პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს
ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

ემიგ­რან­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში, ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა სცა­დეს. ემიგ­რან­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლას ავ­რცე­ლე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ შემ­თხვე­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ემიგ­რან­ტე­ბის შეხ­ვედ­რამ­დე შე­ნო­ბის გა­რეთ მოხ­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

ცოტა ხნის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

"მად­ლო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის“,- და­წე­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კვი­რას 2:00 სა­ათ­ზე სა­ბერ­ძნე­თის დე­და­ქა­ლაქ ათენ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავ­და.

"ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წი­ნას­წარ გა­ი­გო და კა­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით და­ა­ვა­ლა ად­გი­ლობ­რივ ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ბერ­ძნეთ­ში მრავ­ლად არი­ან, შეხ­ვედ­რის წინ და შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ.

ჩემ­ზე თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბას კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი: შუ­შა­ნაშ­ვი­ლი და ამ­ბრო­ლა­ძე აკე­თე­ბენ. ისი­ნი სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რებ მოკ­რი­მი­ნა­ლო ელე­მენ­ტებს ქურ­დად მო­ნათ­ვლას ჰპირ­დე­ბი­ან, თუკი ჩემ­ზე თავ­დას­ხმას წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

მი­ვი­ღე უამ­რა­ვი რჩე­ვა, რომ მე შეხ­ვედ­რა­ზე მის­ვლის­გან თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა და სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ერ­თოდ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ხალ­ხი ცუ­დად მიც­ნობს ვინც ამ პრო­ვო­კა­ცი­ას აწყობს და ვინც ამ რჩე­ვებს მაძ­ლევს.

მე ყველ­გან მი­ვალ სა­დაც ჩვე­ნი ხალ­ხია, რაც არ უნდა მოგ­ვი­წყონ! ეს შეხ­ვედ­რა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა და ჩა­ტარ­დე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე! სულ მალე სა­ბერ­ძნეთ­ში და სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში!",- და­წე­რა 10 ოქ­ტომ­ბერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
55

ამ კაცს არეულობა, ნგრევა და უბედურება მოაქვს... მაგრამ ვერანაირი პროვოკაცია და ავანტიურა ვეღარ უშველის. მიიღებს რასაც იმსახურებს თავისი მანიაკი სექტანტებიანად...

ნონა
255

რატომ კარგად არ მიგბეგვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს. ემიგრანტები სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ შემთხვევა მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრამდე შენობის გარეთ მოხდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

"მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის“,- დაწერა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას 2:00 საათზე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრას გეგმავდა.

"ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ.

ჩემზე თავდასხმის ორგანიზებას კანონიერი ქურდები: შუშანაშვილი და ამბროლაძე აკეთებენ. ისინი საბერძნეთში მცხოვრებ მოკრიმინალო ელემენტებს ქურდად მონათვლას ჰპირდებიან, თუკი ჩემზე თავდასხმას წარმატებით განახორციელებენ.

მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს.

მე ყველგან მივალ სადაც ჩვენი ხალხია, რაც არ უნდა მოგვიწყონ! ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და ჩატარდება უმაღლეს დონეზე! სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში!",- დაწერა 10 ოქტომბერს სოციალურ ქსელში სააკაშვილმა.

"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს

"საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება" - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას მიმართავს

გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობას, "აი იას" აფუძნებს  - "მე მგონი, ქვეყანა იმ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ"