მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა
,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­ღუნ­ში მცხოვ­რე­ბი შვიდ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ამი­ე­რი­დან სა­კუ­თარ სახ­ლში იცხოვ­რებს. "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ’’ ჯი­ქუ­რებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი სა­ჩუქ­რად უკვე გა­დას­ცა.

შვი­დი შვი­ლის თავ­და­დე­ბუ­ლი დე­დის შო­რე­ნა შენ­გე­ლი­ძეს ის­ტო­რი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ და­ა­ნა­ხა, რომ ქა­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და შვი­ლე­ბის­თვის თავ­გან­წირ­ვას სა­ზღვა­რი არ აქვს. შო­რე­ნას ინ­ვა­ლი­დი მე­უღ­ლე ჰყავს და შვი­დი შვი­ლის გაზ­რდა მარ­ტოს უწევს, ოჯა­ხის შე­მო­სავ­ლის წყა­რო მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაა, შო­რე­ნა შვი­ლე­ბის­თვის საკ­ვებს და ზამ­თარ­ში გა­სათ­ბობ შე­შა­საც ვა­ლად ყი­დუ­ლობ­და და შემ­დეგ დაგ­რო­ვილ ვალს ეტა­პობ­რი­ვად იხ­დი­და.

თუმ­ცა, ჯი­ქუ­რე­ბის ოჯა­ხის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი იყო. ისი­ნი 10 წლის მან­ძილ­ზე ნა­თე­სა­ვის სახ­ლში იყ­ვნენ შე­კედ­ლე­ბულ­ნი, ნა­თე­სა­ვის, რო­მე­ლიც ჯი­ქუ­რე­ბის მრა­ვაშ­ვი­ლი­ან ოჯახს სახ­ლში უსას­ყიდ­ლოდ აცხოვ­რებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და სას­წრა­ფოდ თან­ხა დას­ჭირ­და, თან­ხის მო­ძი­ე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა კი სახ­ლის გა­ყიდ­ვა გახ­ლდათ. შო­რე­ნას და მის შვიდ შვილს სახ­ლი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს უნდა და­ე­ცა­ლათ, ისი­ნი უსახ­ლკა­რო­ბის­თვის იყ­ვნენ გან­წი­რულ­ნი.

შო­რე­ნა შენ­გე­ლი­ძის შე­სა­ხებ ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ველ­მა’’ და ჟურ­ნა­ლის­ტმა მაია სტეფ­ნა­ძემ მო­ამ­ზა­დეს. "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია’’ გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჯი­ქუ­რე­ბის ოჯა­ხის გა­სა­ჭირს და შო­რე­ნა შენ­გე­ლი­ძეს 10 წლის ნა­ნატ­რი ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლა - მას ის სახ­ლი, სა­დაც 10 წლის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­და, სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა.

სახ­ლის მო­სა­წყო­ბად კი შო­რე­ნას ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტე­მა და კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა შე­უგ­რო­ვეს. ჯი­ქუ­რე­ბის ოჯა­ხის ის­ტო­რია, კი­დევ ერთი მა­გა­ლი­ა­თია, იმის რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და კერ­ძო ბიზ­ნე­სის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. სწო­რედ ამ ერ­თო­ბით რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ერთი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა, ამი­ე­რი­დან ჯი­ქუ­რე­ბის ოჯახ­ში მცხოვ­რებ 7 ბავ­შვს არც საკ­ვე­ბის, არც შე­შის და არც სახ­ლის პრობ­ლე­მა აღარ ექ­ნე­ბათ. შო­რე­ნა შე­მო­სუ­ლი თან­ხით მე­ურ­ნე­ო­ბის მო­წყო­ბას და სახ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბას აპი­რებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია’’ მად­ლო­ბას უხ­დის სა­კუ­თარ მომ­ხმა­რებ­ლებს, რად­გან ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი სწო­რედ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს ხმარ­დე­ბა. ასე რომ, რო­დე­საც თქვენ თა­მა­შობთ ლა­ტა­რი­ას, ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბით ქველ­მოქ­მე­დე­ბის მო­ნა­წი­ლე და ეხ­მა­რე­ბით მათ, ვი­საც ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია’’ მად­ლო­ბას უხ­დის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "მო­მავ­ლის გზას’’ კომ­პა­ნი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

NS

ანო
0

კარგია. ისე ეს ხალხის ფულია.და არა ლატარიის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა

დუშეთის რაიონის სოფელ არღუნში მცხოვრები შვიდშვილიანი ოჯახი ამიერიდან საკუთარ სახლში იცხოვრებს. ,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურებს საცხოვრებელი სახლი საჩუქრად უკვე გადასცა.

შვიდი შვილის თავდადებული დედის შორენა შენგელიძეს ისტორიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქალის შესაძლებლობებს და შვილებისთვის თავგანწირვას საზღვარი არ აქვს. შორენას ინვალიდი მეუღლე ჰყავს და შვიდი შვილის გაზრდა მარტოს უწევს, ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლოდ სოციალური დახმარებაა, შორენა შვილებისთვის საკვებს და ზამთარში გასათბობ შეშასაც ვალად ყიდულობდა და შემდეგ დაგროვილ ვალს ეტაპობრივად იხდიდა.

თუმცა, ჯიქურების ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი სახლი იყო. ისინი 10 წლის მანძილზე ნათესავის სახლში იყვნენ შეკედლებულნი, ნათესავის, რომელიც ჯიქურების მრავაშვილიან ოჯახს სახლში უსასყიდლოდ აცხოვრებდა. სამწუხაროდ, მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სასწრაფოდ თანხა დასჭირდა, თანხის მოძიების ერთადერთი საშუალება კი სახლის გაყიდვა გახლდათ. შორენას და მის შვიდ შვილს სახლი ოქტომბრის ბოლოს უნდა დაეცალათ, ისინი უსახლკარობისთვის იყვნენ განწირულნი.

შორენა შენგელიძის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი ტელეკომპანია ,,ტვ პირველმა’’ და ჟურნალისტმა მაია სტეფნაძემ მოამზადეს. ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ გამოეხმაურა ჯიქურების ოჯახის გასაჭირს და შორენა შენგელიძეს 10 წლის ნანატრი ოცნება აუსრულა - მას ის სახლი, სადაც 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა, საჩუქრად გადასცა.

სახლის მოსაწყობად კი შორენას ქართველმა ემიგრანტემა და კეთილმა ადამიანებმა საკმაოდ სოლიდური თანხა შეუგროვეს. ჯიქურების ოჯახის ისტორია, კიდევ ერთი მაგალიათია, იმის რომ საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის ჩართულობით შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამ ერთობით რადიკალურად შეიცვალა ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება, ამიერიდან ჯიქურების ოჯახში მცხოვრებ 7 ბავშვს არც საკვების, არც შეშის და არც სახლის პრობლემა აღარ ექნებათ. შორენა შემოსული თანხით მეურნეობის მოწყობას და სახლის გარემონტებას აპირებს.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ მადლობას უხდის საკუთარ მომხმარებლებს, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება. ასე რომ, როდესაც თქვენ თამაშობთ ლატარიას, ავტომატურად ხდებით ქველმოქმედების მონაწილე და ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ ,,მომავლის გზას’’ კომპანიის სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის.

NS

"TV პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა - "მოგიყვებით იმ სიპტომების შესახებ რაც მე გამომივლინდა"

"ხასიათის ადამიანია... მაგრამ მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია" - ნინო სუხიშვილის ემოციური პოსტი ძმაზე

"რა ინფორმაციაც მაქვს, გადაცდომა, რომელიც შესაძლოა, კოვიდინფიცირებულის სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა" - ცერცვაძე