პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი... გარიგებების გარეშე, ღიად ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას" - გიგი უგულავა
"სააკაშვილი მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი... გარიგებების გარეშე, ღიად ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას" - გიგი უგულავა

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი, გიგი უგუ­ლა­ვა, ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აცხა­დებს, რომ ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბა არა მხო­ლოდ ბი­ძი­ნამ, არა­მედ მი­შა­მაც ამო­ი­ღო მი­ზან­ში.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თო­ბას ზურ­გში დანა ჩა­არ­ტყა.

"შარ­შან ოპო­ზი­ცი­ის არ­ნა­ხუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის ფონ­ზე, როცა "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ოფის­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, უც­ნა­უ­რად გა­ის­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა მი­სი­ვე სა­ხე­ლო­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ცენ­ტრად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ. უხერ­ხუ­ლო­ბას მისი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბიც გრძნობ­დნენ, მაგ­რამ ერ­თო­ბის მუხ­ტი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კას პრო­ფი­ლის შეც­ვლა არ მო­უ­წია. ვინც იქ სა­ა­კაშ­ვილს არ იც­ნობ­და, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა. საქ­მე­ში ოდ­ნავ ჩა­ხე­დუ­ლე­ბის­თვის ცხა­დი იყო. მიშა ბორ­გავ­და და არ მო­წონ­და ფორ­მა­ტი, სა­დაც პი­რა­დად ის არ იყო ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რი, თო­რემ ენმ ცხა­დია, ამ ერ­თო­ბის ერთ-ერთი ლო­კო­მო­ტი­ვი იყო. ასე ამო­ი­ღო მი­ზან­ში ეს ერ­თო­ბა არა ბი­ძი­ნამ მხო­ლოდ, არა­მედ მი­შა­მაც და ის, რა­საც ვერ მი­აღ­წია ივა­ნიშ­ვილ­მა, ეფექ­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ა­კაშ­ვილ­მა. ის, რომ 120/30 მი­ღე­ბის მერე სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი სია არა­რე­ა­ლუ­რი და არაფ­რის­მომ­ცე­მი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბო­დით, სა­მა­გი­ე­როდ ერ­თი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რის შერ­ჩე­ვა ერ­თო­ბის და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სწორ მო­დე­ლად გვე­სა­ხე­ბო­და. ამ აზ­რზე იყო ასე­ვე "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ად­გი­ლობ­რი­ვი "ლი­დერ­ში­ფიც". ამა­სო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ენმ-ს შიგ­ნით ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო, გა­აღ­ვი­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე ბნე­ლი ინ­სტინ­ქტე­ბი, რომ ენმ-ს მარ­ტო შე­უძ­ლია გა­მარ­ჯვე­ბა, რომ ის უნდა იყოს პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტი და რომ სწო­რედ ის ად­გილ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ამას. ასეც მოხ­და - ენმ გა­ვი­და ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბი­დან, და­ა­ყე­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად, გა­მო­ა­ცხა­და ან მე ან ბი­ძი­ნა - სხვა ყვე­ლა პარ­ტი­უ­კაა და არა­ვი­თა­რი კო­ა­ლი­ცია არ იქ­ნე­ბაო, თუ ენმ არ გა­ი­მარ­ჯვებს, ქვე­ყა­ნა და­ი­ღუ­პე­ბაო. ვინც არ მი­ი­ღო ეს თა­მა­შის წესი, მტე­რი აღ­მოჩ­და, ჯერ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, მერე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო”, შემ­დეგ "გირ­ჩი" ანუ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­რე­ვამ­დე ოპო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლის მო­დე­ლი "სა­ტახ­ტო­თა თა­მა­შე­ბის" მი­ხედ­ვით რომ აღვწე­როთ, იყო შემ­დე­გი: ყვე­ლა პარ­ტია ცენ­ტრსა და ფლან­გებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი ლაშ­ქა­რი­ვით, ხოლო ლი­დე­რე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბად. მარ­ტი­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი წყვდი­ა­დის მე­ფის და თეთ­რი მო­ხე­ტი­ა­ლე­ე­ბის ანუ ბი­ძი­ნა­სა და "ქო­ცე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ. ახლა ომის წინა სცე­ნა გვექ­ნე­ბო­და, როცა ბევ­რი ერ­თმა­ნეთ­თან წარ­სულ­ში და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი წყვდი­ა­დის ზომ­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის, რო­გორ შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ სცე­ნარ­ში მო­იქ­ცა რო­გორც სერ­სეი ლა­ნის­ტე­რი. ზურ­გში დანა ჩა­არ­ტყა ოპო­ზი­ცი­ის ერ­თო­ბას - მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის. მეტი მი­ზა­ნი და იდეა მას უბ­რა­ლოდ არ აქვს. ამის შე­დე­გია, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი, ერთ დროს მმარ­თვე­ლი და შემ­დეგ და­უნ­დო­ბე­ლი დევ­ნის მსხვერ­პლი პარ­ტია, გა­და­იქ­ცა რე­აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და რეტ­როგ­რა­დე­ბის პარ­ტი­ად. ახლა თავს იწყნა­რე­ბენ მთა­ვა­რი ლი­დე­რია და არა სიაო. დიახ, მთა­ვა­რი ლი­დე­რია, ოღონდ ეს სია ამ ლი­დე­რის სარ­კეა", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

ამას­თან, უგუ­ლა­ვას თქმით, მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ვაჭ­რო სახ­ლად გა­და­იქ­ცა.

"ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კი­თხვა, ახლა რა ხდე­ბა? წა­ვა­გებთ? - არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზ­ლად და ყალ­ბი მი­თე­ბის გა­რე­შე შევ­ხე­დავთ სი­ტუ­ა­ცი­ას. ივა­ნიშ­ვილს ვერ მო­ვი­შო­რებთ, სა­ნამ ბუ­ფე­რად სა­ა­კაშ­ვი­ლი ეყო­ლე­ბა აფა­რე­ბუ­ლი. 7 წე­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­შია "აქეთ მე, იქეთ მიშა". ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ბი­ძი­ნა იგებს, მი­შას კი იმე­დი აქვს, რომ ოდეს­ღაც ბი­ძი­ნა ისე მო­ბეზ­რდე­ბა ხალ­ხს, რომ ადრე თუ გვი­ან ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დე­ბა. ამ თა­მაშ­ში ყვე­ლას თა­ვის როლი აქვს ხალ­ხის გარ­და. ქვე­ყა­ნა ჭა­ობ­ში ეფ­ლო­ბა და მედ­ლის ორ მხა­რე­ზე გა­მო­სა­ხულ "მე­გატ­რო­ნებს" ეს სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს. გა­მო­სა­ვა­ლი? ღიად და ცხა­დად ყო­ველ­გვა­რი უკა­ნა აზ­რე­ბის, გა­რი­გე­ბე­ბის გა­რე­შე, ღიად და გამჭვირ­ვა­ლედ ვთქვათ: სა­დაც მუშ­ტი ბი­ძი­ნას, იქვე იდაყ­ვი მი­შას. არ შე­ვუქ­მნათ კო­ა­ლი­ცია ივა­ნიშ­ვი­ლის "ოც­ნე­ბას" და არ და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბას. მხო­ლოდ ასეა შე­საძ­ლე­ბე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ჯა­დო­ვე­ბუ­ლი წრის გარ­ღვე­ვა, რომ­ლის, მარ­თა­ლია ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლიც შე­მოქ­მე­დია. ურჩხულ­თან ბრძო­ლა­ში ის სამ­წუ­ხა­როდ, ამ ურჩხულს და­ემ­სგავ­სა. მე გული მტკი­ვა, რომ ამის აღ­წე­რა მი­წევს. "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" და მე პი­რა­დად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ოპო­ზი­ცი­ას ზე­მო­თაღ­წე­რი­ლი სცე­ნა­რით ებ­რძო­ლა და გა­ე­მარ­ჯვა, მე­ნა­ნე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც და პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა და მისი მო­მა­ვა­ლია მთა­ვა­რი. გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი გვჭირ­დე­ბა, რაც ამ მო­ჯა­დო­ვე­ბუ­ლი წრის გარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დიახ, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა 1. – "ოც­ნე­ბა" 40% ქვე­ვით დარ­ჩეს. 2. - ყვე­ლა ოპო­ზი­ცია ჯა­მუ­რად იყოს "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ზე" მეტი 3. კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და ვიცი, როცა საქ­მე საქ­მე­ზე მიდ­გე­ბა ენმ-შიც უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ აზ­რზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხის გამო, ივა­ნიშ­ვილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არა­ვინ და­ტო­ვებს. იქ ბევ­რი პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ყელ­ში აქვს ამო­სუ­ლი ასე­თი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ეს მიღ­წე­ვა­დია თუ არ მი­ვი­ღებთ ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მაშს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლია მისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ამ ორმა ადა­მი­ან­მა თავი ქვე­ყა­ნა­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნა. ხალ­ხს აბუ­ჩად იგ­დე­ბენ, რის გა­მოც ხალ­ხის­გან პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ. ჩაფ­ლა­ვე­ბუ­ლი "ოც­ნე­ბე­ბი" და გა­ნი­ა­ვე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბი. მათი ად­გი­ლი მარ­კე­სი­სე­ულ ლა­ბი­რინთშია, სა­დაც ყვე­ლა დრო­ის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მმარ­თვე­ლე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მა­რა­დი­ულ დაბ­რუ­ნე­ბას ამა­ოდ ელო­დე­ბი­ან. ხოლო ჩვენ, ვი­საც ოც­ნე­ბა "ნა­ცებს" გვი­წო­დებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვართ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ვი­საც აღარ გვინ­და საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თე­ბი მმარ­თვე­ლო­ბა­ში, ეკო­ნო­მი­კა­ში და ყო­ფა­ცხოვ­რე­ბა­ში, ხალ­ხი ვინც სხვა და სხვა პარ­ტი­ა­ში ვართ და ცი­ვი­ლუ­რად შეგ­ვიძ­ლია თა­ნა­არ­სე­ბო­ბა.

დიახ, უც­ნა­უ­რი არ­ჩევ­ნე­ბია - წინ მუშ­ტი ივა­ნიშ­ვილს და იქვე უკან იდაყ­ვი სა­ა­კაშ­ვილს. ესაა გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა დღეს", - აცხა­დებს გიგი უგუ­ლა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
3

სერიელებითა და ზღაპრებით თუ გინდა, გიგილო, შენ ისე იქცევი, როგორც გასუქებული გოჭი, რომელიც ტყეში წავიდა მგელზე სანადიროდ. თუ შაირობა გინდა, თქვი; საშენო შაირიც ვიცი ხისგან გამოთლილ საამშენებლო მასალის მიხედვით

სანდრო
1

გიგი, რა ამბავია ამდენი ომი, მუშტი, იდაყვი, სიძულვილი, სისხლი. არ შეიძლება მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ცივილიზებულად გამოვლინდეს გამარჯვებული?

პოლიტიკა ბიზნესიათუ ხალხის სამსახური?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"სააკაშვილი მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი... გარიგებების გარეშე, ღიად ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას" - გიგი უგულავა

"სააკაშვილი მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი... გარიგებების გარეშე, ღიად ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას" - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციურ ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

"შარშან ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისი თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. საქმეში ოდნავ ჩახედულებისთვის ცხადი იყო. მიშა ბორგავდა და არ მოწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ ენმ ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა ბიძინამ მხოლოდ, არამედ მიშამაც და ის, რასაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120/30 მიღების მერე საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით, სამაგიეროდ ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ასევე "ნაცმოძრაობის" ადგილობრივი "ლიდერშიფიც". ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა - ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა ან მე ან ბიძინა - სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო ეს თამაშის წესი, მტერი აღმოჩდა, ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე "ევროპული საქართველო”, შემდეგ "გირჩი" ანუ სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი "სატახტოთა თამაშების" მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად, ადამიანები წყვდიადის მეფის და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და "ქოცების" წინააღმდეგ. ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი. ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას - მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ მთავარი ლიდერია და არა სიაო. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა", - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, უგულავას თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად გადაიქცა.

"ბუნებრივად ისმის კითხვა, ახლა რა ხდება? წავაგებთ? - არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია "აქეთ მე, იქეთ მიშა". ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ "მეგატრონებს" ეს საერთოდ არ ადარდებს. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის "ოცნებას" და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. "ევროპულმა საქართველომ" და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს.

დიახ, მთავარი ამოცანაა 1. – "ოცნება" 40% ქვევით დარჩეს. 2. - ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს "ნაცმოძრაობაზე" მეტი 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. ეს მიღწევადია თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა თავი ქვეყანაზე მაღლა დააყენა. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ. ჩაფლავებული "ოცნებები" და განიავებული იდეალები. მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან. ხოლო ჩვენ, ვისაც ოცნება "ნაცებს" გვიწოდებს, სინამდვილეში ვართ "ვარდების რევოლუციის" მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკაში და ყოფაცხოვრებაში, ხალხი ვინც სხვა და სხვა პარტიაში ვართ და ცივილურად შეგვიძლია თანაარსებობა.

დიახ, უცნაური არჩევნებია - წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს", - აცხადებს გიგი უგულავა.

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გუბაზ სანიკიძე, რომელიც სააკაშვილს სომეხს ეძახდა, არის სიმპტომი იმისა, თუ როგორ დაემსგავსა სააკაშვილი და მისი გარემოცვა ივანიშვილის ხედვას" - ბოკერია