საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად იგებს, თუმცა ახლა დასაკარგი დრო არ არის. როგორც ის "ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, შესაძლოა, ხელისუფლებას "ბევრი ხრიკი ჰქონდეს მომზადებული“, ამიტომ მათ ამის საშუალება არ უნდა მიეცეთ.
"31 ოქტომბერს არ გვაქვს ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევნები იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე, 31 ოქტომბერს გადაწყდება, საქართველო გაქრება რუკიდან, ქართული სახელმწიფოს იდეა მოკვდება, თუ ქართველი ხალხი გამარჯვებას მოიპოვებს. ამიტომ, მინდა მოგმართოთ "ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე, რადგან მათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული, კიდევ ბევრი რამ აქვთ ჩაფიქრებული და ამის კეთების საშუალება რომ არ მივცეთ, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხთან მივიდეთ, ყველას დაველაპარაკოთ, მარტო "ფეისბუქზე“ წერა საკმარისი არ არის, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. პირადი კონტაქტით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა. მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი. მოდით ვიმუშავოთ. არ არსებობს არც ერთი ზედმეტი ადამიანი. ახლა არცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყოველი წუთი არის ძვირფასი. მე თვითონ ვითვლი ახლა ყოველ წუთს. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ და გამარჯვება იქნება, თუ ყველანი ჩვენს ინდივიდუალურ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.