პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები „ნიკორასგან“ სტიპენდიას კვლავ მიიღებენ
კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები „ნიკორასგან“ სტიპენდიას კვლავ მიიღებენ

კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი - ეს ის მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში წლი­დან წლამ­დე ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი პო­პუ­ლა­რო­ბა არც ისე დი­დია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­აც, რო­მე­ლიც დღეს ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თუ წლე­ბის წინ ნა­ყი­ნი მხო­ლოდ ვა­ნი­ლი­სა და შო­კო­ლა­დის არო­მა­ტით არ­სე­ბობ­და, დღეს მისი ათე­უ­ლო­ბით სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სხვა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზეც, მა­გა­ლი­თად, ძეხ­ვე­ულ­ზე, ლუდ­ზე და ასე შემ­დეგ.

კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლე­ბა. ეს ფა­კულ­ტე­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წლე­ბია არ­სე­ბობს, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი უკვე სამი წე­ლია კერ­ძო სექ­ტო­რის­გან სტი­პენ­დი­ა­საც იღე­ბენ.

მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრშიც კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ორი მე­სა­მე­კურ­სე­ლი და ორი მე­ო­თხე­კურ­სე­ლი „ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი გახ­დნენ. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სტი­პენ­დი­ან­ტი მა­რი­ამ გო­გე­ლი­ძე კი უკვე სა­წარ­მოს თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­და. ახალ­გაზ­რდა ტექ­ნო­ლო­გე­ბის­თვის კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა დიდი სტი­მუ­ლი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მია.

და­ვით ივა­ნი­ა­ძე ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას უკვე მე­ო­რე წე­ლია იღებს. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, სტპენ­დია მის­თვის მო­ტი­ვა­ტო­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ სწავ­ლა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

„სტი­პენ­დი­ამ, პირ­ველ რიგ­ში, დიდი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა, რომ კარ­გად მეს­წავ­ლა. სტუ­დენ­ტებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­აც გა­ი­ზარ­და. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სტი­პენ­დია ყო­ველ­სე­მესტრუ­ლია და ეს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს. გარ­და იმი­სა, რომ ეს ფი­ნან­სუ­რი ჯილ­დოა, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გრძნო­ბაა, სტი­პენ­დი­ან­ტის სა­ხე­ლი რომ გაქვს. ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან ასე­თი და­ფა­სე­ბა და მი­ხა­რია, რომ „ნი­კო­რა“ სა­მო­მავ­ლოდ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვი­საც ღიაა,“ - გან­მარ­ტავს და­ვით ივა­ნი­ა­ძე.

და­ვი­თის კურ­სე­ლია გი­ორ­გი კუ­კა­ვა, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­ო­რე წე­ლია, სტი­პენ­დი­ას იღებს.

„კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბაა. ამ პრო­ცეს­ში დიდი როლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­სა და პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას უკა­ვია. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და, ხორ­ცის ან პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე კი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა სტი­პენ­დია. უდი­დე­სი სტი­მუ­ლია, რომ სწავ­ლა გი­ფას­დე­ბა და სა­მო­მავ­ლო­დაც ასე გაგ­რძე­ლე­ბის მეტი მო­ტი­ვა­ცია მაქვს,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კუ­კა­ვა.

მე­ო­თხე­კურ­სე­ლე­ბის გარ­და „ნი­კო­რას“ წელს ორი ახა­ლი სტი­პენ­დი­ან­ტი: გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი და ნიკა გო­მე­ლა­უ­რიც ჰყავს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა?

გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი: ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით. ფი­ზი­კა, მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია ძა­ლი­ან მი­ტა­ცებ­და. გარ­და ამი­სა თა­ვი­სუ­ფალ დროს კუ­ლი­ნა­რი­ი­თაც ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ ორი ფაქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

ნიკა გო­მე­ლა­უ­რი: ტექ­ნი­კუ­რი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. გა­დავ­წყვი­ტე ქი­მია ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და მერე კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ამ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა, რად­გან სწო­რედ იმ საგ­ნებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებს აერ­თი­ა­ნებს, რაც მომ­წონს.

რას გვე­ტყვით უშუ­ა­ლოდ სწავ­ლის პრო­ცეს­ზე, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­დე­ქით კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გო­ე­ბის შეს­წავ­ლის დროს?

გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი: ფა­კულ­ტეტ­მა ჩემი იმე­დე­ბი ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა. ზუს­ტად იმას ვსწავ­ლობ, რაც მომ­წონს და მიყ­ვარს. კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდი სფე­როა და ჯერ არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვალ. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლიც ჩარ­თუ­ლია და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­შიც ვმუ­შა­ობთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ნად ვი­თარ­დე­ბა. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა მო­დის. მჯე­რა, რომ ჩვენ შევ­ძლებთ ჩვე­ნი სი­ტყვა ვთქვათ კვე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში.

ნიკა გო­მე­ლა­უ­რი: სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე საკ­მა­ოდ ვიწ­რო სფე­რო მე­გო­ნა. თუმ­ცა მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ბევრ სხვა­დას­ხვა სა­კითხს აერ­თი­ა­ნებს. შე­იძ­ლე­ბა იმუ­შაო რო­გორც უშუ­ა­ლოდ პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა­ზე, ისე მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს და ეს ძა­ლი­ან მომ­წონს.

რამ­დე­ნად ელო­დით, რომ სტი­პენ­დი­ან­ტი გახ­დე­ბო­დით და რას შეც­ვლის ეს სტი­პენ­დია თქვენ­თვის?

გი­ორ­გი რთვე­ლი­აშ­ვი­ლი: კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ მძაფ­რი იყო. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მე გავ­ხდი სტი­პენ­დი­ან­ტი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ეს მო­მა­ვალ­შიც დიდი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა ჩემ­თვის, რომ უკე­თე­სად ვის­წავ­ლო და უკე­თე­სად ვა­კე­თო ჩემი საქ­მე. სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ჩვე­ნი სწავ­ლა ფას­დე­ბა არა მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის, არა­მედ კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­და­ნაც. მი­ხა­რია, რომ ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი არ­სე­ბო­ბენ ბა­ზარ­ზე. ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ზე და ამით ზრუ­ნა­ვენ იმა­ზეც, რომ მო­მა­ვალ­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ. კუ­ლი­ნა­რი­ულ სკო­ლა­შიც ვფიქ­რობ სწავ­ლას და შე­იძ­ლე­ბა სტი­პენ­დია ამა­შიც გა­მო­ვი­ყე­ნო.

ნიკა გო­მე­ლა­უ­რი: სამ­წუ­ხა­როდ, დღეს კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს კერ­ძო სექ­ტო­რი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ ტექ­ნო­ლო­გებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, სტუ­დენ­ტე­ბის ის, რა­საც „ნი­კო­რა“ აკე­თებს. სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ სტუ­დენ­ტებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე. ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ხომ სწო­რედ ეს კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მეტი მო­ტო­ვა­ცი­ის მომ­ცე­მია, რომ უკე­თე­სად ის­წავ­ლონ და უფრო მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცურ კად­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ.

წმინდა გაგა
0

ისისც დაწერეთ სტიპენდია რამდენი ლარია 50?

ავტორი:

კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები „ნიკორასგან“ სტიპენდიას კვლავ მიიღებენ

კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები „ნიკორასგან“ სტიპენდიას კვლავ მიიღებენ

კვების ტექნოლოგიები - ეს ის მიმართულებაა, რომელიც მსოფლიოში წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა საქართველოში მისი პოპულარობა არც ისე დიდია. ამ მიმართულების განვითარებაზე მეტყველებს ის მრავალფეროვანი პროდუქციაც, რომელიც დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია. თუ წლების წინ ნაყინი მხოლოდ ვანილისა და შოკოლადის არომატით არსებობდა, დღეს მისი ათეულობით სახეობა არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა საკვებ პროდუქტებზეც, მაგალითად, ძეხვეულზე, ლუდზე და ასე შემდეგ.

კვების ტექნოლოგიების მიმართულება საქართველოში აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლება. ეს ფაკულტეტი უნივერსიტეტში წლებია არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. წარმატებული სტუდენტები უკვე სამი წელია კერძო სექტორისგან სტიპენდიასაც იღებენ.

მიმდინარე სემესტრშიც კვების ტექნოლოგების ფაკულტეტის ორი მესამეკურსელი და ორი მეოთხეკურსელი „ნიკორას“ სტიპენდიანტები გახდნენ. ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი მარიამ გოგელიძე კი უკვე საწარმოს თანამშრომელიც გახდა. ახალგაზრდა ტექნოლოგებისთვის კერძო სექტორის მხრიდან აღნიშნული ყურადღება დიდი სტიმულისა და მოტივაციის მიმცემია.

დავით ივანიაძე ყოველთვიურ სტიპენდიას უკვე მეორე წელია იღებს. როგორც ის აღნიშნავს, სტპენდია მისთვის მოტივატორი აღმოჩნდა, რომ სწავლა მაღალ დონეზე გაეგრძელებინა.

„სტიპენდიამ, პირველ რიგში, დიდი მოტივაცია მომცა, რომ კარგად მესწავლა. სტუდენტებს შორის კონკურენციაც გაიზარდა. ძალიან კარგია, რომ სტიპენდია ყოველსემესტრულია და ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. გარდა იმისა, რომ ეს ფინანსური ჯილდოა, ძალიან პოზიტიური გრძნობაა, სტიპენდიანტის სახელი რომ გაქვს. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან ასეთი დაფასება და მიხარია, რომ „ნიკორა“ სამომავლოდ ჩვენთან თანამშრომლობისთვისაც ღიაა,“ - განმარტავს დავით ივანიაძე.

დავითის კურსელია გიორგი კუკავა, რომელიც ასევე მეორე წელია, სტიპენდიას იღებს.

„კვების ტექნოლოგიები განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო საქმიანობაა. ამ პროცესში დიდი როლი ლაბორატორიებსა და პრაქტიკულ საქმიანობას უკავია. სამომავლოდ მინდა, ხორცის ან პურის მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა. ამ ეტაპზე კი მოტივაციის ამაღლებაში ძალიან მეხმარება სტიპენდია. უდიდესი სტიმულია, რომ სწავლა გიფასდება და სამომავლოდაც ასე გაგრძელების მეტი მოტივაცია მაქვს,“ - აღნიშნავს გიორგი კუკავა.

მეოთხეკურსელების გარდა „ნიკორას“ წელს ორი ახალი სტიპენდიანტი: გიორგი რთველიაშვილი და ნიკა გომელაურიც ჰყავს. ამჟამინდელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ სტუდენტები თავად გვესაუბრებიან.

რატომ გადაწყვიტეთ კვების ტექნოლოგიების შესწავლა?

გიორგი რთველიაშვილი: ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი მეცნიერებებით. ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია ძალიან მიტაცებდა. გარდა ამისა თავისუფალ დროს კულინარიითაც ვიყავი დაკავებული. სწორედ ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა, რომ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩავაბარე.

ნიკა გომელაური: ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნები ყოველთვის ძალიან მიყვარდა. გადავწყვიტე ქიმია ჩამებარებინა და მერე კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტი ავირჩიე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ფაკულტეტზე სწავლა, რადგან სწორედ იმ საგნებსა და მიმართულებებს აერთიანებს, რაც მომწონს.

რას გვეტყვით უშუალოდ სწავლის პროცესზე, რა გამოწვევების წინაშე დადექით კვების ტექნოლოგოების შესწავლის დროს?

გიორგი რთველიაშვილი: ფაკულტეტმა ჩემი იმედები ნამდვილად გაამართლა. ზუსტად იმას ვსწავლობ, რაც მომწონს და მიყვარს. კვების მრეწველობა ძალიან დიდი სფეროა და ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი მიმართულებით წავალ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების პროცესში პრაქტიკული ნაწილიც ჩართულია და ლაბორატორიებშიც ვმუშაობთ.

საქართველოში კვების მრეწველობა წლიდან წლამდე მნიშვნელონად ვითარდება. ჩემი აზრით, ძალიან აქტიური და დაინტერესებული ახალგაზრდა თაობა მოდის. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სიტყვა ვთქვათ კვების ინდუსტრიაში.

ნიკა გომელაური: სწავლის დაწყებამდე საკმაოდ ვიწრო სფერო მეგონა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს არის ძალიან დიდი და მრავალფეროვანი მიმართულება. ბევრ სხვადასხვა საკითხს აერთიანებს. შეიძლება იმუშაო როგორც უშუალოდ პროდუქტის წარმოებაზე, ისე მის უსაფრთხოებაზე. ბევრი რამის გაკეთების საშუალებას გვაძლევს და ეს ძალიან მომწონს.

რამდენად ელოდით, რომ სტიპენდიანტი გახდებოდით და რას შეცვლის ეს სტიპენდია თქვენთვის?

გიორგი რთველიაშვილი: კონკურენცია საკმაოდ მძაფრი იყო. როდესაც გავიგე, რომ მე გავხდი სტიპენდიანტი, ძალიან გამიხარდა. ეს მომავალშიც დიდი მოტივაცია იქნება ჩემთვის, რომ უკეთესად ვისწავლო და უკეთესად ვაკეთო ჩემი საქმე. სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი სწავლა ფასდება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ კერძო სექტორის მხრიდანაც. მიხარია, რომ ასეთი პასუხისმგებლიანი კომპანიები არსებობენ ბაზარზე. ისინი ზრუნავენ ახალგაზრდა თაობაზე და ამით ზრუნავენ იმაზეც, რომ მომავალში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ეყოლებათ. კულინარიულ სკოლაშიც ვფიქრობ სწავლას და შეიძლება სტიპენდია ამაშიც გამოვიყენო.

ნიკა გომელაური: სამწუხაროდ, დღეს კვების ტექნოლოგიის კურსდამთავრებულებს დიდ ყურადღებას არ აქცევს კერძო სექტორი და ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოყვანილ ტექნოლოგებს ანიჭებენ უპირატესობას. აღნიშნულის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სტუდენტების ის, რასაც „ნიკორა“ აკეთებს. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ არიან კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტებზე და შესაბამისად, საკუთარ მომავალზე. ჩვენი პოტენციური დამსაქმებლები ხომ სწორედ ეს კომპანიები არიან. სტიპენდია სტუდენტებისთვის მეტი მოტოვაციის მომცემია, რომ უკეთესად ისწავლონ და უფრო მაღალკვალიფიცურ კადრებად ჩამოყალიბდნენ.

ინიციატივა 5.0 BTU-ში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის დაიწყო

ბაკურიანში შენდება პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები, რომელიც ყველა სერვისს გააერთიანებს

„ედუქეარ ჯორჯიას“ პროექტი ევროპული სკოლისა და დავით ბეჟუაშვილის ფონდის მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა