თბილისის 32-ე სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი მოსწავლის და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ინფიცირებულ მოსწავლის კლასი და პედაგოგები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. დისტანციურ სწავლებაზე კი 900 მოსწავლე გადავიდა.
„ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ამ ბავშვის კლასი გადავიდა თვითიზოლაციაში. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დირექტორის მოადგილეს, რის გამოც, ასევე რეკომენდაციებით მასწავლებლების უმრავლესობა, ვისაც შეხება ჰქონდა თვითიზოლაციაში გადავიდა. შედეგად სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმში“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში