მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია
ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია

შარ­ლო­ტა ფონ შედ­ვი­ნი ცის­ფერ­თვა­ლე­ბა შვე­დი არის­ტოკ­რა­ტი გო­გო­ნა გახ­ლდათ, პრა­დი­უმ­ნა კუ­მარ მა­ჰა­ნან­დი კი - ღა­რი­ბი "მი­უ­კა­რებ­ლე­ბის", ინ­დუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი კას­ტი­დან. ერთი შე­ხედ­ვით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ო­ჯა­ხე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მთა­ვარ გმირს სჯე­რა, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ გუ­ლის­თქმას უნდა მი­ენ­დოს. სწო­რედ ამ დე­ვი­ზით ფრთა­შეს­ხმულ­მა მო­ხე­ტი­ა­ლე ინ­დო­ელ­მა ბიჭ­მა მსოფ­ლი­ოს და­უმ­ტკი­ცა, რომ სიყ­ვა­რულს სა­ზღვრე­ბი არა აქვს.

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა...

ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო: 1975 წლის 17 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც პრა­დი­უმ­ნა ქუ­ჩის მხატ­ვრად მუ­შა­ობ­და, გვერ­დით ლა­მაზ­მა ლურჯთ­ვა­ლე­ბა ქალ­მა ჩა­უ­ა­რა და თა­ვი­სი პორ­ტრე­ტის და­ხატ­ვა სთხო­ვა. ეს შარ­ლო­ტა ფონ შედ­ვი­ნი გახ­ლდათ.

"რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, უწო­ნა­დო­ბის გან­ცდა და­მე­უფ­ლა. იგი თით­ქოს ჩემს შიგ­ნით იყუ­რე­ბო­და, რო­გორც რენტგე­ნის და­ნად­გა­რი. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ ამ გრძნო­ბის გად­მო­სა­ცე­მად. მას ისე­თი ლურ­ჯი, დიდი მრგვა­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და..." - ასე იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში პრა­დი­უმ­ნა შარ­ლო­ტას­თან შეხ­ვედ­რას. მას გა­ახ­სენ­და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბაც - 1949 წელს, რო­დე­საც პრა­დი­უმ­ნა კუ­მარ მა­ჰა­ნან­დია და­ი­ბა­და, მას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, რომ ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ არის­ტოკ­რატ ქალ­ზე უნდა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც ჰო­როს­კო­პით კურო იქ­ნე­ბო­და, ფლე­ი­ტა­ზე უკ­რავ­და და ტყე­ე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ...

პორ­ტრე­ტის ხატ­ვა არ ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც შარ­ლო­ტას გა­მო­უ­ცხა­და, ჩემი ცოლი უნდა გახ­დეო. გაც­ნო­ბი­დან ერთი თვე გა­ა­ტა­რა წყვილ­მა ინ­დო­ეთ­ში, მერე კი შარ­ლო­ტა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

1977 წელს პრა­დი­უმ­ნამ შარ­ლო­ტას წე­რი­ლი მის­წე­რა. ეუბ­ნე­ბო­და, რომ მას­თან შვე­დეთ­ში აპი­რებ­და ჩას­ვლას ვე­ლო­სი­პე­დით. გან­შო­რე­ბამ მას­ზე ისე იმოქ­მე­და, რომ გა­ყი­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნდა, იყი­და ერთი ვე­ლო­სი­პე­დი და ჯი­ბე­ში 80 დო­ლა­რით ვე­ლო­სი­პე­დით გა­ემ­გზავ­რა შვე­დეთ­ში. მა­შინ თვითმფრი­ნა­ვით მოგ­ზა­უ­რო­ბა მხო­ლოდ მა­ჰა­რა­ჯებს შე­ეძ­ლოთ.

პა­კის­ტა­ნი, ავ­ღა­ნე­თი, ირა­ნი, თურ­ქე­თი და ევ­რო­პა პრა­დი­უმ­ნამ ხუთ თვე­ში გა­ი­ა­რა. მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სა­წყის­ში, რო­გორც ვთქვით, მას 80 დო­ლა­რი ჰქონ­და, თუმ­ცა შვე­დეთ­ში 800 დო­ლა­რით ჩა­ვი­და...

"ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ფე­ხე­ბი მტკი­ო­და, მაგ­რამ სტი­მულს მაძ­ლევ­და აზრი, რომ მალე საყ­ვა­რელ ქალს უნდა შევ­ხვედ­რო­დი... ხე­ლოვ­ნე­ბამ მიხ­სნა - გზად პორ­ტრე­ტებს ვხა­ტავ­დი. ზოგი ფულს ან საჭ­მელს მაძ­ლევ­და, ზოგი კი - ღა­მის გა­სა­თევს. მე მივ­დი­ო­დი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის".

1977 წლის 28 მა­ისს პრა­დი­უმ­ნამ ბუ­როს­ში ჩა­აღ­წია. "ვერ ვლა­პა­რა­კობ­დით. უბ­რა­ლოდ, ერ­თმა­ნეთს ჩა­ვე­ხუ­ტეთ და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ვტი­რო­დით".

ქა­ლიშ­ვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის გამო მშობ­ლებ­მა წე­სე­ბი და­ი­ვი­წყეს და 1979 წელს წყვი­ლი შვე­დუ­რი კა­ნო­ნე­ბით და­ქორ­წინ­და. მათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას მი­უ­ძღვნეს. 2014 წელს პრა­დი­უმ­ნას დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ა­ნი­ჭა შვე­დე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, 2005 წელს კი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. 1997 წელს, რო­დე­საც წყალ­დი­დო­ბის გამო პრა­დი­უმ­ნა ვერ ახერ­ხებ­და მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ ვერ­ტმფრე­ნი უქი­რა­ვა, რომ იქ ჩას­ვლა შეს­ძლე­ბო­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

fasd
0

ძააან ბრმაა სიყვარული :დ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია

ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია

შარლოტა ფონ შედვინი ცისფერთვალება შვედი არისტოკრატი გოგონა გახლდათ, პრადიუმნა კუმარ მაჰანანდი კი - ღარიბი "მიუკარებლების", ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალი კასტიდან. ერთი შეხედვით, დაუჯერებელი იყო ასეთი განსხვავებული ადამიანების დაოჯახება, თუმცა, როგორც ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს სჯერა, ადამიანი საკუთარ გულისთქმას უნდა მიენდოს. სწორედ ამ დევიზით ფრთაშესხმულმა მოხეტიალე ინდოელმა ბიჭმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სიყვარულს საზღვრები არა აქვს.

წინასწარმეტყველება ახდა...

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1975 წლის 17 დეკემბერს, როდესაც პრადიუმნა ქუჩის მხატვრად მუშაობდა, გვერდით ლამაზმა ლურჯთვალება ქალმა ჩაუარა და თავისი პორტრეტის დახატვა სთხოვა. ეს შარლოტა ფონ შედვინი გახლდათ.

"როდესაც დავინახე, უწონადობის განცდა დამეუფლა. იგი თითქოს ჩემს შიგნით იყურებოდა, როგორც რენტგენის დანადგარი. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ გრძნობის გადმოსაცემად. მას ისეთი ლურჯი, დიდი მრგვალი თვალები ჰქონდა..." - ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში პრადიუმნა შარლოტასთან შეხვედრას. მას გაახსენდა წინასწარმეტყველებაც - 1949 წელს, როდესაც პრადიუმნა კუმარ მაჰანანდია დაიბადა, მას უწინასწარმეტყველეს, რომ ტრადიციების მიუხედავად, შორეულ ქვეყანაში მცხოვრებ არისტოკრატ ქალზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც ჰოროსკოპით კურო იქნებოდა, ფლეიტაზე უკრავდა და ტყეების მფლობელი გახლდათ...

პორტრეტის ხატვა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც შარლოტას გამოუცხადა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. გაცნობიდან ერთი თვე გაატარა წყვილმა ინდოეთში, მერე კი შარლოტა თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო.

1977 წელს პრადიუმნამ შარლოტას წერილი მისწერა. ეუბნებოდა, რომ მასთან შვედეთში აპირებდა ჩასვლას ველოსიპედით. განშორებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, იყიდა ერთი ველოსიპედი და ჯიბეში 80 დოლარით ველოსიპედით გაემგზავრა შვედეთში. მაშინ თვითმფრინავით მოგზაურობა მხოლოდ მაჰარაჯებს შეეძლოთ.

პაკისტანი, ავღანეთი, ირანი, თურქეთი და ევროპა პრადიუმნამ ხუთ თვეში გაიარა. მოგზაურობის დასაწყისში, როგორც ვთქვით, მას 80 დოლარი ჰქონდა, თუმცა შვედეთში 800 დოლარით ჩავიდა...

"ძალიან დავიღალე, ფეხები მტკიოდა, მაგრამ სტიმულს მაძლევდა აზრი, რომ მალე საყვარელ ქალს უნდა შევხვედროდი... ხელოვნებამ მიხსნა - გზად პორტრეტებს ვხატავდი. ზოგი ფულს ან საჭმელს მაძლევდა, ზოგი კი - ღამის გასათევს. მე მივდიოდი სიყვარულისთვის".

1977 წლის 28 მაისს პრადიუმნამ ბუროსში ჩააღწია. "ვერ ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ბედნიერებისგან ვტიროდით".

ქალიშვილის ბედნიერების გამო მშობლებმა წესები დაივიწყეს და 1979 წელს წყვილი შვედური კანონებით დაქორწინდა. მათ მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნეს. 2014 წელს პრადიუმნას დოქტორის ხარისხი მიანიჭა შვედეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2005 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 1997 წელს, როდესაც წყალდიდობის გამო პრადიუმნა ვერ ახერხებდა მშობლიური სოფლის მონახულებას, ადგილობრივმა მთავრობამ ვერტმფრენი უქირავა, რომ იქ ჩასვლა შესძლებოდა. გააგრძელეთ კითხვა

"მე და ჩემი სკოლის მეგობრები" -  დიზაინერი ანუკი არეშიძე წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ზამთარი თელავში - ულამაზესი ფოტოები კახეთიდან

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები