კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს
"უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს

მას ერთი ფილ­მის მსა­ხი­ობს ეძა­ხი­ან, რად­გან 1992 წელს გა­მო­სულ ფილმში "უძი­ნარ­თა მზე", ექი­მის

ბენ­დე­ლი­ა­ნის შვი­ლის და­უ­ვი­წყა­რი სახე შექ­მნა. დათო კა­ზიშ­ვი­ლის გმირს ფილმშიც დათო ჰქვია... რე­ჟი­სო­რი თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი ფილ­მს შვი­დი წლის მან­ძილ­ზე იღებ­და და ექი­მი მა­მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი­დან გუჯა ბურ­დუ­ლი მას შემ­დეგ არა­ერთ ფილმში გა­და­ი­ღეს, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ისევ ის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ექი­მია, რო­მე­ლიც შვილ­თან ერ­თად ფილმში "რიმ­და­რი­დოს" ღი­ღი­ნებს. დათო კა­ზიშ­ვი­ლი კი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის ისევ დათო ბენ­დე­ლი­ა­ნად დარ­ჩა.

მისი ცხოვ­რე­ბა უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ უც­ნა­უ­რად წა­რი­მარ­თა. და­თომ მსა­ხი­ო­ბო­ბა აღარ ინ­დო­მა, თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ბაბ­ლუ­ანს რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც ჰქონ­და მცდე­ლო­ბა დათო მის კი­დევ ერთ ფილმში გა­და­ე­ღო.

დათო კა­ზიშ­ვი­ლი 2019 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს 50 წლის გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რთუ­ლად იც­ნო­ბა. არ კონ­ტაქ­ტობს მე­დი­ას­თან, არ უყ­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი. მისი ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა რთუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ფო­ნი კვი­რე­ბიც კი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­დეს. არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ჭორი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ით­ქვა ისიც, რომ ბე­რად აღიკ­ვე­ცა, თუმ­ცა ეს ჭორი მთლად რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ხუთი წლის წინ ჟურ­ნალ "გზის" ჟურ­ნა­ლის­ტმა სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, სწო­რედ მა­შინ აპი­რებ­და ბე­რად შედ­გო­მას.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, გე­ლათ­ში ჩა­ვე­დი, იქი­დან ლე­ჩხუმ­ში გა­და­ვე­დი. ახლა კი თით­ქმის ერთი თვეა, სვე­ტი­ცხო­ველ­ში ვარ. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წა­დია, რაც მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობ. მორ­ჩი­ლი ვარ. აქ ყვე­ლას ჩვე­ნი ფუნ­ქცია გვაქვს, მე მე­სან­თლე ვარ ანუ სან­თლებს ვქნი.- ეს ნა­ბი­ჯი რომ არ გა­და­მედ­გა, ხალ­ხის ჭორი სი­ნამ­დვი­ლედ იქ­ცე­ო­და და ალ­ბათ, მარ­თლა მოვ­კვდე­ბო­დი. რა ვქნა, გა­მი­ჭირ­და ოჯა­ხის დან­გრე­ვას­თან შე­გუ­ე­ბა. მო­ნას­ტერ­მა სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნა.ახლა ის პრო­ცე­სია, როცა უნდა გა­ირ­კვეს, სა­ცხოვ­რებ­ლად აქ დავ­რჩე­ბი თუ ძველ ყო­ფას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა დიდი ცდუ­ნე­ბაა, ათა­სი რა­ღაც მე­ნატ­რე­ბა" - გა­მო­უ­ტყდა მა­შინ ჟურ­ნა­ლისტს კა­ზიშ­ვი­ლი.

ბე­რო­ბის გზი­დან ერის­კა­ცო­ბა­ში დაბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათო კა­ზიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობს და 2019 წლის მარ­ტში მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

ყო­ფილ მოკ­რი­ვეს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­უ­ლო­ცა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 20 წლის გო­გო­ნა ნიკი ჰყავს. ილო­ნა - ასე ერ­ქვა მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და შვი­ლიც წა­იყ­ვა­ნა. ნიკი მა­შინ 3 წლის იყო. ქა­ლის ეს ნა­ბი­ჯი მსა­ხი­ობ­მა მა­შინ შუ­რის­ძი­ე­ბას და­უ­კავ­ში­რა. მისი აზ­რით ასე და­სა­ჯა ილო­ნამ დათო, რად­გან მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ბო­ლო­ოდ არ შედ­გა. ნიკი მას შემ­დეგ 2015 წელს ნახა, შვილ­მა სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში მი­ა­კი­თხა და უკვე გაზ­რდი­ლი იყო.

მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ და­თოს თეკ­ლა შე­ე­ძი­ნა. მო­ნას­ტერ­ში წას­ვლას და ბე­რად აღ­კვე­ცის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ მსა­ხი­ო­ბი სწო­რედ თეკ­ლას დე­დას­თან გან­შო­რე­ბას უკავ­ში­რებ­და, რად­გან ამ ფაქტს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. თეკ­ლა გა­ი­ზარ­და და მა­მას სა­ოც­რად ჰგავს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს და სვამს კი­თხვას, ჰგავს თუ არა მა­მას.

თეკ­ლა დე­დას­თან ერ­თად

თეკ­ლა კა­ზიშ­ვი­ლი

დათო კა­ზიშ­ვი­ლი დღემ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ყვე­ლა თა­ო­ბის ქარ­თველ­ში, ვი­საც კი უნა­ხავს ფილ­მი "უძი­ნარ­თა მზე"... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად არ აქ­ტი­უ­რობს, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რო­ბენ მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, ტექ­სტე­ბით: "შე­ხე­დეთ, ეს უძი­ნარ­თა მზის და­თოა", "იცა­ნით დათო, უძი­ნარ­თა მზი­დან..."

თა­ვად კი ერთი რო­ლის მსა­ხი­ო­ბი ჟურ­ნა­ლის­ტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სვე­ტი­ცხოვ­ლის მო­ნას­ტრის ეზო­ში ამ­ბობ­და:

"ჩემს გაც­დე­ნილ-და­კარ­გულ წლებს ძა­ლი­ან ვნა­ნობ. დროს უდი­ე­რად მო­ვე­ქე­ცი. პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­პო­ვე და მერე უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვაც შე­მეძ­ლო, მე კი სა­ა­მი­სოდ არა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. თით­ქოს პო­პუ­ლა­რო­ბამ ამ­პარ­ტა­ვა­ნი გამ­ხა­და. წარ­მო­იდ­გი­ნე, 5 წელი რო­გო­რი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მო­მიხ­და ყოფ­ნა, მე კი ყვე­ლა­ფერს და­უ­დევ­რად მო­ვე­ქე­ცი.

ახლა მაქვს სურ­ვი­ლი, ჩემი ასე­თი ცუდი საქ­ცი­ე­ლის­თვის "შური ვი­ძიო". მინ­და, ჩემი ნიჭი და რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი­დევ ერთხელ გა­მო­ვი­ყე­ნო. იმე­დია, ამის შან­სი მო­მე­ცე­მა... წარ­მო­იდ­გი­ნე, მა­შინ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­დან კი არა, რუ­სე­თი­და­ნაც მქონ­და კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და მე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვი - ამის მი­ზე­ზი ამ­პარ­ტავ­ნე­ბაც იყო, "ქუ­ჩუ­რი ცხოვ­რე­ბაც" და რა ვიცი, კი­დევ რა... ახლა სა­ე­რო ცხოვ­რე­ბას იმი­ტომ მინ­და და­ვუბ­რუნ­დე, რომ ისევ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მოვ­ხვდე".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნეიტრალური...
5

ფილმი ძალიან საინტერესოა...აქ ნაჩვენებია ბევრი სირთულე...მაგრამ რაცარმომწონს წახალისებულია ძალადობა...ზოგს იმდენად მოკლე აზროვნებააქვს,არახსოვს ის თუ იმ ქართველმა" მილიციელებმა"რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს ავადსხსენებელ 9 აპრილს..ასევე არახსოვთ იმ ზნედაცემული ე.წ.უბნის მაყურებლების და მათი მიმდევრების მიერ ფულის გულისათვის უმოწყალოდ ნაწამები ადამიანები,რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მათ ღორების რომ გამოძალვით ეშოვათ ფული...თქვენ სხვის მონაყოლ აბდაუბდას ყვებით მაგრამ პირადი შეხება არგქონიათ..ყველა დროს ყავდა გმირებიც და ანტიგმირებიც...შევარდნაძის დროს რომ იყვნენ პოლიციელები და ხალხის ბოთლზე დასმა გართობას მიაჩნდათ დღეს ეგხალხი თანამდებობებზე არიან...როგორც მილიციელები აწერდნენ ფულს ისე უბნის მაყურებლები აწერდნენ..განსხვავება ისიყო რომ ეს უკანასკნელი სიცოცხლის ხელყოფას არერიდებოდნენ...ვინც ძალადობას ახალისებთ ჩვეულებრივი უწიგნური ტვინგამორეცხილი ფსიქოპათებიხართ...წაიკითხეთ,უყურეთ და ანალიზი სწორადუნდაგააკეთოთ.თვითონ ბაბლუანი აქვს გადაცემაში ნათქვამი..სვანებზე ანეგდოტები არმიყვარსო..ვინ მოყვება მერე ვნახოთ...ანუ ადამიანი თვითონ დაძაბულია...

ლილე
1

საუკეთესო ფილმი და საუკეთესო შემსრულებლები იმდენად ბუნებრივია ისინი არც თამაშობენ რეჟისორმა ზუსტი არჩევანი გააკეთა როცა დათო აირჩია დათოს როლში დათო როლს კი არ დაემსგავსა როლი დაემსგავსა მას მერე რაც მოხდა ის ცხოვრების და ცოტაც დათოს ბრალია ახლა აქვს სურვილი დაუბრუნდეს კინოს წარმატებები მას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს

"უძინართა მზის" დათოს უცნობი ოჯახი - მსახიობის ცხოვრება დღეს, სამი ცოლის ისტორია და შვილი, რომელიც მამას საოცრად ჰგავს

მას ერთი ფილმის მსახიობს ეძახიან, რადგან 1992 წელს გამოსულ ფილმში "უძინართა მზე", ექიმის

ბენდელიანის შვილის დაუვიწყარი სახე შექმნა. დათო კაზიშვილის გმირს ფილმშიც დათო ჰქვია... რეჟისორი თემურ ბაბლუანი ფილმს შვიდი წლის მანძილზე იღებდა და ექიმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.

ფილმის მთავარი გმირებიდან გუჯა ბურდული მას შემდეგ არაერთ ფილმში გადაიღეს, თუმცა გულშემატკივრებისთვის ისევ ის საოპერაციოდ გამზადებული ექიმია, რომელიც შვილთან ერთად ფილმში "რიმდარიდოს" ღიღინებს. დათო კაზიშვილი კი მაყურებლებისთვის ისევ დათო ბენდელიანად დარჩა.

მისი ცხოვრება უდიდესი წარმატების შემდეგ უცნაურად წარიმართა. დათომ მსახიობობა აღარ ინდომა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, თემურ ბაბლუანს რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა მცდელობა დათო მის კიდევ ერთ ფილმში გადაეღო.

დათო კაზიშვილი 2019 წლის 15 ოქტომბერს 50 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ფოტოები, სადაც წვერმოშვებული მსახიობი რთულად იცნობა. არ კონტაქტობს მედიასთან, არ უყვარს ჟურნალისტებთან საუბარი. მისი ინტერვიუზე დათანხმება რთულია და შეიძლება ტელეფონი კვირებიც კი გამორთული ჰქონდეს. არაერთხელ გავრცელდა ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ. ითქვა ისიც, რომ ბერად აღიკვეცა, თუმცა ეს ჭორი მთლად რეალობას მოკლებული არ ყოფილა.

ხუთი წლის წინ ჟურნალ "გზის" ჟურნალისტმა სვეტიცხოვლის ტაძარში აღმოაჩინა, სწორედ მაშინ აპირებდა ბერად შედგომას.

"თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქნი.- ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა.ახლა ის პროცესია, როცა უნდა გაირკვეს, საცხოვრებლად აქ დავრჩები თუ ძველ ყოფას დავუბრუნდები. საერო ცხოვრება დიდი ცდუნებაა, ათასი რაღაც მენატრება" - გამოუტყდა მაშინ ჟურნალისტს კაზიშვილი.

ბერობის გზიდან ერისკაცობაში დაბრუნდა და რამდენიმე წლის წინ მესამედ დაოჯახდა. ჩვენი ინფორმაციით, დათო კაზიშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და 2019 წლის მარტში მესამე შვილი შეეძინა.

ყოფილ მოკრივეს კრივის ფედერაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე მიულოცა. პირველი ქორწინებიდან 20 წლის გოგონა ნიკი ჰყავს. ილონა - ასე ერქვა მეუღლეს, რომელიც წლების წინ ამერიკაში წავიდა და შვილიც წაიყვანა. ნიკი მაშინ 3 წლის იყო. ქალის ეს ნაბიჯი მსახიობმა მაშინ შურისძიებას დაუკავშირა. მისი აზრით ასე დასაჯა ილონამ დათო, რადგან მათი ურთიერთობა საბოლოოდ არ შედგა. ნიკი მას შემდეგ 2015 წელს ნახა, შვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში მიაკითხა და უკვე გაზრდილი იყო.

მეორედ დაოჯახების შემდეგ დათოს თეკლა შეეძინა. მონასტერში წასვლას და ბერად აღკვეცის გადაწყვეტილებას მაშინ მსახიობი სწორედ თეკლას დედასთან განშორებას უკავშირებდა, რადგან ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. თეკლა გაიზარდა და მამას საოცრად ჰგავს. სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და სვამს კითხვას, ჰგავს თუ არა მამას.

თეკლა დედასთან ერთად

თეკლა კაზიშვილი

დათო კაზიშვილი დღემდე ძალიან პოპულარულია ყველა თაობის ქართველში, ვისაც კი უნახავს ფილმი "უძინართა მზე"... სოციალურ ქსელში თავად არ აქტიურობს, მაგრამ აქტიურობენ მისი თაყვანისმცემლები და ხშირად აქვეყნებენ საყვარელ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ტექსტებით: "შეხედეთ, ეს უძინართა მზის დათოა", "იცანით დათო, უძინართა მზიდან..."

თავად კი ერთი როლის მსახიობი ჟურნალისტთან ინტერვიუში სვეტიცხოვლის მონასტრის ეზოში ამბობდა:

"ჩემს გაცდენილ-დაკარგულ წლებს ძალიან ვნანობ. დროს უდიერად მოვექეცი. პოპულარული გავხდი, ხალხის სიყვარული მოვიპოვე და მერე უფრო დიდი წარმატების მიღწევაც შემეძლო, მე კი საამისოდ არაფერი გავაკეთე. თითქოს პოპულარობამ ამპარტავანი გამხადა. წარმოიდგინე, 5 წელი როგორი საინტერესო ადამიანების გარემოცვაში მომიხდა ყოფნა, მე კი ყველაფერს დაუდევრად მოვექეცი.

ახლა მაქვს სურვილი, ჩემი ასეთი ცუდი საქციელისთვის "შური ვიძიო". მინდა, ჩემი ნიჭი და რეალური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოვიყენო. იმედია, ამის შანსი მომეცემა... წარმოიდგინე, მაშინ მხოლოდ საქართველოდან კი არა, რუსეთიდანაც მქონდა კარგი შემოთავაზება და მე ამ ყველაფერზე უარი ვთქვი - ამის მიზეზი ამპარტავნებაც იყო, "ქუჩური ცხოვრებაც" და რა ვიცი, კიდევ რა... ახლა საერო ცხოვრებას იმიტომ მინდა დავუბრუნდე, რომ ისევ გადასაღებ მოედანზე მოვხვდე".