ცნობილი ექიმი და ტელწამყვანი, ნინო ნადირაძე ბიჭის ბებოა. ბაია კუზანოვას შვილი ზაფხულში გაუჩნდა. ბედნიერი ბებო ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს.
ამჯერად ნინო ნადირაძემ ახალი სურათი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ასეირნებს ის პატარას. ნინო, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაშია და შთამბეჭდავად გამოიყურება.
მას ფოტოს კომენტარებში უამრავი კომპლიმენტი დაუწერეს და აღნიშნეს, რომ ის საოცრად ახალგაზრდა ბებოა:
"ულამაზესი ბებო"
"გოგო-ბებო"
"გაგიზარდოთ სასახელო ღმერთმა" - წერენ კომენტარებში.
ბაია კუზანოვა გასული წლის ივლისში დაქორწინდა გიორგი ბეჟაშვილზე. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.