ავტორი:

"საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ" - როგორია პროტოკოლი იმ შემთხვევისთვის, თუ საბავშვო ბაღში ბავშვს მაღალი ტემპერატურა ექნება

"საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ" - როგორია პროტოკოლი იმ შემთხვევისთვის, თუ საბავშვო ბაღში ბავშვს მაღალი ტემპერატურა ექნება

იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინფექცია ბაღში დაფიქსირდება, ჩვენ გვაქვს პროტოკოლი და დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვანცელაძემ აღნიშნა, რომ თუ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ე.წ. საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ.

"თუ ბავშვს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ის გადაგვყავს ე.წ. საიზოლაციო ოთახში, სადაც კვლავ ეზომება ტემპერატურა. ამის შემდეგ უკვე გონივრულ ვადაში ვთხოვთ მშობლებს, გამოცხადდნენ ბაღში, გაიყვანონ ბავშვი და მიმართონ 112-ს. იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინფექცია ბაღში დაფიქსირდება, ჩვენ გვაქვს პროტოკოლი და დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 12 ოქტომბრიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

სად და როდის გაეთიშება ელექტროენერგია "ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს?

ელექტრო ბუხარი – შეიძინე სიმყუდროვე მიჰაუსში

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს უახლეს Toyota Highlander-ს სთავაზობს