ავტორი:

საბერძნეთში 32 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს - მკვლელობაში ბრალდებული ეროვნებით რუსი მამაკაცია

საბერძნეთში 32 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს - მკვლელობაში ბრალდებული ეროვნებით რუსი მამაკაცია

საბერძნეთში 32 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. ტრაგიკული შემთხვევა 12 ოქტომბერს, კატერინში მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 32 და 33 წლის მამაკაცები ერთმანეთს გაურკვეველი მიზეზით დაუპირისპირდნენ. გამოცემა protothema.gr წერს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ეროვნებით რუსი მამაკაცია. მან ქართველი ემიგრანტი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი შინ წავიდა, სადაც დააკავეს კიდეც.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახლიდან ამოიღეს მკვლელობის იარაღი, დანა. გარდაცვლილი 32 წლის ქართველი ემიგრანტი გიკა კობაიძეა. რომელსაც ერთი არასრულწლოვანი ქალიშვილი დარჩა. ბერძნული მედიის ცნობით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ბერძნულ მედიაში ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რა მიზეზით დაუპირისპირდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს, თუმცა წერენ, რომ მათ წარსულშიც ჰქონდათ ერთმანეთთან კონფლიქტი, რის გამოც საქმეში საბერძნეთის პოლიცია იყო ჩართული.

"ლელოს" წევრის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს - დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დაჭირდა

ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

"ძლიერი ტკივილი აქვს გულ-მკერდის არეში" - მარნეულში სკოლის დირექტორს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ