სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტისაბჭოთა შეთქმულების ლიდერის ტრაგიკული ამბავი - სამხედრო ტრიბუნალი და სიკვდილით დასჯილი 17 ახალგაზრდა
ანტისაბჭოთა შეთქმულების ლიდერის ტრაგიკული ამბავი - სამხედრო ტრიბუნალი და სიკვდილით დასჯილი 17 ახალგაზრდა

გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვი­ლი 1942 წლის ან­ტი­საბ­ჭო­თა შეთ­ქმუ­ლე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, პო­ე­ტი და მთარ­გმნე­ლი გახ­ლდათ. უნი­ჭი­ე­რეს და პერ­სპექ­ტი­ულ ახალ­გაზ­რდას უმ­ძი­მე­სი ბედი ერგო - 1942 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ან­ტი­საბ­ჭო­თა შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს...

გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვი­ლი 1917 წელს ზედა ცი­ხე­სუ­ლო­რის კეჭ­ნა­რას უბან­ში (ახ­ლან­დე­ლი ქა­ლა­ქი ვანი) და­ი­ბა­და. მა­მის, მი­ხე­ილ (მი­ხა­კო) ძიგ­ვაშ­ვი­ლის გან­კუ­ლა­კე­ბის გამო პა­ტა­რა გი­ორ­გი ძმას­თან ერ­თად ვა­ნის სკო­ლი­დან გა­რი­ცხეს, რის შემ­დე­გაც, ისი­ნი ბი­ძამ თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ძმებს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის აღ­წე­რით, გი­ორ­გი მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბის, ტან­მორ­ჩი­ლი, კე­თი­ლი და თავ­მდა­ბა­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. წერ­და ლექ­სებს, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. გი­ორ­გიმ რო­ბერტ ბერნ­სის უამ­რა­ვი ლექ­სი ქარ­თუ­ლად თარ­გმნა. მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და მა­შინ­დე­ლი თა­ო­ბის ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტებ­თან - ლადო სუ­ლა­ბე­რი­ძეს­თან, ლადო ასა­თი­ან­თან, რე­ვაზ მარ­გი­ან­თან, მირ­ზა გე­ლო­ვან­სა და სხვებ­თან...

გი­ორ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის შე­მო­სა­ერ­თებ­ლად სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო. იმ დროს უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი იყო და გი­ორ­გის ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა ჰქონ­და, ის წი­თელ არ­მი­ა­ში გა­მო­ი­ძა­ხეს და უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნეს. დაბ­რუ­ნე­ბულ­მა და­წე­რა ლექ­სი "შეხ­ვედ­რა და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში"...

  • ან­ტი­საბ­ჭო­თა შეთ­ქმუ­ლე­ბა

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში­ვე შე­იქ­მნა ან­ტი­საბ­ჭო­თა პატ­რი­ო­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის და­მა­არ­სებ­ლე­ბი იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა მწერ­ლე­ბი: კოტე ჯოგ­ლი­ძე, შალ­ვა შა­ვი­ა­ნი­ძე, გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ იმერ­ლიშ­ვი­ლი; იდე­უ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი კოტე ხიმ­ში­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი იმერ­ლიშ­ვი­ლი იყ­ვნენ.

ამ­ბო­ხე­ბუ­ლებს ჰქონ­დათ პა­რო­ლი: "ვარ უმ­ტკი­ცე­სი რვა­ლი­სა" და ასე­თი პროგ­რა­მა:

  1. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბით და გერ­მა­ნი­ის პრო­ტექ­ტო­რა­ტი;
  2. სა­კოლ­მე­ურ­ნეო სის­ტე­მის დარ­ღვე­ვა, მი­წის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის შე­მო­ღე­ბა;
  3. სი­ტყვი­სა და პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა;
  4. სრუ­ლი ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის მიღ­წე­ვა "სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თველ­თათ­ვის".

მი­უ­ხე­და­ვად შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა სიფრ­თხი­ლი­სა, აჯან­ყე­ბა გა­ი­ცა. 1942 წლის 11 იან­ვარს შეთ­ქმულ­თა დიდი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვი­ლიც - სულ 33 ბრალ­დე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად, თსუ-ის ას­პი­რან­ტე­ბი და მეც­ნი­ერ-მუ­შა­კე­ბი. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფრონ­ტის სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნალ­მა გა­ა­სა­მარ­თლა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი უარ­ყოფ­დნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბას. 1942 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს 17 ახალ­გაზ­რდა სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს.

გა­ნა­ჩენ­ში წე­რია, რომ დახ­ვრე­ტის გარ­და, გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვილს კონ­ფის­კა­ცი­ის სა­ხით ჩა­მო­ერ­თვა სამ­ღებ­როს ქუჩა #5-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც. გი­ორ­გის დახ­ვრე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­მა­მუ­ლო ომის ფრონტზე და­ი­ღუ­პა მისი ძმა, პი­მენ ძიგ­ვაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე იმე­დის­მომ­ცემ პო­ე­ტად ით­ვლე­ბო­და. გი­ორ­გის დე­დას, ნინა სა­ნი­კი­ძეს, კარ­გა ხანს უმა­ლავ­დნენ გი­ორ­გის დახ­ვრე­ტის ამ­ბავს. ორი შვი­ლის და­კარ­გვამ მას­ზე უმძიIმესი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და 1959 წელს სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

  • დე­დის ან­დერ­ძის კვალ­დაკ­ვალ

ოჯახ­ში მხო­ლოდ სუ­ლი­კო ძიგ­ვაშ­ვი­ლი, გი­ორ­გის უმ­ცრო­სი ძმა დარ­ჩა. 1959 წელს ის 12 წლის იყო. იმ სა­ში­ნელ დღეს ასე იხ­სე­ნებს: "სკო­ლი­დან მობ­რუ­ნე­ბულს დედა მა­გი­და­ზე ყო­ველ­თვის გა­ზეთ­გა­და­ფა­რე­ბულ სა­დილს მახ­ვედ­რებ­და. იმ დღე­საც ასე დამ­ხვდა, მაგ­რამ და­ძა­ხილ­ზე: "დედა!" აღარ გა­მო­მეხ­მა­უ­რა. ეზო­ში ძებ­ნა და­ვუ­წყე და ხეზე ბაწ­რით ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ვნა­ხე. აღ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მა­შინ­ვე ფე­ხებ­ზე ვწვდი, მაგ­რამ ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ვერ მო­ვე­რიე. ჩემს ტი­რილ­ზე მე­ზობ­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ და ისი­ნი და­მეხ­მარ­ნენ"...

პა­ტა­რა სუ­ლი­კო ძიგ­ვაშ­ვი­ლე­ბის გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბულ სახ­ლში სულ მარ­ტო დარ­ჩა. დე­დამ სიკ­ვდი­ლის წი­ნა­დღეს პა­ტა­რა სუ­ლი­კო მუხ­ლზე და­ის­ვა, ბავ­შვს კი­სერ­ზე სკივ­რის გა­სა­ღე­ბი ჩა­მოჰ­კი­და, რო­მელ­შიც თა­ვი­სი და­ღუ­პუ­ლი შვი­ლე­ბის პი­რად ნივ­თებს, ნა­წე­რებს ინა­ხავ­და და სთხო­ვა, რომ მათ­თვის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ეპატ­რო­ნა.

სუ­ლი­კო ობ­ლად იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ დე­დის და­ნა­ბა­რე­ბი მა­ინც შე­ას­რუ­ლა. არა­ფე­რი გა­აჩ­ნდა, თუმ­ცა მის ერ­თა­დერთ უძ­ვირ­ფა­სეს ქო­ნე­ბას ის სკივ­რი წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის გა­სა­ღე­ბიც დე­დამ და­უ­ტო­ვა.

"ხუთი წელი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გრი­შა ძაგ­ნი­ძე სა­არ­სე­ბოდ ერთ ცალ პურს და ერთ კვერ­ცხს მაძ­ლევ­და. მოვ­ხარ­შავ­დი, შუ­ა­ზე ვჭრი­დი და ორ დღე­ზე ვა­ნა­წი­ლებ­დი, ხოლო პური რომ ხმე­ბო­და, წყალ­ში ვალ­ბობ­დი და ისე ვჭამ­დი. არც ტან­საც­მე­ლი მქონ­და და აღარც ფეხ­საც­მე­ლი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ღა­მის სკო­ლა­ში გა­დას­ვლა, თან სა­კონ­სერ­ვო ქარ­ხა­ნა­ში ხის ყუ­თე­ბის მჭე­და­ვად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ჩა­ქუჩს ხში­რად თი­თებ­ზე ვირ­ტყამ­დი და ფრჩხი­ლებ­დამძვრა­ლი დავ­დი­ო­დი","- იხ­სე­ნებს სუ­ლი­კო ძიგ­ვაშ­ვი­ლი.

სუ­ლი­კო ძიგ­ვაშ­ვი­ლი

გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვი­ლის სა­ხელს ტაბუ ედო, მისი ხსე­ნე­ბა ყვე­ლას ეკ­რძა­ლე­ბო­და, ამი­ტომ სუ­ლი­კოს ახალ­გაზ­რდო­ბი­დან კა-გე-ბემ თვალ­თვა­ლი და­უ­წყო. უფ­რო­სი ძმის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კი­თხეს.

"1980-იან წლებ­ში მწე­რალ­თა კავ­შირ­ში პო­ეტ­მა ლადო სუ­ლა­ბე­რი­ძემ და­მი­ბა­რა და გა­მაფრ­თხი­ლა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუკ-ი ვან­ში ჩვე­ნი სახ­ლის შე­მოწ­მე­ბას გეგ­მავ­და. რო­გორც კი შინ დავ­ბრუნ­დი, ღა­მით ბა­გა­ში ხის ია­ტა­კი ავ­ყა­რე, მიწა მოვ­თხა­რე და ცე­ლო­ფან­ში გახ­ვე­უ­ლი ჩემი ძმის ნივ­თე­ბი, ხელ­ნა­წე­რე­ბი და წიგ­ნე­ბი ორ­მო­ში დავ­მა­ლე. თვე-ნა­ხე­ვარ­ში მარ­თლაც სუკ-ის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი დაგ­ვად­გა თავს. სახ­ლი გა­ჩხრი­კეს, მე­ზობ­ლე­ბი გა­მოჰ­კი­თხეს და მეც დამ­კი­თხეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ხელ­მე­ო­რედ ჩა­მო­ვიდ­ნენ და ისევ დამ­კი­თხეს, მე­სა­მედ კი და­სა­კი­თხად თბი­ლის­ში და­მი­ბა­რეს, მაგ­რამ 1988 წელს ჩემი ძმის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ მო­მის­წრო, თო­რემ და­პა­ტიმ­რე­ბას ვერ გა­და­ვურ­ჩე­ბო­დი", - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი სუ­ლი­კო.

  • "მე არა­ფე­რი მინ­და, ოღონ­დაც ეს სახლ-მუ­ზე­უ­მი მო­ე­წყოს"

სუ­ლი­კო ძიგ­ვაშ­ვი­ლი: - ამ საქ­მე­ში ლო­მის წილი მწე­რალ რეზო მიშ­ვე­ლა­ძეს მი­უ­ძღვის, მაგ­რამ რად გინ­და? ეს ერთი ოთა­ხი, რო­მე­ლიც მუ­ზე­უმს წარ­მო­ად­გენს, ვერ გა­ი­მარ­თა, რად­გა­ნაც სა­რე­მონ­ტოა, სა­ხუ­რა­ვი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არის შე­სა­კე­თე­ბე­ლი. სა­ნამ შე­მეძ­ლო, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ვა­რე­მონ­ტებ­დი. ახლა ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. სახ­ლი 140 წლი­საა და მის ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას ესეც გა­ნა­პი­რო­ბებს.

- რა თან­ხა სჭირ­დე­ბა გა­რე­მონ­ტე­ბას?

- ამ სივ­რცის კე­თილ­მო­წყო­ბა რომ დამ­თავ­რდეს, შემ­დეგ კი მი­ი­ღოს რო­გორც უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი, ისე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, 40.000 ლარი სჭირ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს­თვის არ არის ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ციფ­რი. სულ ტუ­რიზ­მზეა ლა­პა­რა­კი, ეს სახლ-მუ­ზე­უ­მიც ტუ­რიზ­მის ნა­წი­ლია. ვინც გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვი­ლის ის­ტო­რია იცის, ამის­თვის მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცია. ერთი კია, გი­ორ­გი ძიგ­ვაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ვა­ნის რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში ბიბ­ლი­ო­თე­კას მი­ა­ნი­ჭეს. ეს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. მე­ში­ნია ჭერი არ ჩა­მო­ინ­გრეს, ან წვი­მამ არ ჩა­მო­რე­ცხოს. სიმ­წრით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი: წიგ­ნე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, გი­ორ­გის პი­რა­დი ნივ­თე­ბი სა­წო­ლებ­ზე, ტახ­ტებ­ზე, მა­გი­და­ზე მი­წყვია. ვის არ მივ­მარ­თე, მაგ­რამ შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია.

- ვა­ნის მე­რი­ის პა­სუ­ხი რა არის?

- ის, რომ სახ­სრე­ბი არა აქვთ. სახ­ლს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს მუ­ზე­უ­მის სტა­ტუ­სი, აქვს მე­მო­რი­ა­ლუ­რი დაფა, მე ვარ და­ნიშ­ნუ­ლი გი­დად, მუ­ზე­უ­მი კი კე­თილ­მო­უ­წყო­ბე­ლია და არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ოღონ­დაც ეს სივ­რცე მო­ე­წყოს, შემ­დეგ რა შე­მო­სა­ვა­ლიც მუ­ზე­უმს ექ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს ან ვა­ნის რა­ი­ონს მოხ­მარ­დეს, მე არა­ფე­რი მინ­და....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ანტისაბჭოთა შეთქმულების ლიდერის ტრაგიკული ამბავი - სამხედრო ტრიბუნალი და სიკვდილით დასჯილი 17 ახალგაზრდა

ანტისაბჭოთა შეთქმულების ლიდერის ტრაგიკული ამბავი - სამხედრო ტრიბუნალი და სიკვდილით დასჯილი 17 ახალგაზრდა

გიორგი ძიგვაშვილი 1942 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულების ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული გმირი, პოეტი და მთარგმნელი გახლდათ. უნიჭიერეს და პერსპექტიულ ახალგაზრდას უმძიმესი ბედი ერგო - 1942 წლის 17 ოქტომბერს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასაჯეს...

გიორგი ძიგვაშვილი 1917 წელს ზედა ციხესულორის კეჭნარას უბანში (ახლანდელი ქალაქი ვანი) დაიბადა. მამის, მიხეილ (მიხაკო) ძიგვაშვილის განკულაკების გამო პატარა გიორგი ძმასთან ერთად ვანის სკოლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც, ისინი ბიძამ თბილისში გადაიყვანა და ძმებს საშუალო განათლება მიაღებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ, გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

თანამედროვეების აღწერით, გიორგი მიმზიდველი გარეგნობის, ტანმორჩილი, კეთილი და თავმდაბალი ახალგაზრდა იყო. წერდა ლექსებს, რომლებიც ახალგაზრდებში პოპულარული გახდა. გიორგიმ რობერტ ბერნსის უამრავი ლექსი ქართულად თარგმნა. მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა მაშინდელი თაობის ახალგაზრდა პოეტებთან - ლადო სულაბერიძესთან, ლადო ასათიანთან, რევაზ მარგიანთან, მირზა გელოვანსა და სხვებთან...

გიორგის უნივერსიტეტში სწავლისას საბჭოთა კავშირმა დასავლეთ უკრაინის შემოსაერთებლად სამხედრო კამპანია წამოიწყო. იმ დროს უნივერსიტეტი გასამხედროებული იყო და გიორგის ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, ის წითელ არმიაში გამოიძახეს და უკრაინაში გაგზავნეს. დაბრუნებულმა დაწერა ლექსი "შეხვედრა დასავლეთ უკრაინაში"...

  • ანტისაბჭოთა შეთქმულება

მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველ თვეებშივე შეიქმნა ანტისაბჭოთა პატრიოტული ორგანიზაცია, რომლის დამაარსებლები იყვნენ ახალგაზრდა მწერლები: კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და მიხეილ იმერლიშვილი; იდეური ხელმძღვანელები კოტე ხიმშიაშვილი და გიორგი იმერლიშვილი იყვნენ.

ამბოხებულებს ჰქონდათ პაროლი: "ვარ უმტკიცესი რვალისა" და ასეთი პროგრამა:

  1. საქართველოს დამოუკიდებლობა კერძო საკუთრებით და გერმანიის პროტექტორატი;
  2. საკოლმეურნეო სისტემის დარღვევა, მიწის კერძო საკუთრების შემოღება;
  3. სიტყვისა და პრესის თავისუფლება;
  4. სრული ეროვნული თვითშეგნების მიღწევა "საქართველო ქართველთათვის".

მიუხედავად შეთქმულების მონაწილეთა სიფრთხილისა, აჯანყება გაიცა. 1942 წლის 11 იანვარს შეთქმულთა დიდი ჯგუფი დააკავეს, მათ შორის გიორგი ძიგვაშვილიც - სულ 33 ბრალდებული, ძირითადად, თსუ-ის ასპირანტები და მეცნიერ-მუშაკები. ეჭვმიტანილები ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულები უარყოფდნენ ორგანიზაციის არსებობას. 1942 წლის 17 ოქტომბერს 17 ახალგაზრდა სიკვდილით დასაჯეს.

განაჩენში წერია, რომ დახვრეტის გარდა, გიორგი ძიგვაშვილს კონფისკაციის სახით ჩამოერთვა სამღებროს ქუჩა #5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიც. გიორგის დახვრეტის პარალელურად, სამამულო ომის ფრონტზე დაიღუპა მისი ძმა, პიმენ ძიგვაშვილი, რომელიც ასევე იმედისმომცემ პოეტად ითვლებოდა. გიორგის დედას, ნინა სანიკიძეს, კარგა ხანს უმალავდნენ გიორგის დახვრეტის ამბავს. ორი შვილის დაკარგვამ მასზე უმძიIმესი გავლენა მოახდინა და 1959 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თავი ჩამოიხრჩო.

  • დედის ანდერძის კვალდაკვალ

ოჯახში მხოლოდ სულიკო ძიგვაშვილი, გიორგის უმცროსი ძმა დარჩა. 1959 წელს ის 12 წლის იყო. იმ საშინელ დღეს ასე იხსენებს: "სკოლიდან მობრუნებულს დედა მაგიდაზე ყოველთვის გაზეთგადაფარებულ სადილს მახვედრებდა. იმ დღესაც ასე დამხვდა, მაგრამ დაძახილზე: "დედა!" აღარ გამომეხმაურა. ეზოში ძებნა დავუწყე და ხეზე ბაწრით ჩამომხრჩვალი ვნახე. აღრიალებული მაშინვე ფეხებზე ვწვდი, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ვერ მოვერიე. ჩემს ტირილზე მეზობლები გამოცვივდნენ და ისინი დამეხმარნენ"...

პატარა სულიკო ძიგვაშვილების გამოცარიელებულ სახლში სულ მარტო დარჩა. დედამ სიკვდილის წინადღეს პატარა სულიკო მუხლზე დაისვა, ბავშვს კისერზე სკივრის გასაღები ჩამოჰკიდა, რომელშიც თავისი დაღუპული შვილების პირად ნივთებს, ნაწერებს ინახავდა და სთხოვა, რომ მათთვის სიცოცხლის ბოლომდე ეპატრონა.

სულიკო ობლად იზრდებოდა, მაგრამ დედის დანაბარები მაინც შეასრულა. არაფერი გააჩნდა, თუმცა მის ერთადერთ უძვირფასეს ქონებას ის სკივრი წარმოადგენდა, რომლის გასაღებიც დედამ დაუტოვა.

"ხუთი წელი მარტო ვცხოვრობდი. სკოლის დირექტორი გრიშა ძაგნიძე საარსებოდ ერთ ცალ პურს და ერთ კვერცხს მაძლევდა. მოვხარშავდი, შუაზე ვჭრიდი და ორ დღეზე ვანაწილებდი, ხოლო პური რომ ხმებოდა, წყალში ვალბობდი და ისე ვჭამდი. არც ტანსაცმელი მქონდა და აღარც ფეხსაცმელი, ამიტომ გადავწყვიტე ღამის სკოლაში გადასვლა, თან საკონსერვო ქარხანაში ხის ყუთების მჭედავად დავიწყე მუშაობა. ჩაქუჩს ხშირად თითებზე ვირტყამდი და ფრჩხილებდამძვრალი დავდიოდი","- იხსენებს სულიკო ძიგვაშვილი.

სულიკო ძიგვაშვილი

გიორგი ძიგვაშვილის სახელს ტაბუ ედო, მისი ხსენება ყველას ეკრძალებოდა, ამიტომ სულიკოს ახალგაზრდობიდან კა-გე-ბემ თვალთვალი დაუწყო. უფროსი ძმის საქმიანობის შესახებ რამდენჯერმე დაჰკითხეს.

"1980-იან წლებში მწერალთა კავშირში პოეტმა ლადო სულაბერიძემ დამიბარა და გამაფრთხილა, მისი ინფორმაციით, სუკ-ი ვანში ჩვენი სახლის შემოწმებას გეგმავდა. როგორც კი შინ დავბრუნდი, ღამით ბაგაში ხის იატაკი ავყარე, მიწა მოვთხარე და ცელოფანში გახვეული ჩემი ძმის ნივთები, ხელნაწერები და წიგნები ორმოში დავმალე. თვე-ნახევარში მართლაც სუკ-ის სამი თანამშრომელი დაგვადგა თავს. სახლი გაჩხრიკეს, მეზობლები გამოჰკითხეს და მეც დამკითხეს. რამდენიმე თვეში ხელმეორედ ჩამოვიდნენ და ისევ დამკითხეს, მესამედ კი დასაკითხად თბილისში დამიბარეს, მაგრამ 1988 წელს ჩემი ძმის რეაბილიტაციამ მომისწრო, თორემ დაპატიმრებას ვერ გადავურჩებოდი", - გვიყვება ბატონი სულიკო.

  • "მე არაფერი მინდა, ოღონდაც ეს სახლ-მუზეუმი მოეწყოს"

სულიკო ძიგვაშვილი: - ამ საქმეში ლომის წილი მწერალ რეზო მიშველაძეს მიუძღვის, მაგრამ რად გინდა? ეს ერთი ოთახი, რომელიც მუზეუმს წარმოადგენს, ვერ გაიმართა, რადგანაც სარემონტოა, სახურავი საფუძვლიანად არის შესაკეთებელი. სანამ შემეძლო, საკუთარი სახსრებით ვარემონტებდი. ახლა ეს შეუძლებელია. სახლი 140 წლისაა და მის ასეთ მძიმე მდგომარეობას ესეც განაპირობებს.

- რა თანხა სჭირდება გარემონტებას?

- ამ სივრცის კეთილმოწყობა რომ დამთავრდეს, შემდეგ კი მიიღოს როგორც უცხოელი სტუმრები, ისე ჩვენი მოქალაქეები, 40.000 ლარი სჭირდება. სახელმწიფოსთვის არ არის ეს კატასტროფული ციფრი. სულ ტურიზმზეა ლაპარაკი, ეს სახლ-მუზეუმიც ტურიზმის ნაწილია. ვინც გიორგი ძიგვაშვილის ისტორია იცის, ამისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექცია. ერთი კია, გიორგი ძიგვაშვილის სახელი ვანის რაიონულ ცენტრში ბიბლიოთეკას მიანიჭეს. ეს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა იყო. მეშინია ჭერი არ ჩამოინგრეს, ან წვიმამ არ ჩამორეცხოს. სიმწრით გადარჩენილი ექსპონატები: წიგნები, ფოტოები, გიორგის პირადი ნივთები საწოლებზე, ტახტებზე, მაგიდაზე მიწყვია. ვის არ მივმართე, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.

- ვანის მერიის პასუხი რა არის?

- ის, რომ სახსრები არა აქვთ. სახლს მინიჭებული აქვს მუზეუმის სტატუსი, აქვს მემორიალური დაფა, მე ვარ დანიშნული გიდად, მუზეუმი კი კეთილმოუწყობელია და არ ფუნქციონირებს. ოღონდაც ეს სივრცე მოეწყოს, შემდეგ რა შემოსავალიც მუზეუმს ექნება, სახელმწიფოს ან ვანის რაიონს მოხმარდეს, მე არაფერი მინდა....განაგრძეთ კითხვა

ერთა ლიგის მორიგი მატჩი და +1 ქულა - საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ფრე ითამაშა (ნახეთ გოლები)

მაკა ასათიანი ლევან ვასაძეს რთველში ეწვია - კადრები ვენახიდან და ამღერებული მილიონერი ბიზნესმენი

შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით