სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები..." - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
"ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები..." - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

მინ­და მო­ვუ­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს, ნუ ავ­ყვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს, მოვ­თო­კოთ ემო­ცი­ე­ბი, რომ მშვი­დად მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მშვი­დად გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ჯგუ­ფებ­მა ძა­ლა­დო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის თან­მდევ მოვ­ლე­ნად აქ­ცი­ეს.

„2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია სამი კვი­რა. ეჭვგა­რე­შეა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წინსვლის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ამ ჩა­ი­ა­როს მშვიდ გა­რე­მო­ში, თავ­სმოხ­ვე­უ­ლი აგ­რე­სი­ი­სა და მღელ­ვა­რე­ბის გა­რე­შე.

მე ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, რაც ზი­ანს აყე­ნებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რისხს ქვე­ყა­ნა­ში.

ფაქ­ტია, რომ რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ჯგუ­ფებ­მა ძა­ლა­დო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის თან­მდევ მოვ­ლე­ნად აქ­ცი­ეს. უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში მათი მხრი­დან გახ­შირ­და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რა­საც, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, წა­მო­ეგ­ნენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც. არის საფრ­თხე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ასე­თი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი უფრო გახ­შირ­დეს.

რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტი ხდე­ბა, ძნე­ლია იმის გარ­ჩე­ვა, ვინ არის ინი­ცი­ა­ტო­რი და ვინ - პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ძნე­ლია ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის, ვინც არ­ჩევ­ნებს აკ­ვირ­დე­ბა და ვისი შე­ფა­სე­ბე­ბიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის თა­ო­ბა­ზე ქვეყ­ნის­თვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მინ­და მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს - ნუ აყ­ვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს, ნუ მივ­ცემთ რა­დი­კა­ლურ ჯგუ­ფებს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­ა­ზი­ა­ნონ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო და ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია.

ძა­ლა­დო­ბა და ქვის სრო­ლა მათი ხელ­წე­რაა, სწო­რედ ასე მო­ვიდ­ნენ ისი­ნი თა­ვის დრო­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და დღე­საც ასე სურთ გა­და­ფა­რონ სა­კუ­თა­რი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა და გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხი მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში.

ჩვენ ყო­ველ­თვის ვე­მიჯ­ნე­ბო­დით ძა­ლა­დო­ბას. ესაა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­წე­რა და სწო­რედ ეს გა­მოგ­ვარ­ჩევს ჩვენ მათ­გან.

უდა­ვო ფაქ­ტია, რომ ჩვენ ამ­ჟა­მად ძალ­ზე მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გვაქვს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­მა­ჯე­რებ­ლად იმარ­ჯვებს ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ყვე­ლა კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რის ფონ­ზე, ჩვე­ნი საპ­როგ­ნო­ზო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 54-დან 60%-მდე მერ­ყე­ობს და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, 63%-საც კი აჭარ­ბებს.

შე­სა­ბა­მი­სად, დღეს ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა მივ­მარ­თოთ არა და­მა­ტე­ბი­თი ხმე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თვის, რაც ერთ ან ორ პრო­ცენ­ტში თუ ნა­ხავს გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე პრინ­ცი­პულ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მშვიდ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დეს და მის შე­დე­გებ­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა ვე­რა­ვინ შეძ­ლოს.

ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ მინ­და მო­ვუ­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს, ნუ ავ­ყვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს, გა­მო­ვი­ჩი­ნოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა, მოვ­თო­კოთ ემო­ცი­ე­ბი, რომ მშვი­დად მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მშვი­დად გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბის­თვის“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაი საქართველოვ
8
ცხვარი თუ არ დააფრთხე მშვიდად ივლის, მთავარია მგელი არ შევარდეს ფარაში.........?!
ttt
44
მშვიდად,როგორ ვიყოთ,პროდუქტები გააძვირე,წამლები,კომუნალურები,საწვავი,სესხები ცხოვრება გაგვიძვირე.შენ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას იწყობ,რომ გადასახადები არ იხადო.რაც ხალხს დაპირდი ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთე,ის რაც სახალხოდ თქვი პროპორციულ არჩევნებზე იმაზეც გადავაგდე.ეხლა გამოდიხარ და იმ რვა მილიარდით გაგულუსებული ჭკუას გვასწავლის.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები..." - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

"ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები..." - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე.

მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.

ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.

როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ - პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მინდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს - ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.

ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში.

ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას. ესაა "ქართული ოცნების" ხელწერა და სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ მათგან.

უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ

"უბნებთან კოორდინატორების, აქტივისტების ყოფნა, დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა" - როგორ აფასებს არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

"არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგს - ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან" - რას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები?