მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ" - ტრამპის მიმართვა ამომრჩეველს
"ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ" - ტრამპის მიმართვა ამომრჩეველს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას აქ­ტი­უ­რად და­უბ­რუნ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მან ამომ­რჩე­ველ­თან სან­ფორდში, ფლო­რი­დას შტატ­ში, შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

რო­გორც BBC წერს, დო­ნალდ ტრამ­პთან შე­სახ­ვედ­რად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. ტრამპმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის თავს "ძლი­ე­რად გრძნობს" და რო­გორც ექი­მებ­მა უთხრეს, იმუ­ნუ­რია.

"მათ მი­თხრეს, რომ იმუ­ნუ­რი ვარ, თავს ძლი­ე­რად ვგრძნობ. ყვე­ლას ვა­კო­ცებ, ბი­ჭებ­საც და ლა­მაზ ქალ­ბა­ტო­ნებ­საც, ყვე­ლას დიდ და მსუ­ყე კოც­ნას გა­ჩუ­ქებთ,“ - მი­მარ­თა შეკ­რე­ბი­ლებს დო­ნალდ ტრამპმა.

ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რი­სას ტრამპმა ხალ­ხში პირ­ბა­დე­ე­ბი გა­და­ყა­რა - "რო­ი­ტერ­სის" ფოტო

ცნო­ბის­თვის, ორი­ო­დე კვი­რის წინ დო­ნალდ ტრამპს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ორ დღე­ში და­ტო­ვა და თეთრ სახ­ლს და­უბ­რუნ­და. ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ტრამ­პი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღარ არის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არა­ვის გა­უვრცე­ლე­ბია, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის მკურ­ნა­ლი ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ის "გა­დამ­დე­ბი აღარ არის, ამი­ტო­მაც, შე­უძ­ლია აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დეს."

რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ის მო­ახ­ლო­ე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს, რო­გორც BBC-ი წერს, Real Clear Politics-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტო­ბის "დე­მოკ­რა­ტი“ კან­დი­და­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი დო­ნალდ ტრამპს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, თით­ქმის 10 პრო­ცენ­ტით უს­წრებს, თუმ­ცა ეს სხვა­ო­ბა ზო­გი­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან შტატ­ში ნაკ­ლე­ბია. მა­გა­ლი­თად ფლო­რი­და­ში, რო­მელ­საც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ბა­ი­დენს 3.7 პრო­ცენ­ტით მეტი პო­ტენ­ცი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი უჭერს მხარს, ვიდ­რე დო­ნალდ ტრამპს.

აშშ-ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვა 3 ნო­ემ­ბერ­საა და­გეგ­მი­ლი.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ" - ტრამპის მიმართვა ამომრჩეველს

"ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ" - ტრამპის მიმართვა ამომრჩეველს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად დაუბრუნდა. კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მან ამომრჩეველთან სანფორდში, ფლორიდას შტატში, შეხვედრა გამართა.

როგორც BBC წერს, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ტრამპმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ის თავს "ძლიერად გრძნობს" და როგორც ექიმებმა უთხრეს, იმუნურია.

"მათ მითხრეს, რომ იმუნური ვარ, თავს ძლიერად ვგრძნობ. ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და ლამაზ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ,“ - მიმართა შეკრებილებს დონალდ ტრამპმა.

ამომრჩეველთან შეხვედრისას ტრამპმა ხალხში პირბადეები გადაყარა - "როიტერსის" ფოტო

ცნობისთვის, ორიოდე კვირის წინ დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სამკურნალო დაწესებულება ორ დღეში დატოვა და თეთრ სახლს დაუბრუნდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი ინფიცირებული აღარ არის, ოფიციალურად ჯერ არავის გაუვრცელებია, თუმცა პრეზიდენტის მკურნალი ექიმის განცხადებით, ის "გადამდები აღარ არის, ამიტომაც, შეუძლია აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს."

რაც შეეხება აშშ-ის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც BBC-ი წერს, Real Clear Politics-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის "დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის 10 პროცენტით უსწრებს, თუმცა ეს სხვაობა ზოგიერთ მნიშვნელოვან შტატში ნაკლებია. მაგალითად ფლორიდაში, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბაიდენს 3.7 პროცენტით მეტი პოტენციური ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე დონალდ ტრამპს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.

"ეს თურქეთის იმპერიის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკაა“ - რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

"ქალი ხარ, მეცნიერება შენი საქმე არ არის...დამოკიდებულება თანდათან იცვლება" -  ქიმიაში ნობელიანტი ქალები, რომლებმაც ისტორია დაწერეს და მათი რევოლუციური აღმოჩენა

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"