პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს რუკები, კარტოგრაფიული მასალა - მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია" - პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვას პატიმრობას მოითხოვს
"არსებობს რუკები, კარტოგრაფიული მასალა - მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია" - პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვას პატიმრობას მოითხოვს

პრო­კუ­რორ მი­ხე­ილ სად­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს, რის­თვი­საც შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის გარ­და, საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით რუ­კე­ბი, კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა და არ­სე­ბობს ექ­სპერ­ტი­ზის შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნაც.

"რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა ორ პირს, რომ­ლე­ბიც და­ა­კა­ვეს. ჩვენ მო­ვი­თხოვთ მათ მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სტან­დარ­ტი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, რაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა მო­პო­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის არის საქ­მეს­თან კავ­შირ­ში მყო­ფი მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ასე­ვე არ­სე­ბობს რუ­კე­ბი, კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და ყვე­ლა ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლად არის ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში“,-აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი.

მი­ხე­ილ სად­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ მათ და­ნა­შა­უ­ლი გან­ზრახ ჩა­ი­დი­ნეს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სად­მი. ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დას­ტურ­დე­ბა, რომ მათ ეს გან­ზრახ, შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­ი­დი­ნეს და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არის. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა გა­რე­მო­ბებს, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერს გა­და­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფრო მეტ დე­ტალს მო­ვახ­სე­ნებთ“,-აცხა­დებს მი­ხე­ილ სად­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 308-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

7 ოქ­ტომ­ბერს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"არსებობს რუკები, კარტოგრაფიული მასალა - მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია" - პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვას პატიმრობას მოითხოვს

"არსებობს რუკები, კარტოგრაფიული მასალა - მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია" - პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვას პატიმრობას მოითხოვს

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბრალდების მხარე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, რისთვისაც შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებების სახით რუკები, კარტოგრაფიული მასალა და არსებობს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნაც.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს ოფიციალურად წარედგინა ბრალდება ორ პირს, რომლებიც დააკავეს. ჩვენ მოვითხოვთ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სტანდარტი პატიმრობის გამოყენებისთვის, რაც მტკიცებულებებით დადასტურებულია. რაც შეეხება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული, მათ შორის არის საქმესთან კავშირში მყოფი მოწმეთა ჩვენებები, ასევე არსებობს რუკები, კარტოგრაფიული მასალა, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ეს მტკიცებულება სრულად არის ერთმანეთთან თანხვედრაში“,-აცხადებს პროკურორი.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მათ დანაშაული განზრახ ჩაიდინეს.

„რაც შეეხება ბრალდებულების დამოკიდებულებას მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისადმი. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მათ ეს განზრახ, შეგნებულად ჩაიდინეს და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის. რაც შეეხება სხვა გარემობებს, როგორც მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, არსებობს კონკრეტული ინდიკატორები, თუმცა, ამ ყველაფერს გადამოწმება სჭირდება და საზოგადოებას უფრო მეტ დეტალს მოვახსენებთ“,-აცხადებს მიხეილ სადრაძე.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

"მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია... ვერც ციხე გამტეხს" - რა თქვა ივერი მელაშვილმა პროცესზე

"დედანი რუკა, რომელიც "რუსული რუკის" სახელითაა მონათლული, ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა" - პროკურორი დავითგარეჯის საქმეზე