1 წლის და 6 თვის ლუკა ცუცქირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას მცირეწლოვნის ახლობლები ავრცელებენ.
ლუკას დიაგნოზია თანდაყოლილი ორმხრივი ჰიდრონეფროზი IV-V ხარისხის შარდის ბუშტ-შარდსაწვეთ თირკმლის რეფლუქსი. აუცილებელია გაკეთდეს ოპერაცია - ურეთერონეოცისტოსტომია, რაც ნიშნავს იმას, უნდა მოხდეს შარდსაწვეთების შარდის ბუშტში ჩაკერება. ოპერაცია გერმანიის ქ.რეგენსბურგის კლინიკაში უნდა გაკეთდეს და დაახლოებით, 17 100 ევრო ჯდება.
"შეგროვებული კი ჯერ არაფერი გვაქვს. ეს პატარა ბიჭუნა ჩვენგან დიდ სითბოს და მხარდაჭერას იმსახურებს და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი წყალობით მიიღებს კიდეც დამსახურებულ სიკეთეს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშებზე:
თიბისი ბანკი GE83TB7772445061100054
საქართველოს ბანკი GE11BG0000000585502700
პნ: 01019077482
მიმღები: დედა - ნათია ხაზარაძე