხვევიდან, რომელზეც მიმართვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში შევიდა, 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას, ადრეულ ქორწინებასა და არასრულწლოვნის ორსულობას 87, ფიზიკური ძალადობა 256 შემთხვევაში დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად სტატისტიკა ასე გამოიყურება: ფიზიკური ძალადობა - 256; ფსიქოლოგიური ძალადობა - 401; უგულებელყოფა -152; იძულება - 3; სექსუალური ძალადობა - 55; ოჯახში ძალადობა - 120; მიტოვება - 7; ეკონომიკური ძალადობა - 19; ადრეული ქორწინება/არასრუწლოვნის ორსულობა - 87; სუიციდის მცდელობა - 19; ბულინგი - 6;კიბერბულინგი - 5; ტრეფიკინგი - 2; ადევნება- 2; ფემიციდი -5; არამართლზომიერი გადაადგილება - 1; არასრუწლოვნების კონფლიქტი - 6.

აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, ძალადობის ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. 2019 წელს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სააგენტოში 1624 მიმართვა შევიდა.

აქედან: ფიზიკური ძალადობა - 342; ფსიქოლოგიური ძალადობა - 402; უგულებელყოფა - 504; სექსუალური ძალადობა - 88; ადრეული ქორწინება - 113; ოჯახში ძალადობა - 87; ბულინგი - 20; სუიციდის მცდელობა - 35; მიტოვება - 16; შრომითი ექსპლუატაცია - 9;არასრულწლოვნის მშობიარობა - 2; ტრეფიკინგი - 6.

სააგენტოს ცნობით, 2019 წელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის მიზეზით ალტერნატიულ სერვისებში განთავსდა 133 ბავშვი, 2020 წელს კი 69 ბავშვი, აქედან: 28 - მინდობით აღზრდაში, 22 - მცირე საოჯახო ტიპის სახლში; 12 - ძალადობის თავშესაფარში, 2 - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი; 5 - დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.

გარდაცვლილია 4 ქალი და 3 კაცი - რა დეტალები ვიცით Covid 19-ით გარდაცვლილ პაციენტებზე

680-დან 300-მდე პაციენტი თბილისზე მოდის - როგორია კორონავირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

"ჩემი შვილების ერთადერთი, ერთგულად რომ ცოცხლობდა აქამდე, ბებოც წავიდა... ნიკუშას დახვდა დაძინებული" - ირაკლი ალასანიას დედა გარდაიცვალა