ავტორი:

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები არ აძლევენ.

"გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევენ მას შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომლებიც მუხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" განმარტა, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, შესაბამისად, ავიაკომპანია "აირზენა" ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა მმართველ გუნდშიც.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კახიანის განმარტებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პანდემიური მდგომარეობით არის ნაკარნახევი. კახიანის განმარტებით, თუ ეს პიროვნება ქვეყნის მიერ დადგენილ ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს, ის შეიძლება იყოს შემოშვებული საქართველოში.

"ბუნებრივია, სახელმწიფო იღებს იმ ზომებს, რომელიც გარკვეულწილად პანდემიური მდგომარეობიდან არის გამომდინარე და აქედან გამომდინარე ხდება, თუ რაღაც გარკვეული შეზღუდვა არის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, როგორც ამას შესაბამისი რეგულაციები მოითხოვენ, ეს პიროვნება შესაძლოა იყოს შემოშვებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც არსებობს პანდემიიდან გამომდინარე" - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას დღეს აპირებდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა.

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცნობილი ქართველი ალპინისტის 90 წლის მეუღლე პრემიერთან - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი გახარია სვანეთიდან