მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში
ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­ში მცხოვ­რებ­მა გუ­რამ აბუ­ლა­ძემ ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო ხეზე მუ­შა­ო­ბა, სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი დიდი ხნის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა – თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი შე­მო­იკ­რი­ბა და გახ­სნა ხის სა­ამ­ქრო, სა­დაც სე­რი­უ­ლი ავე­ჯის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

საქ­მი­ა­ნო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ხე­ლო­სანს არ გა­აჩ­ნდა საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი მომ­ხმა­რე­ბელ­თა და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ამი­ტომ უწევ­და ავე­ჯის თურ­ქე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბა. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად გუ­რამს სურ­და, ავე­ჯი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ექ­მნა. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იგი 2019 წელს ჩა­ერ­თო ხუ­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბულ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შეძ­ლო ბიზ­ნე­სის ახალ ეტაპ­ზე გა­დაყ­ვა­ნა – შე­იც­ვა­ლა საქ­მი­ა­ნო­ბის ლო­კა­ცია , მცი­რე სა­წარ­მო­დან გა­და­ვი­და 3000 კვად­რა­ტულ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც გან­თავ­სდა უახ­ლე­სი ტი­პის დაზ­გა-და­ნად­გა­რე­ბი. ამ ეტაპ­ზე გუ­რამ­სა და მის 35 კა­ცი­ან გუნდს შე­უძ­ლია შექ­მნას თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ავე­ჯი.

ხუ­ლოს LAG პრო­ექ­ტებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით აფი­ნან­სებს. რო­გორც LAG-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ას­ლან ტუ­ნა­ძე გვიყ­ვე­ბა, მათ სტრა­ტე­გი­ა­ში ექ­ვსი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა: „მო­სახ­ლე­ო­ბას გრან­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დის შე­მო­ტა­ნის წინ მო­ვუ­წო­დებთ, რომ სტრა­ტე­გი­ულ პრი­ო­რი­ტე­ტებს მო­არ­გონ იდეა. ამ­გვა­რად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ თა­ნა­ბა­რი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი რო­გორც სოფ­ლად ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, აგ­რეთ­ვე ხელი შე­ვუ­წყოთ სა­სოფ­ლო თუ არა­სას­ფო­ლო მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას. ხუ­ლოს LAG-მა სა­ერ­თო ჯამ­ში და­ა­ფი­ნან­სა 73 პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე“.

სწო­რედ ამ პრო­ექ­ტე­ბი­დან იყო ერთ-ერთი გუ­რამ აბუ­ლა­ძის სა­წარ­მოს გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ოს­ტატ­მა მო­ა­ხერ­ხა ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა – სა­ბო­ლო­ოდ უარი თქვა იმ­პორტზე და სრუ­ლად გა­და­ერ­თო ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ზე. უფრო მე­ტიც, მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი ხა­სი­ათ­დე­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის მი­მართ მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბით, რის შე­დე­გად ტექ­ნო ჯორ­ჯია წარ­მა­ტე­ბით იმ­კვიდ­რებს ად­გილს შიდა ბა­ზარ­ზე, კერ­ძოდ, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში, რაც დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს უფრო გა­ფარ­თოვ­დეს და და­ა­საქ­მოს მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ამ მხრივ შე­დე­გი უკვე სა­ხე­ზეა, კერ­ძოდ 1 წელ­ში გუ­რამ­მა შეძ­ლო და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 8 -დან 35-მდე გა­ე­ზარ­და.

"ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტმა და ხუ­ლოს LAG-მა სულ სხვაგ­ვა­რად წარ­მარ­თა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუ მა­ნამ­დე მხო­ლოდ რბი­ლი ავე­ჯის კარ­კასს ვამ­ზა­დებ­დით, ახლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა ავე­ჯი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა. ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ბევრ ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც მა­ნამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გარ­და ამი­სა, ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი­დან და­საქმდა გა­ცი­ლე­ბით მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რო­მელ­თა რი­ცხვის ზრდას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ ვგეგ­მავთ“ – გვიყ­ვე­ბა გუ­რამ აბუ­ლა­ძე.

უნდა ით­ქვას, რომ ხუ­ლოს LAG-ის მუ­შა­ო­ბის მან­ძილ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა სოფ­ლებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და და­ი­წყო ამ კუ­თხით ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. კერ­ძოდ, სა­სოფ­ლო და არა­სა­სოფ­ლო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა, რათა ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია გა­ყიდ­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და მო­ეც­ვა არამ­ხო­ლოდ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და რე­გი­ო­ნი, არა­მედ ქვე­ყა­ნა.

„ტექ­ნო ჯორ­ჯი­ას არ­სე­ბო­ბა და მისი წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ხუ­ლოს­თვის დიდი მნიშნ­ვე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა, მას შემ­დეგ რაც პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თო, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ნა­ვი­თა­რა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო ხუ­ლო­ში ბიზ­ნე­სის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. ჩვენ გვი­ხა­რია, რომ სა­წარ­მოს მხრი­დან შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა – მა­შინ, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ან­თა საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი შე­ფერ­ხდა, ტექ­ნო ჯორ­ჯი­ას არ­ცერთ ეტაპ­ზე არ გა­ნუც­დია კრა­ხი. ეს სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ა­მა­ყო­ცაა“ – ამ­ბობს ას­ლან ტუ­ნა­ძე.

მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ავე­ჯი მო­თხოვ­ნა­დი სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­შია. ხე­ლოს­ნის თქმით, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ერთჯე­რა­დად 30-ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ავე­ჯი მო­უ­თხო­ვი­ათ, რაც სა­წარ­მომ 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ამ­ზა­და. კერ­ძო შეკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბი­სას, კი მყიდ­ვე­ლებს ლო­დი­ნი მხო­ლოდ 1-2 დღით უწევთ.

„გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი თუ ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის წყა­ლო­ბით ახლა გა­ცი­ლე­ბით მეტ შეკ­ვე­თას ვი­ღებთ. ძი­რი­თა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ავე­ჯის მა­ღა­ზი­ე­ბი. ისი­ნი გვთა­ვა­ზო­ბენ უცხო­ურ მო­დე­ლებს და ჩვენ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ფას­ში ვუმ­ზა­დებთ იდენ­ტურ ავეჯს. ჩვე­ნი მი­სი­აც ესაა, კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელს და შევ­ქმნათ ისე­თი ხა­რის­ხის ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მი, რომ­ლის მო­თხოვ­ნა ბა­ზარ­ზე ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა“ – გვე­უბ­ნე­ბა გუ­რამ აბუ­ლა­ძე.

ბე­ნე­ფი­ცი­არს სურს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გა­ა­ფარ­თო­ვოს წარ­მო­ე­ბა, და­იმ­კვიდ­როს თავი ქვეყ­ნის შიდა ბა­ზარ­ზე, რაც ხელს შე­უ­წყობს იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი შრო­მი­თი რე­სურ­სე­ბის მეტ ჩარ­თუ­ლო­ბას საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას: „ახლა, როცა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ სარ­გე­ბე­ლი გა­მო­ი­ღო, უკან არ და­ვი­ხევთ, პი­რი­ქით, მჯე­რა, რომ ჩვენ ყო­ველ­თვის წინ ვივ­ლით, გა­ვიზ­რდე­ბით, გან­ვი­თარ­დე­ბით და კი­დევ უფრო ბევრ ად­გი­ლობ­რივს და­ვა­საქ­მებთ“ – ამ­ბობს გუ­რამ აბუ­ლა­ძე.

უყუ­რეთ ის­ტო­რი­ას აქ:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
1

მაღალი ხარისხის ავეჯს მაღალი ხარისხის დანადგარი ჭირდება , 

იასამანი
0

როგორ და სად შეიძ₾ება შეძენა ისიც გვითხარით 

ავტორი:

ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში

ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა გურამ აბულაძემ ბავშვობიდან დაიწყო ხეზე მუშაობა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კი დიდი ხნის ოცნება აისრულა – თანასოფლელები შემოიკრიბა და გახსნა ხის საამქრო, სადაც სერიული ავეჯის წარმოება დაიწყო.

საქმიანობის საწყის ეტაპზე ხელოსანს არ გააჩნდა საკმარისი რესურსი მომხმარებელთა დასაკმაყოფილებლად, ამიტომ უწევდა ავეჯის თურქეთიდან იმპორტირება. ყველაფრის მიუხედავად გურამს სურდა, ავეჯი მხოლოდ საქართველოში შეექმნა. მიზნის მისაღწევად იგი 2019 წელს ჩაერთო ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მობილიზებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც შეძლო ბიზნესის ახალ ეტაპზე გადაყვანა – შეიცვალა საქმიანობის ლოკაცია , მცირე საწარმოდან გადავიდა 3000 კვადრატულ შენობაში, სადაც განთავსდა უახლესი ტიპის დაზგა-დანადგარები. ამ ეტაპზე გურამსა და მის 35 კაციან გუნდს შეუძლია შექმნას თანამედროვე დიზაინის და მაღალი ხარისხის ავეჯი.

ხულოს LAG პროექტებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით აფინანსებს. როგორც LAG-ის წარმომადგენელი ასლან ტუნაძე გვიყვება, მათ სტრატეგიაში ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა: „მოსახლეობას გრანტის შესახებ განაცხადის შემოტანის წინ მოვუწოდებთ, რომ სტრატეგიულ პრიორიტეტებს მოარგონ იდეა. ამგვარად, მაქსიმალურად ვცდილობთ თანაბარი უპირატესობით დავუჭიროთ მხარი როგორც სოფლად ტურიზმის განვითარებას, აგრეთვე ხელი შევუწყოთ სასოფლო თუ არასასფოლო მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას. ხულოს LAG-მა საერთო ჯამში დააფინანსა 73 პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.

სწორედ ამ პროექტებიდან იყო ერთ-ერთი გურამ აბულაძის საწარმოს განვითარება, რომლის ფარგლებშიც ოსტატმა მოახერხა ოცნების რეალობად ქცევა – საბოლოოდ უარი თქვა იმპორტზე და სრულად გადაერთო ქართული პროდუქციის წარმოებაზე. უფრო მეტიც, მის მიერ წარმოებული საქონელი ხასიათდება იმპორტირებული საქონლის მიმართ მაღალი კონკურენტუნარიანობით, რის შედეგად ტექნო ჯორჯია წარმატებით იმკვიდრებს ადგილს შიდა ბაზარზე, კერძოდ, სხვადასხვა ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, რაც დიდ უპირატესობას აძლევს უფრო გაფართოვდეს და დაასაქმოს მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ამ მხრივ შედეგი უკვე სახეზეა, კერძოდ 1 წელში გურამმა შეძლო დასაქმებულთა რაოდენობა 8 -დან 35-მდე გაეზარდა.

"ევროკავშირის პროექტმა და ხულოს LAG-მა სულ სხვაგვარად წარმართა ჩვენი საქმიანობა. თუ მანამდე მხოლოდ რბილი ავეჯის კარკასს ვამზადებდით, ახლა შესაძლებლობა მოგვეცა ავეჯი თავიდან ბოლომდე გვეწარმოებინა. ვახორციელებთ ბევრ ისეთ საქმიანობას, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ირგვლივ არსებული სოფლებიდან დასაქმდა გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის ქალბატონები, რომელთა რიცხვის ზრდას უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ“ – გვიყვება გურამ აბულაძე.

უნდა ითქვას, რომ ხულოს LAG-ის მუშაობის მანძილზე გამოიკვეთა სოფლებში განსხვავებული საქმიანობების განვითარების საჭიროება და დაიწყო ამ კუთხით ადამიანების დახმარება. კერძოდ, სასოფლო და არასასოფლო ბიზნესის ხელშეწყობა, რათა ადგილზე წარმოებული პროდუქცია გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო და მოეცვა არამხოლოდ მუნიციპალიტეტი და რეგიონი, არამედ ქვეყანა.

„ტექნო ჯორჯიას არსებობა და მისი წარმოებული პროდუქცია ხულოსთვის დიდი მნიშნველობის მატარებელია. ბატონმა გურამმა, მას შემდეგ რაც პროექტში ჩაერთო, თავისი საქმიანობა საგრძნობლად განავითარა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო ხულოში ბიზნესის განსავითარებლად. ჩვენ გვიხარია, რომ საწარმოს მხრიდან შედეგმაც არ დააყოვნა – მაშინ, როცა კორონავირუსის პირობებში ადამიანთა საქმიანობები შეფერხდა, ტექნო ჯორჯიას არცერთ ეტაპზე არ განუცდია კრახი. ეს სასიხარულო და საამაყოცაა“ – ამბობს ასლან ტუნაძე.

მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ავეჯი მოთხოვნადი საქართველოს რამდენიმე რეგიონშია. ხელოსნის თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთჯერადად 30-ზე მეტი რაოდენობის ავეჯი მოუთხოვიათ, რაც საწარმომ 1 კვირის განმავლობაში დაამზადა. კერძო შეკვეთების მიღებისას, კი მყიდველებს ლოდინი მხოლოდ 1-2 დღით უწევთ.

„გაზრდილი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების წყალობით ახლა გაცილებით მეტ შეკვეთას ვიღებთ. ძირითადად დაინტერესებულები არიან სხვადასხვა რეგიონში არსებული ავეჯის მაღაზიები. ისინი გვთავაზობენ უცხოურ მოდელებს და ჩვენ გაცილებით ნაკლებ ფასში ვუმზადებთ იდენტურ ავეჯს. ჩვენი მისიაც ესაა, კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ საქონელს და შევქმნათ ისეთი ხარისხის ქართული ნაწარმი, რომლის მოთხოვნა ბაზარზე ყოველთვის იქნება“ – გვეუბნება გურამ აბულაძე.

ბენეფიციარს სურს, რომ კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს წარმოება, დაიმკვიდროს თავი ქვეყნის შიდა ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოებით, ადგილობრივი შრომითი რესურსების მეტ ჩართულობას საქმიანობაში და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას: „ახლა, როცა პროექტში მონაწილეობამ სარგებელი გამოიღო, უკან არ დავიხევთ, პირიქით, მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის წინ ვივლით, გავიზრდებით, განვითარდებით და კიდევ უფრო ბევრ ადგილობრივს დავასაქმებთ“ – ამბობს გურამ აბულაძე.

უყურეთ ისტორიას აქ:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Jo5MNuavobA" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

სურვილების ასრულების 9 წელი სითი მოლთან ერთად!

6 მიზეზი, რატომ უნდა დააზღვიოთ ავტომობილი ალდაგში