საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენებისას თქვა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რათა მანქანა არ დაჯახებოდა" - პროკურორი
"ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენებისას თქვა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რათა მანქანა არ დაჯახებოდა" - პროკურორი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის ნანა გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მგზავ­რე­ბი ხიდ­ზე მი­მა­ვალ პი­რებს, მათ შო­რის, შა­ქა­რაშ­ვილს იმის გამო და­ე­დევ­ნენ, რომ მან­ქა­ნა არ და­ჯა­ხე­ბო­და.

პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ჩვე­ნე­ბა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ იყო და ის სა­სა­მარ­თლომ არ უნდა გა­ი­ზი­ა­როს.

ამას­თან, გუ­გუ­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, როცა ამ­ბობს, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში იმის გამო წა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ მას გზის ფული არ ჰქონ­და.

"მოწ­მემ ისა­უბ­რა, რო­გორ და­ტო­ვეს მცხე­თის ტე­რი­ტო­რია და რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სი­სა­კენ და რო­გორ დაბ­რუნ­დნენ კვლავ მცხე­თა­ში. ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა ისა­უბ­რა მის ავ­ტო­მო­ბილ­ში მყოფ პი­როვ­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­ახ­დი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის ჩათ­ვლით ექ­ვსი­ვე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუმ­ცა, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ სხვა საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს, ის გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი არ იქნა ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, მან სა­სა­მარ­თლოს ის ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რაც მას სურ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძი­რი­თად მო­მენ­ტებ­ზე მოწ­მე აფიქ­სი­რებ­და, რომ არ ახ­სოვ­და. არა­ერ­თი ზა­რია ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ტე­ლე­ფო­ნი­დან "მერ­სე­დე­სის" მგზავ­რებ­თან - ნიკა ჟვა­ნი­ას­თან, ირაკ­ლი მუმ­ლა­ძეს­თან და სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან, მათ შო­რის, "ქამ­რი­ში" მყოფ არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მოწ­მე გან­მარ­ტავ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ახ­სოვს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს­თან ზარი ახ­სოვ­და, თუმ­ცა, სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი არ ახ­სოვ­და.

ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა გან­მარ­ტა, რომ "ქამ­რი­ში" მყო­ფი ყვე­ლა პირი გად­მო­ვი­და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან, თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­და რომ ქვე­ი­თად მყოფ პი­რებს, მათ შო­რის შა­ქა­რაშ­ვილს და­ე­დევ­ნენ, თუმ­ცა, შემ­დეგ გან­მარ­ტა, რომ ეს და­დევ­ნე­ბა არ იყო. ამ შემ­თხვე­ვა­ში მოწ­მის გან­მარ­ტე­ბა ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი იყო, მისი თქმით, ქვე­ი­თად მი­მა­ვალ პი­რებს ავ­ტო­მო­ბი­ლი რომ არ და­ჯა­ხე­ბო­დათ, თურ­მე, ამ მიზ­ნით მის­დევ­დნენ მათ.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის წა­მოყ­ვა­ნას, ამ ეპი­ზოდ­ზეც ბევ­რი დე­ტა­ლი არ ახ­სოვს, თუმ­ცა, გა­ნა­ცხა­და, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­მოყ­ვა. მოწ­მის თქმით, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი გა­არ­კვი­ეს, რამ­დე­ნად ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ის და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­სუ­ლი­ყო, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნის სა­კი­თხე­ბი გა­არ­კვი­ეს.

ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, თან­ხა მას ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, მან დი­დუ­ბე­შიც გა­მო­ი­ძა­ხა ტაქ­სი, სხვას 5 ლა­რიც ჩა­უ­რი­ცხა, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა სი­ნამ­დვი­ლეა და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის საქ­მის დე­ტა­ლებ­თან. მოწ­მემ გან­მარ­ტა, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვილს მე­გობ­რე­ბის მო­ძებ­ნა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა, უარი მი­ი­ღეს", - აცხა­დებს გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მართალია ბ-ნი ჩიქოვანი!
3

მისდევდნენ, რომ ქუჩაში მოძრაობის წესების შესახებ ლექცია წაეკითხათ!

///
0

ეს ჩიქოვანია ყველაფრის თავი და თავი, ამის მოწყობილია ეს უბედურება და კიდევ რა დღეშია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენებისას თქვა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რათა მანქანა არ დაჯახებოდა" - პროკურორი

"ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენებისას თქვა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რათა მანქანა არ დაჯახებოდა" - პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოში ჩვენებისას განაცხადა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები ხიდზე მიმავალ პირებს, მათ შორის, შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რომ მანქანა არ დაჯახებოდა.

პროკურორის თქმითვე, ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება დამაჯერებელი არ იყო და ის სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

ამასთან, გუგუტიშვილის განმარტებით, ჩიქოვანის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როცა ამბობს, რომ ამირხანაშვილი თბილისში იმის გამო წამოიყვანეს, რომ მას გზის ფული არ ჰქონდა.

"მოწმემ ისაუბრა, როგორ დატოვეს მცხეთის ტერიტორია და როგორ გადაადგილდებოდნენ თბილისისაკენ და როგორ დაბრუნდნენ კვლავ მცხეთაში. ვახტანგ ჩიქოვანმა ისაუბრა მის ავტომობილში მყოფ პიროვნებებთან დაკავშირებით და მოახდინა საკუთარი თავის ჩათვლით ექვსივე პირის იდენტიფიცირება, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანი აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სხვა საქმეზე ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს, ის გაფრთხილებული არ იქნა ცრუ ჩვენების მიცემაზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, შესაბამისად, მან სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას სურდა.

აღსანიშნავია, რომ ძირითად მომენტებზე მოწმე აფიქსირებდა, რომ არ ახსოვდა. არაერთი ზარია ვახტანგ ჩიქოვანის ტელეფონიდან "მერსედესის" მგზავრებთან - ნიკა ჟვანიასთან, ირაკლი მუმლაძესთან და სხვადასხვა პირებთან, მათ შორის, "ქამრიში" მყოფ არჩილ გაგნიძესთან განხორციელებული. მოწმე განმარტავდა, რომ აღნიშნული არ ახსოვს, არჩილ გაგნიძესთან ზარი ახსოვდა, თუმცა, საუბრის შინაარსი არ ახსოვდა.

ვახტანგ ჩიქოვანმა განმარტა, რომ "ქამრიში" მყოფი ყველა პირი გადმოვიდა ავტომობილიდან, თავდაპირველად განაცხადა რომ ქვეითად მყოფ პირებს, მათ შორის შაქარაშვილს დაედევნენ, თუმცა, შემდეგ განმარტა, რომ ეს დადევნება არ იყო. ამ შემთხვევაში მოწმის განმარტება ძალიან კეთილშობილური იყო, მისი თქმით, ქვეითად მიმავალ პირებს ავტომობილი რომ არ დაჯახებოდათ, თურმე, ამ მიზნით მისდევდნენ მათ.

რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილის წამოყვანას, ამ ეპიზოდზეც ბევრი დეტალი არ ახსოვს, თუმცა, განაცხადა, რომ ამირხანაშვილი საკუთარი ნებით წამოყვა. მოწმის თქმით, ფინანსური საკითხები გაარკვიეს, რამდენად ჰქონდა საშუალება, რომ ის დამოუკიდებლად წასულიყო, ასევე ტელეფონის საკითხები გაარკვიეს.

ამირხანაშვილის ჩვენებით, თანხა მას ნამდვილად ჰქონდა, მან დიდუბეშიც გამოიძახა ტაქსი, სხვას 5 ლარიც ჩაურიცხა, რითაც დასტურდება, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენება სინამდვილეა და შესაბამისობაში მოდის საქმის დეტალებთან. მოწმემ განმარტა, რომ ამირხანაშვილს მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს", - აცხადებს გუგუტიშვილი.

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება