კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით
შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის, მარ­ნის, ქვევ­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მსოფ­ლი­ო­ში დი­დია და სულ უფრო იზ­რდე­ბა. ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ქარ­თუ­ლი წე­სის გა­საც­ნო­ბად უცხო­ე­ლე­ბი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან, უკვე სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში, თა­ვი­ანთ მა­მუ­ლებ­ში თა­ვად­ვე ქმნი­ან ქარ­თუ­ლი წე­სი­თა და ტრა­დი­ცი­ით ღვი­ნის სახ­ლებს, მარ­ნებს... ცოტა ხნის წინ შვე­დე­თის სა­მე­ფოს სამ­ხრეთ რე­გი­ონ­ში, სკო­ნე­ში, სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა ქარ­თუ­ლი ქვევ­რის მა­რა­ნი. ღო­ნის­ძი­ე­ბას უამ­რა­ვი სტუ­მა­რი და­ეს­წრო, მათ შო­რის ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, შვე­დეთ­ში მცხოვ­რე­ბი იუ­რის­ტი თე­მურ პო­ტას­კა­ე­ვი, რომ­ლის­გა­ნაც ამ ამ­ბის შე­სა­ხებ უფრო მეტი შე­ვი­ტყვეთ.

- შვე­დეთ­ში ქარ­თუ­ლი მარ­ნის გახ­სნას თქვენც და­ეს­წა­რით. რა იცით მის შე­სა­ხებ?

- მა­რანს "ვე­ი­ბი ვინ­გორ­დი" ჰქვია, ვე­ი­ბი სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა. ვე­ნა­ხი შვე­დე­თის სამ­ხრეთ რე­გი­ონ­ში, სკო­ნე­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი. მისი მე­სა­კუთ­რეა შვე­დი ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი იეპე აპე­ლი­ნი. მას მე­უღ­ლე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჰყავს. ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მეს მარ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მამა ეხ­მა­რე­ბო­და. ყუ­რძე­ნი, რო­მელ­საც წუ­რავს, 1991 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ერთ-ერთი ჯი­შია და მხო­ლოდ ნი­დერ­ლან­დებ­სა და შვე­დეთ­ში მოჰ­ყავთ.

- თა­ვად რო­გორ აღ­მოჩ­ნდით მარ­ნის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე?

- შვე­დეთ­ში მარ­ნის გახ­სნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სტოკ­ჰოლ­მის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლოს მღვდელმსა­ხურ­მა მამა შიო ბიწ­კი­ნაშ­ვილ­მა მოგ­ვა­წო­და. მას სა­ელ­ჩო და­უ­კავ­შირ­და, რათა შვე­დე­თის ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი მა­რა­ნი ეკურ­თხე­ბი­ნა. სკო­ნეს ერთ სო­ფელ­ში უკვე ჰქონ­დათ ვე­ნა­ხე­ბი გა­შე­ნე­ბუ­ლი, ხოლო იქა­ურ­მა მკვიდრმა იეპე აპე­ლინ­მა ღვი­ნის ქარ­თუ­ლი წე­სით და­ყე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და მა­რა­ნიც ამის­თვის აშენ­და. ქვევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ჯერ­ჯე­რო­ბით ათი ცალი აქვთ.

იე­პემ მა­რა­ნი მა­მას­თან ერ­თად სა­კუ­თა­რი ხე­ლით აა­შე­ნა. ფარ­თო­ბით დიდი არ არის, სა­მა­გი­ე­როდ, მი­წა­ში ჩაყ­რი­ლი ქვევ­რე­ბი სა­ოც­რად ამ­შვე­ნებს. იეპე ღვი­ნოს კას­რებ­შიც აყე­ნებს, ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ით, წლე­ულს კი პირ­ვე­ლი მო­სავ­ლით სა­მარ­ნე ღვი­ნის და­ყე­ნე­ბას პირ­ვე­ლად აპი­რებს. გა­ი­სად უკვე გა­მოც­დი­ლე­ბაც ექ­ნე­ბა და ქარ­თუ­ლი წე­სით და­ყე­ნე­ბუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნოც.

- მარ­ნის გახ­სნის მი­ზა­ნი რა არის?

- ქარ­თუ­ლი მარ­ნის ტრა­დი­ცი­ის შვე­დურ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა შე­დე­გი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ი­სა და ტრა­დი­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის კარ­გი იდე­აა. შვე­დეთ­ში ქარ­თულ მა­რანს ბევ­რი სტუ­მა­რი ეყო­ლე­ბა. თა­ვად იეპე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ნამ­ყო­ფი, არას­დროს უნა­ხავს ნამ­დვი­ლი მა­რა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნე­ტით შე­ის­წავ­ლა....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით

შვედი მეწარმე, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა, ღვინოს ქართული წესით ამზადებს - მარანი შვედეთში ქართული მოტივებით

ქართული ღვინის, მარნის, ქვევრის მიმართ ინტერესი მსოფლიოში დიდია და სულ უფრო იზრდება. ღვინის დაყენების ქართული წესის გასაცნობად უცხოელები არა მარტო საქართველოში ჩამოდიან, უკვე საკუთარ ქვეყნებში, თავიანთ მამულებში თავადვე ქმნიან ქართული წესითა და ტრადიციით ღვინის სახლებს, მარნებს... ცოტა ხნის წინ შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონში, სკონეში, საზეიმოდ გაიხსნა ქართული ქვევრის მარანი. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის ჩვენი თანამემამულე, შვედეთში მცხოვრები იურისტი თემურ პოტასკაევი, რომლისგანაც ამ ამბის შესახებ უფრო მეტი შევიტყვეთ.

- შვედეთში ქართული მარნის გახსნას თქვენც დაესწარით. რა იცით მის შესახებ?

- მარანს "ვეიბი ვინგორდი" ჰქვია, ვეიბი სოფლის სახელწოდებაა. ვენახი შვედეთის სამხრეთ რეგიონში, სკონეშია გაშენებული. მისი მესაკუთრეა შვედი ღვინის მწარმოებელი იეპე აპელინი. მას მეუღლე აზერბაიჯანელი ჰყავს. ახალგაზრდა მეწარმეს მარნის მშენებლობაში მამა ეხმარებოდა. ყურძენი, რომელსაც წურავს, 1991 წელს შვეიცარიაში გამოყვანილი ერთ-ერთი ჯიშია და მხოლოდ ნიდერლანდებსა და შვედეთში მოჰყავთ.

- თავად როგორ აღმოჩნდით მარნის გახსნის ღონისძიებაზე?

- შვედეთში მარნის გახსნის შესახებ ინფორმაცია სტოკჰოლმის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურმა მამა შიო ბიწკინაშვილმა მოგვაწოდა. მას საელჩო დაუკავშირდა, რათა შვედეთის ერთ-ერთ რეგიონში ქართული მარანი ეკურთხებინა. სკონეს ერთ სოფელში უკვე ჰქონდათ ვენახები გაშენებული, ხოლო იქაურმა მკვიდრმა იეპე აპელინმა ღვინის ქართული წესით დაყენება გადაწყვიტა და მარანიც ამისთვის აშენდა. ქვევრები საქართველოდან ჩამოიტანეს, ჯერჯერობით ათი ცალი აქვთ.

იეპემ მარანი მამასთან ერთად საკუთარი ხელით ააშენა. ფართობით დიდი არ არის, სამაგიეროდ, მიწაში ჩაყრილი ქვევრები საოცრად ამშვენებს. იეპე ღვინოს კასრებშიც აყენებს, ევროპული ტრადიციით, წლეულს კი პირველი მოსავლით სამარნე ღვინის დაყენებას პირველად აპირებს. გაისად უკვე გამოცდილებაც ექნება და ქართული წესით დაყენებული ქვევრის ღვინოც.

- მარნის გახსნის მიზანი რა არის?

- ქართული მარნის ტრადიციის შვედურ რეალობაში გადატანა. ძალიან საინტერესო იქნება შედეგი. ჩვენი ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის პოპულარიზაციისთვის კარგი იდეაა. შვედეთში ქართულ მარანს ბევრი სტუმარი ეყოლება. თავად იეპე საქართველოში არ არის ნამყოფი, არასდროს უნახავს ნამდვილი მარანი. ყველაფერი ინტერნეტით შეისწავლა....განაგრძეთ კითხვა

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი