დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებეზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებეზე.
„ფართომასშტაბიან შემზღუდავ ღონისძიებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს საკოორდინაციო საბჭოზე ორშაბათს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა შეზღუდვები, ან რა ფორმით“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს.
„როდესაც ყოველდღე გვაქვს 400-550 შემთხვევა, რა თქმა უნდა, იმატებს დაუდგენელი წყაროები, რადგან უკვე ეს საყოველთაო გავრცელების ერთ-ერთი ინდიკატორია. ამიტომ, დაუდგენელი წყაროების რაოდენობა იმატებს. როდესაც იყო დღიური 30-50 შემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ უხშირესად გავდიოდით წყაროებზე, ახლა კი ეს რთულია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში გაფართოებული ტესტირების მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.
„გარკვეულ ქალაქებსა და ჯგუფებში ტესტირება შესაძლებელია გაფართოვდეს უფრო მეტი რისკ ჯგუფისთვის. ამასთან ერთად, ინტენსიურად ვატარებთ სწრაფ ტესტირებას, დღევანდელი დილით 376 ათასი ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტია ჩატარებული. დღიური მაჩვენებელი აქ ჩვენ გვაქვს 1611. სიკვდილიანობის აბსოლუტური რიცხვი გაზრდილია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.