რუსთავში, რესტორან, "მონოპოლის" მიმედებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, მაშველებმა საძიებო სამუშაოები დაასრულეს.
მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი 13 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.
რამდენიმე საათიან საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.