მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ" - ბექა ოდიშარიას კომენტარი ვახუშტი მენაბდეს, რომლის გამოც პარლამენტარი მწვავედ გააკრიტიკეს
“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ" - ბექა ოდიშარიას კომენტარი ვახუშტი მენაბდეს, რომლის გამოც პარლამენტარი მწვავედ გააკრიტიკეს

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის (სა­ი­ას) დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ "ფე­ის­ბუქ­ზე" ტრო­ტუ­არ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი პარ­ლა­მენ­ტის საშ­ვით სარ­გებ­ლობ­და. მე­ნაბ­დემ კი ამის გამო და­წე­რა, რომ "ყვე­ლა თა­ნას­წო­რია, მაგ­რამ ზოგი უფრო თა­ნას­წო­რი."

“ეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის საშ­ვია. ავ­ტო­მო­ბილ­მა რო­მელ­ზეც ისაა გა­ცე­მუ­ლი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ბო­ლო­ში ტრო­ტუ­არ­ზე მო­ი­კა­ლა­თა. იქვე მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლია ელი­ტუ­რი ნომ­რე­ბით. ფე­ხით სა­ვა­ლი სრუ­ლად აქვს გა­და­კე­ტი­ლი. ამის გამო სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ,”- წერს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

ავ­ტო­მო­ბი­ლი პარ­ლა­მენ­ტარ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ ბექა ოდი­შა­რი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც მე­ნაბ­დის პოსტზე ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­ტო­ვა:

“ვა­ხუშტ ტელ გინ­და?! თუ ამ­დენს ვერ ქა­ჩავ, მომ­წე­რე პა­სუ­ხი და არ მომ­წე­რის,”- და­წე­რა ოდი­შა­რი­ამ.

პარ­ლა­მენ­ტა­რის ამ­გვარ კო­მენ­ტარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც ოდი­შა­რი­ამ ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დის პოსტზე კი­დევ ერთი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა. ამ­ჯე­რად მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და:

"ბო­დი­ში, ვინც ასე გა­გაბ­რა­ზათ ადა­მი­ან­მა, ვინც ჩემს ა/მ მარ­თავს. გა­მოვსწორ­დე­ბით", - წერს ოდი­შა­რია.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პელაგია
0

ფულისგან გათავხედებული ნაძირალა.

GRUZIN
4

ამაზე არ გირს აურზაური,ტროტუარზე მანქანა არგინახიათ

sponsored by ContentRoom
ავტორი:

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ" - ბექა ოდიშარიას კომენტარი ვახუშტი მენაბდეს, რომლის გამოც პარლამენტარი მწვავედ გააკრიტიკეს

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ" - ბექა ოდიშარიას კომენტარი ვახუშტი მენაბდეს, რომლის გამოც პარლამენტარი მწვავედ გააკრიტიკეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ "ფეისბუქზე" ტროტუარზე გაჩერებული მანქანის ფოტოები გამოაქვეყნა. მანქანის მფლობელი პარლამენტის საშვით სარგებლობდა. მენაბდემ კი ამის გამო დაწერა, რომ "ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი."

“ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი. ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ,”- წერს ვახუშტი მენაბდე.

ავტომობილი პარლამენტარ და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის, რომელმაც მენაბდის პოსტზე ასეთი კომენტარი დატოვა:

“ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ, მომწერე პასუხი და არ მომწერის,”- დაწერა ოდიშარიამ.

პარლამენტარის ამგვარ კომენტარს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც ოდიშარიამ ვახუშტი მენაბდის პოსტზე კიდევ ერთი კომენტარი დაწერა. ამჯერად მან ბოდიში მოიხადა:

"ბოდიში, ვინც ასე გაგაბრაზათ ადამიანმა, ვინც ჩემს ა/მ მართავს. გამოვსწორდებით", - წერს ოდიშარია.