საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე
ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და და ის და­საქ­მე­ბულ­ზე კი­დევ უფრო მორ­გე­ბუ­ლი გახ­და. ზო­გა­დად, შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ირ­ღვე­ვა ხოლ­მე კი­დეც. რო­გორც იუ­რის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბას მე­ტად დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა. უკა­ნას­კნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაგ­მუ­ლი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი იყო.

კონ­კრე­ტუ­ლად რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და შრო­მით კო­დექსში და რამ­დე­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და და­საქ­მე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბი, სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის იუ­რის­ტი ანა გორ­დე­ზი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით 2020 წლის 29 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექსში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს შე­ე­ხო:

ორ­სუ­ლი­სა და მე­ძუ­ძუ­რი დე­დის და­საქ­მე­ბა

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ორ­სულს, ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რებს ან მე­ძუ­ძურ ქალს სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნის თა­ნახ­მად, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა არ შე­უძ­ლია, მას უფ­ლე­ბა აქვს დამ­საქ­მე­ბელს თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა მოს­თხო­ვოს.

თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ დამ­საქ­მე­ბელს არ აქვს და­საქ­მე­ბუ­ლის შრო­მის პი­რო­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის ან მსუ­ბუქ სა­მუ­შა­ო­ზე გა­დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­საქ­მე­ბუ­ლი და­კის­რე­ბუ­ლი საქ­მის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ისე, რომ მას აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი დრო­ე­ბით შრო­მი­სუნ­ნა­რო­ბა­ში არ ჩა­ეთ­ვლე­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხი კი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად დამ­საქ­მებ­ლი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლის შე­თან­ხმებთ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

შრო­მის კო­დექსში დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­რა წე­სე­ბი, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის, ბავ­შვის მოვ­ლის, ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა და შემ­დეგ და­საქ­მე­ბუ­ლის სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ერ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ შემ­თხვე­ვა­ში შვე­ბუ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­საქ­მე­ბუ­ლი უნდა დაბ­რუნ­დეს იმა­ვე სა­მუ­შა­ო­ზე იმა­ვე შრო­მის პი­რო­ბე­ბით, აგ­რეთ­ვე ისარ­გებ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შრო­მის პი­რო­ბე­ბით იმის ფარ­გლებ­ში, რისი მი­ღე­ბის უფ­ლე­ბაც მას ექ­ნე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სი შვე­ბუ­ლე­ბით რომ არ ესარ­გებ­ლა.

ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მა

შრო­მის კო­დექსში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, არას­რულ­წლო­ვა­ნის მიერ ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­მუ­რად არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 2 სა­ათს, ხოლო სა­მუ­შაო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯა­მუ­რად − 4 სა­ათს.

ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მის დროს ანა­ზღა­უ­რე­ბა მეტი უნდა იყოს ვიდ­რე სტან­დარ­ტუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. თუმ­ცა, იუ­რის­ტი ანა გორ­დე­ზი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­წუ­ხა­როდ ამ ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა კვლავ ორი­ვე მხა­რის შე­თან­ხმე­ბა­ზე იქნა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მხა­რე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­თან­ხმდნენ და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი სა­მუ­შა­ოს ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ დას­ვე­ნე­ბის დრო­ის მი­ცე­მა­ზე. და­მა­ტე­ბი­თი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი დამ­საქ­მე­ბელ­მა უნდა მი­ი­ღოს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­დან 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია რომ მხა­რე­ე­ბი სხვაგ­ვა­რა­დაც შე­თან­ხმდნენ.

დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია 1 კვი­რით ადრე წე­რი­ლო­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნოს და­საქ­მე­ბულს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც, დამ­საქ­მებ­ლის ობი­ექ­ტუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი გაფრ­თხი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სტა­ჟი­ო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა

სტა­ჟი­ო­რი არის ფი­ზი­კუ­რი პირი, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს გარ­კვე­ულ სა­მუ­შა­ოს ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ან მის გა­რე­შე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის, უნა­რის ან პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, დამ­საქ­მე­ბელს ეკ­რძა­ლე­ბა სტა­ჟი­ო­რის შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ მიზ­ნით, რომ თავი აა­რი­დოს შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბას. სტა­ჟი­ო­რი არ ანაც­ვლებს და­საქ­მე­ბულს. დამ­საქ­მე­ბელს არ აქვს უფ­ლე­ბა, აიყ­ვა­ნოს სტა­ჟი­ო­რი იმ და­საქ­მე­ბუ­ლის ნაც­ვლად, რო­მელ­თა­ნაც შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ჩერ­და ან/და შე­წყდა.

ანა­ზღა­უ­რე­ბის­გა­რე­შე სტა­ჟი­რე­ბის ვადა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 6 თვეს, ხოლო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის ვადა − 1 წელს. პირს უფ­ლე­ბა აქვს, ერ­თსა და იმა­ვე დამ­საქ­მე­ბელ­თან ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს მხო­ლოდ ერთხელ.

სტა­ჟი­ო­რი­სა და დამ­საქ­მებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას აწეს­რი­გებს წე­რი­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად უნდა იყოს აღ­წე­რი­ლი სტა­ჟი­ო­რის მიერ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სა­მუ­შაო.

თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ ვრცელ­დე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე, მათ შო­რის, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე.

არას­რუ­ლი სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თი

არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პირი არის და­საქ­მე­ბუ­ლი, რომ­ლის სა­მუ­შაო დრო ანა­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში სრულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის სა­მუ­შაო დრო­ზე ნაკ­ლე­ბია. სა­მუ­შაო დრო­ის გა­მოთ­ლა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რო­გორც ერთი კვი­რის, ისე ერთი წლამ­დე ხან­გრძლი­ვო­ბის შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

აკ­რძა­ლუ­ლია შრო­მის პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­პყრო­ბა ანა­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში სრულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბულ პირ­თან შე­და­რე­ბით მხო­ლოდ იმის გამო, რომ ეს პირი და­საქ­მე­ბუ­ლია არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­პყრო­ბა მხო­ლოდ გა­მარ­თლე­ბუ­ლია ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვლით.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, გა­ნი­სა­ზღვა დამ­საქ­მებ­ლის შემ­დე­გი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი:

  • გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და­საქ­მე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნა სრუ­ლი სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თი­დან დამ­საქ­მე­ბელ­თან არ­სე­ბულ არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ;
  • გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და­საქ­მე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არას­რუ­ლი სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თი­დან სრულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე გა­დას­ვლის ან სა­მუ­შაო დრო­ის გაზ­რდის შე­სა­ხებ;
  • დრო­უ­ლად გა­ავ­რცე­ლოს არ­სე­ბუ­ლი სრუ­ლი და არას­რუ­ლი სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თი­დან არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე ან არას­რუ­ლი სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თი­დან სრულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე გა­დას­ვლის ხელ­შე­წყო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად;
  • გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა დო­ნე­ზე (მათ შო­რის, წამ­ყვან/მე­ნე­ჯე­რულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე) არას­რუ­ლი სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვე­თის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე, თუ ეს მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, არას­რულ სა­მუ­შაო გა­ნაკ­ვეთ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის, პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ბი­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის.

ცვლა­ში მუ­შა­ო­ბა

მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით დე­ტა­ლუ­რად იქნა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და გა­წე­რი­ლი ცვლა­ში მუ­შა­ო­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მუ­შაო დრო და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი.

ცვლა­ში მუ­შა­ო­ბა არის სა­მუ­შაო დრო­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის მე­თო­დი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ერ­თსა და იმა­ვე სა­მუ­შა­ო­ზე თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით ცვლი­ან ერ­თმა­ნეთს გან­სა­ზღვრუ­ლი გრა­ფი­კის, მათ შო­რის, რო­ტა­ცი­უ­ლი გეგ­მის, შე­სა­ბა­მი­სად. თუ დამ­საქ­მებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს წარ­მო­ე­ბის/სა­მუ­შაო პრო­ცე­სის უწყვეტ 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმს, მხა­რე­ებს უფ­ლე­ბა აქვთ, და­დონ შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ცვლა­ში მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ.

მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით აკ­რძა­ლულ იქნა მიმ­დევ­რო­ბით ორ ცვლა­ში მუ­შა­ო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nn
0

იურისტები ამას ეძახით დასაქმებულზე მორგებულ ცვლილებებს. მონათმფლობელური პირობებია დასაქმებულისთვის. არსებული ხელფასები მინიმალურია და ზეგანაკვეთურს ვინ მისცემს კერძო კომპანიაში, რომელ შეთანხმებაზე ლაპარაკობთ. ხელფასების გადახდა არ უნდათ. ყველა კერძო კომპანია ცდილობა მაქსიმალურად დაგტვირთოს და მინიმალურად აგინაზღაუროს.

 

ტატა
0

ფუჰ

ავტორი:

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი - იურისტი ანა გორდეზიანი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე

რამდენიმე დღის წინ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ის დასაქმებულზე კიდევ უფრო მორგებული გახდა. ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვა საქართველოში საკმაოდ აქტუალური საკითხია და რიგ შემთხვევაში, ირღვევა ხოლმე კიდეც. როგორც იურისტები აღნიშნავენ, კანონმდებლობას მეტად დახვეწა სჭირდება. უკანასკნელი ცვლილებები სწორედ ამ მიმართულებით გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო.

კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა შრომით კოდექსში და რამდენად გაუმჯობესდა დასაქმებულის უფლებები, საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტი ანა გორდეზიანი გვესაუბრება. მისი განმარტებით 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო:

ორსულისა და მეძუძური დედის დასაქმება

იმ შემთხვევაში თუ ორსულს, ახალნამშობიარებს ან მეძუძურ ქალს სამედიცინო დასკვნის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება არ შეუძლია, მას უფლება აქვს დამსაქმებელს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამუშაოს შესრულება მოსთხოვოს.

თუმცა ამ შემთხვევაში თუ დამსაქმებელს არ აქვს დასაქმებულის შრომის პირობების შემსუბუქების ან მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანის შესაძლებლობა, დასაქმებული დაკისრებული საქმისგან თავისუფლდება ისე, რომ მას აღნიშნული პერიოდი დროებით შრომისუნნარობაში არ ჩაეთვლება.

ამ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი ინდივიდუალურად დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმებთ განისაზღვრება.

შრომის კოდექსში დეტალურად გაიწერა წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების აღება და შემდეგ დასაქმებულის სამსახურში დაბრუნება. ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში შვებულების დასრულების შემდეგ დასაქმებული უნდა დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე იმავე შრომის პირობებით, აგრეთვე ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რისი მიღების უფლებაც მას ექნებოდა, შესაბამისი შვებულებით რომ არ ესარგებლა.

ზეგანაკვეთური შრომა

შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, არასრულწლოვანის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს.

ზეგანაკვეთური შრომის დროს ანაზღაურება მეტი უნდა იყოს ვიდრე სტანდარტული ანაზღაურებაა. თუმცა, იურისტი ანა გორდეზიანი აღნიშნავს, რომ მიღებული ცვლილებების მიუხედავად, სამწუხაროდ ამ ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა კვლავ ორივე მხარის შეთანხმებაზე იქნა დამოკიდებული.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დასაქმებულისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასვენების დროის მიცემაზე. დამატებითი დასვენების დღეები დამსაქმებელმა უნდა მიიღოს სამუშაოს შესრულებიდან 4 კვირის განმავლობაში. თუმცა შესაძლებელია რომ მხარეები სხვაგვარადაც შეთანხმდნენ.

დამსაქმებელი ვალდებულია 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, მისი გაფრთხილება შეუძლებელია.

სტაჟიორის საქმიანობა

სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

განხორციელებული ცვლილებებით, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს შრომითი ხელშეკრულების დადებას. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შრომითი ურთიერთობა შეჩერდა ან/და შეწყდა.

ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა − 1 წელს. პირს უფლება აქვს, ერთსა და იმავე დამსაქმებელთან ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობას აწესრიგებს წერილობითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაო.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

არასრული სამუშაო განაკვეთი

არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომლის სამუშაო დრო ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის სამუშაო დროზე ნაკლებია. სამუშაო დროის გამოთლა შეიძლება მოხდეს როგორც ერთი კვირის, ისე ერთი წლამდე ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობისთვის.

აკრძალულია შრომის პირობებთან დაკავშირებით არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირთან შედარებით მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პირი დასაქმებულია არასრულ სამუშაო განაკვეთზე. განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ გამართლებულია ობიექტური საფუძვლით.

ახალი რეგულაციით, განისაზღვა დამსაქმებლის შემდეგი ვალდებულებები:

  • გაითვალისწინოს დასაქმებულის მოთხოვნა სრული სამუშაო განაკვეთიდან დამსაქმებელთან არსებულ არასრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის შესახებ;
  • გაითვალისწინოს დასაქმებულის მოთხოვნა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის ან სამუშაო დროის გაზრდის შესახებ;
  • დროულად გაავრცელოს არსებული სრული და არასრული სამუშაო განაკვეთების შესახებ ინფორმაცია სრული სამუშაო განაკვეთიდან არასრულ სამუშაო განაკვეთზე ან არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად;
  • გაითვალისწინოს წამახალისებელი ღონისძიებები ორგანიზაციის ყველა დონეზე (მათ შორის, წამყვან/მენეჯერულ თანამდებობებზე) არასრული სამუშაო განაკვეთის ხელმისაწვდომობისთვის, აგრეთვე, თუ ეს მიზანშეწონილია, არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირის კარიერული წინსვლის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული მობილობის ხელშეწყობისთვის.

ცვლაში მუშაობა

მიღებული ცვლილებებით დეტალურად იქნა დარეგულირებული და გაწერილი ცვლაში მუშაობისთვის განსაზღვრული სამუშაო დრო და წინაპირობები.

ცვლაში მუშაობა არის სამუშაო დროის ორგანიზების მეთოდი, რომლის მიხედვით, დასაქმებულები ერთსა და იმავე სამუშაოზე თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს განსაზღვრული გრაფიკის, მათ შორის, როტაციული გეგმის, შესაბამისად. თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/სამუშაო პროცესის უწყვეტ 24-საათიან რეჟიმს, მხარეებს უფლება აქვთ, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ.

მიღებული რეგულაციით აკრძალულ იქნა მიმდევრობით ორ ცვლაში მუშაობა.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ