სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?
"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

მე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მინ­დო­და სა­მარ­თლი­ა­ნად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო ჩემს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი საქ­მე , - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ბიზ­ნეს­მენ­მა, და­ვით ხი­და­შელ­მაგა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ვით­გა­რე­ჯის რუ­კე­ბის დედ­ნე­ბი გა­დას­ცა.

მი­სი­ვე თქმით, მას პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვა სურ­და, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პან­დე­მი­ის გამო ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა.

“ალ­ბათ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ნე­ბას არ მომ­ცე­მენ კო­ვი­დის იზო­ლა­ცი­ის გამო. მე ყვე­ლა წა­მოჭ­რილ კი­თხვა­ზე პა­სუხს გავ­ცემ”, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ხი­და­შელ­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბიზ­ნეს­მენ­მა ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა:

"თქვენ იცით, რომ მსურ­და მო­მეწ­ვია პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რათა ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სრულ სპექტრს შევ­ხვედ­რო­დი და და­მეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა მათი ინ­ტე­რე­სი.

მე­ტიც, ერთ-ერთ აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლისტს დავ­პირ­დი კი­დეც, რომ პირ­ვე­ლი კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა, ჩემს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პი­რა­დად მას ექ­ნე­ბო­და.

თუმ­ცა, მოვ­ლე­ნე­ბი სულ სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და - ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ყოფ­ნამ, ხოლო შემ­დეგ კო­ვიდ 19-თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრო­ტო­კოლ­მა გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა ჩემს გეგ­მებ­ში, მაგ­რამ ესეც არ არის მთა­ვა­რი.

უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა არ მო­ვის­მი­ნე სა­კუ­თარ თავ­ზე სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან: რომ თურ­მე ვარ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე და ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს ჯა­შუ­ში; რომ მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად მო­ძი­ე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა - თურ­მე ქვეყ­ნის მტრო­ბა ყო­ფი­ლა.

საქ­მე მხო­ლოდ უა­პე­ლა­ციო ბრალ­დე­ბებ­ში, ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და ენი­თა­უღ­წე­რელ შე­უ­რა­ცხყო­ფებ­შიც არ არის, თუმ­ცა, და­მე­თან­ხმე­ბით, პო­ლი­ტი­კი­დან შორს მდგო­მი ადა­მი­ა­ნის­თვის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი ოჯა­ხის­თვის, ესეც დიდი გან­საც­დე­ლია.

გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­კი­თხი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით - აღ­ნიშ­ნუ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არ ჩა­მო­მი­ტა­ნია. მე ჩემს სამ­შობ­ლოს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის იმა­თაც, ვინც თავს მეს­ხმის, ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ვუბ­რუ­ნე, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უნდა შე­ას­რუ­ლოს ჩვენს მე­გო­ბარ აზერ­ბა­ი­ჯან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს.

ნუთუ ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნა და­ნა­შა­უ­ლია?

რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერ­თე­ბის­თვის მარ­თლაც ასეა, რად­გან ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პირ­და­პირ ეთე­რი­დან და­პა­ტიმ­რე­ბი­თაც კი და­მე­მუქ­რა.

ცხა­დია, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მოს­მე­ნა სა­ერ­თოდ არ სურთ. მე­ტიც, ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან ისი­ნი უბ­რა­ლოდ არ არი­ან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აზრს ვერ ვხე­დავ, რად­გან არ ას­რუ­ლე­ბენ მე­დი­ის მთა­ვარ - სა­ზო­გა­დო­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის ფუნ­ქცი­ას.

სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, მათ­ზე დრო სა­ერ­თოდ აღარ დავ­ხარ­ჯო. ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი ერთ-ერთ არხს და ვე­ცა­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვილ ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­მე­ცა ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი. მეტ სა­ჯა­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ამ ეტაპ­ზე, არ ვგეგ­მავ.

აქვე, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, ვი­საც არც ადა­მი­ა­ნუ­რი და არც პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა არ და­ურ­ღვე­ვია და გულ­წრფე­ლად სურ­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მო­მა­ვალ­ში, თუ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა, გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში შევ­ხვდე მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს",- ნათ­ქვა­მია ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
96

ბიზნესმენს საიდან ჰქონდა რუკები

rasa
101

არ დავდებ თავს იმაზე რომ ამ საქმის დეტალებში ვერკვევი, ან კარტოგრაფია/დემარკაციის საკითხებში რამე კომპეტენცია მაქვს, მაგრამ ძალიან ბურუსით მოცული საქმეა და მგონია რომ ყურადღების გადასატანად არის შექმნილი, ვიდრე რამე რეალურ 'ეროვნულ' მიზანს ემსახურება. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ეროვნული მიზნები უკვე ეჭვს იწვევს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

მე ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა სამართლიანად გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე , - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა განუცხადა, რომელმაც პროკურატურას დავითგარეჯის რუკების დედნები გადასცა.

მისივე თქმით, მას პრესკონფერენციის გამართვა სურდა, თუმცა, სავარაუდოდ, პანდემიის გამო ამის შესაძლებლობა არ ექნება.

“ალბათ, პრესკონფერენციის ნებას არ მომცემენ კოვიდის იზოლაციის გამო. მე ყველა წამოჭრილ კითხვაზე პასუხს გავცემ”, - აღნიშნა დავით ხიდაშელმა.

მოგვიანებით ბიზნესმენმა ვრცელი განცხადებაც გაავრცელა:

"თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი.

მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება, ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა.

თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა - ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ კოვიდ 19-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ სამშობლოს მოღალატე და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუში; რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი ძალისხმევის შედეგად მოძიებული უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება - თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა.

საქმე მხოლოდ უაპელაციო ბრალდებებში, ცილისწამებასა და ენითაუღწერელ შეურაცხყოფებშიც არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანისთვის და, განსაკუთრებით, მისი ოჯახისთვის, ესეც დიდი განსაცდელია.

გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გაოგნებული ვარ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით - აღნიშნული კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის მართლაც ასეა, რადგან ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორი პირდაპირ ეთერიდან დაპატიმრებითაც კი დამემუქრა.

ცხადია, რომ ამ კატეგორიის ხალხს კითხვებზე პასუხის მოსმენა საერთოდ არ სურთ. მეტიც, ჩემი გადასახედიდან ისინი უბრალოდ არ არიან მედიის წარმომადგენლები და მათთან ურთიერთობაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ ასრულებენ მედიის მთავარ - საზოგადოების ობიექტური ინფორმირების ფუნქციას.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მათზე დრო საერთოდ აღარ დავხარჯო. ინტერვიუ მივეცი ერთ-ერთ არხს და ვეცადე საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვაზე გამეცა ამომწურავი პასუხი. მეტ საჯარო კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ.

აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს",- ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რეკომენდაციას იძლევა მთავრობა

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ხობში კომბინირებული საკვების უნარჩენო წარმოება იწყება