სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?
აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?

აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჟურ­ნა­ლისტს აფგან მუხ­თარ­ლის გერ­მა­ნი­ი­დან თბი­ლის­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლე­ვენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცია "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო" ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუხ­თარ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას ავი­ა­კომ­პა­ნია „სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბი" და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ აძ­ლე­ვენ.

"გერ­მა­ნი­ა­ში მყო­ფი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, აფგან მუხ­თარ­ლი, რო­მე­ლიც დღეს თბი­ლის­ში გეგ­მავ­და ჩა­მოს­ვლას, იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ავი­ა­კომ­პა­ნია „სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბის" და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი არ აძ­ლე­ვენ მას შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ემ­გზავ­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში. „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი“ და მისი წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია „უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“, რომ­ლე­ბიც მუხ­თარ­ლის უფ­ლე­ბებს იცა­ვენ, ამ წუ­თებ­ში ცდი­ლო­ბენ ვი­თა­რე­ბის ად­გილ­ზე გარ­კვე­ვას. მო­ვუ­წო­დებთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ უწყე­ბებს, მოხ­სნან ყვე­ლა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ჟურ­ნა­ლისტს სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავი­ა­კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ის­მა" გან­მარ­ტა, რა­ტომ ეთ­ქვა უარი აფგან მუხ­თარ­ლის გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე.

რო­გორც ავი­ა­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც ად­გენს იმ ქვე­ყა­ნა­თა ნუს­ხას, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი და­უბ­რკო­ლებ­ლად შე­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი არ შე­დის ამ ე.წ. „მწვა­ნე ზო­ნის ქვეყ­ნე­ბის” ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნა" ვერ გა­უ­წევ­და მომ­სა­ხუ­რე­ბას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­კეთ­და მმარ­თველ გუნდშიც.

უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის აფგან მუხ­თარ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო იღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი. კა­ხი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, თუ ეს პი­როვ­ნე­ბა ქვეყ­ნის მიერ დად­გე­ნილ ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ას აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ის შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­მოშ­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფო იღებს იმ ზო­მებს, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან არის გა­მომ­დი­ნა­რე და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა, თუ რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვა არის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც ამას შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ, ეს პი­როვ­ნე­ბა შე­საძ­ლოა იყოს შე­მოშ­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე" - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბას დღეს აპი­რებ­და, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობა არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისსა" და მმართველ გუნდში?

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები არ აძლევენ.

"გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების" და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევენ მას შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომლებიც მუხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" განმარტა, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, შესაბამისად, ავიაკომპანია "აირზენა" ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა მმართველ გუნდშიც.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კახიანის განმარტებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პანდემიური მდგომარეობით არის ნაკარნახევი. კახიანის განმარტებით, თუ ეს პიროვნება ქვეყნის მიერ დადგენილ ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს, ის შეიძლება იყოს შემოშვებული საქართველოში.

"ბუნებრივია, სახელმწიფო იღებს იმ ზომებს, რომელიც გარკვეულწილად პანდემიური მდგომარეობიდან არის გამომდინარე და აქედან გამომდინარე ხდება, თუ რაღაც გარკვეული შეზღუდვა არის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით. იმის მიხედვით, როგორც ამას შესაბამისი რეგულაციები მოითხოვენ, ეს პიროვნება შესაძლოა იყოს შემოშვებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც არსებობს პანდემიიდან გამომდინარე" - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას დღეს აპირებდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა.

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცნობილი ქართველი ალპინისტის 90 წლის მეუღლე პრემიერთან - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი გახარია სვანეთიდან