მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდა" - მელაშვილის მეუღლე
"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდა" - მელაშვილის მეუღლე

აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კო­მი­სი­ას რამ­დენ­ჯერ­მე უთ­ქვამს, რომ კო­მი­სი­ა­ში ჩემი მე­უღ­ლის ყოფ­ნა არ სურ­დათ, რად­გან ის ერთ გოჯ მი­წა­საც არ უთ­მობ­და მათ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბულ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ თა­მარ სუ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და. სუ­ლა­ძის თქმით, მი­წის დათ­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კი­თხე­ბი არა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის, არა­მედ პირ­ვე­ლი პი­რე­ბის დო­ნე­ზე წყდე­ბო­და.

"ჩემი მე­უღ­ლე სამ­სა­ხუ­რის ამ­ბავ­ზე სახ­ლში არას­დროს სა­უბ­რობ­და, ეს იყო კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი, არც მე ვე­კი­თხე­ბო­დი, ეს არ იყო სახ­ლში და ვი­ღა­ცას­თან გა­სარ­ჩე­ვი. როცა ეს ამ­ბა­ვი აგორ­და და და­ვუს­ვი რა­ღაც კი­თხვე­ბი, მა­შინ თქვა, ეს ბრალ­დე­ბე­ბი, რა­საც ამ­ბო­ბენ, სწო­რი არ არი­სო. სა­ი­დან და­ი­წყო ეს - ბერი კი­რი­ო­ნი­დან და ჯაღ­მა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან, ისი­ნი არ არი­ან ამ საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი, ისი­ნი არი­ან დი­ლე­ტან­ტურ დო­ნე­ზე, მათ რაც სა­სურ­ვე­ლია, ის მი­აჩ­ნი­ათ რე­ა­ლუ­რად. სა­სურ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვი­საა, რომ მთე­ლი გა­რე­ჯი ჩვენ­თან იყოს, მაგ­რამ ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია ოშკი, ხა­ხუ­ლი და ჩვე­ნი მი­წე­ბი, რაც იყო ჩვენ­თან იყოს, მაგ­რამ სა­სურ­ველ­სა და რე­ა­ლურს შო­რის ადა­მი­ან­მა სხვა­ო­ბა უნდა და­ი­ნა­ხოს.

მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩვენ რა­ღაც გვინ­და, ამას არა­ვინ მოგ­ვცემს. ამის­თვის იბ­რძოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რაც შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბის­თვის მი­ეღ­წი­ათ. გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ კო­მი­სი­ას რამ­დენ­ჯერ­მე უთ­ქვამს, რომ მათ არ უნ­დო­დათ კო­მი­სი­ა­ში ჩემი მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი­ყო, იმი­ტომ რომ ის ერთ გოჯ­საც არ უთ­მობ­და მათ, მათ კი უნ­დო­დათ ვი­ღაც ისე­თი ყო­ფი­ლი­ყო, ცოტა რბი­ლი, რო­მე­ლიც მათ სა­სარ­გებ­ლოდ დათ­მობ­და რა­მეს, ეს კი არა­ფერს არ უთ­მობ­და, არც კომ­პე­ტენ­ცია აკ­ლდა, რომ შეც­დო­მით ვინ­მეს­თვის რა­ღაც და­ეთ­მო, არც თა­ვის მი­წას და­უთ­მობ­და ვინ­მეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვრის დად­გე­ნა დიდ­ხანს რომ გა­ი­ჭი­მა, თუ იმ მო­ნა­ცე­მე­ბით დად­გინ­დე­ბო­და, რა მო­ნა­ცე­მე­ბიც იყო, მა­შინ ჩვენ რომ არ გვა­წყობ­და, ისე გა­ევ­ლე­ბო­და სა­ზღვა­რი. ამი­ტომ, მი­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმა­ზე, რომ რო­გორ­მე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი რა­შიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო და ჩვენ­თვის არ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გაც­ვლით ჩვენ­თვის და­ეთ­მოთ გა­რე­ჯი, უბ­რა­ლოდ არა­ვინ არა­ფერს და­გით­მობს. თან ეს დათ­მო­ბა ამათ დო­ნე­ზე არ ხდე­ბა, ეს პირ­ვე­ლი პი­რე­ბის დო­ნე­ზე ხდე­ბა. თქვეს, ვი­ღაც ყიდ­დაო, ეს მა­გი­და ხომ არ არის, ან კარ­ტო­ფი­ლის ტო­მა­რა, რომ გა­ყი­დო, ასე­თი ად­ვი­ლი არ არის ეს“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

როცა ფაქტებთან მიდგება საქმე, იქ სხვა ყველა გაგება უკან რჩება!

ელენე
0

ადამიანურად, რათქმაუნდა მებრალებიან, მაგრამ სახელმწიფო ღალაყი დასჯადია ყველა ქვეყანაში! მელაშვილმაც და ილიჩოვამაც ჯობია მოინანიონ და აღიარონ, ვინ დაუკვეთა საკვანძო რუკის დამალვა, არ გამოყენება მრავალწლიან პროცესში და ტერიტორიების უკანონი გადაცემის ხელშეწყობა სხვა სახელმწიფოსთვის. ისედაც გაირკვევა მალე ყველაფერი და ექსპრეზიდენტიანად ბევრი წავა ციხეში ღალატის მუხლით. ჯობია გულწრფელად აღიარონ სინართლე! ისევ მათთვის უკეთესი იქნება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდა" - მელაშვილის მეუღლე

"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდა" - მელაშვილის მეუღლე

აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ უთმობდა მათ, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ განაცხადა. სულაძის თქმით, მიწის დათმობასთან დაკავშირებით საკითხები არა კომისიის წევრების, არამედ პირველი პირების დონეზე წყდებოდა.

"ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა, ეს იყო კონფიდენციალური, არც მე ვეკითხებოდი, ეს არ იყო სახლში და ვიღაცასთან გასარჩევი. როცა ეს ამბავი აგორდა და დავუსვი რაღაც კითხვები, მაშინ თქვა, ეს ბრალდებები, რასაც ამბობენ, სწორი არ არისო. საიდან დაიწყო ეს - ბერი კირიონიდან და ჯაღმაიძის განცხადებებიდან, ისინი არ არიან ამ საქმეში ჩახედული, ისინი არიან დილეტანტურ დონეზე, მათ რაც სასურველია, ის მიაჩნიათ რეალურად. სასურველი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაა, რომ მთელი გარეჯი ჩვენთან იყოს, მაგრამ ასევე სასურველია ოშკი, ხახული და ჩვენი მიწები, რაც იყო ჩვენთან იყოს, მაგრამ სასურველსა და რეალურს შორის ადამიანმა სხვაობა უნდა დაინახოს.

მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც გვინდა, ამას არავინ მოგვცემს. ამისთვის იბრძოდნენ, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება საუკეთესო შეთანხმებებისთვის მიეღწიათ. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ მათ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ერთ გოჯსაც არ უთმობდა მათ, მათ კი უნდოდათ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს, ეს კი არაფერს არ უთმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს.

რაც შეეხება საზღვრის დადგენა დიდხანს რომ გაიჭიმა, თუ იმ მონაცემებით დადგინდებოდა, რა მონაცემებიც იყო, მაშინ ჩვენ რომ არ გვაწყობდა, ისე გაევლებოდა საზღვარი. ამიტომ, მიდიოდა მოლაპარაკებები იმაზე, რომ როგორმე აზერბაიჯანი რაშიც დაინტერესებული იყო და ჩვენთვის არ იყო მნიშვნელოვანი, გაცვლით ჩვენთვის დაეთმოთ გარეჯი, უბრალოდ არავინ არაფერს დაგითმობს. თან ეს დათმობა ამათ დონეზე არ ხდება, ეს პირველი პირების დონეზე ხდება. თქვეს, ვიღაც ყიდდაო, ეს მაგიდა ხომ არ არის, ან კარტოფილის ტომარა, რომ გაყიდო, ასეთი ადვილი არ არის ეს“, - განაცხადა სულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

"კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა..." - "ფიფქებოს" ავტორი გიული დარახველიძე გარდაიცვალა

"მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი პროდუქცია, რაც მათ დახლებზე დევს" - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში ფოტოებზე, რომელსაც სოცქსელებში აკრიტიკებენ

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ორი პირი დააკავა