მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება
"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება

თა­მარ ბახ­ბა­ვა 17 წე­ლია, ამე­რი­კა­ში, კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატ­ში ცხოვ­რობს და ძალ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იუ­რის­ტია. ზე­დი­ზედ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტის "ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად" ირ­ჩევ­დნენ, უკვე არა­ერთ ლი­დე­რულ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ა­ზე მო­ას­წრო მუ­შა­ო­ბა. მისი მე­უღ­ლეც იუ­რის­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, წარ­მო­შო­ბით იტა­ლი­ე­ლი მე­თიუ დი­ვი­ტო.

- ბავ­შვო­ბა ფოთ­ში გა­ვა­ტა­რე. დედა ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლია, 25 წლი­სა დაქვრივ­და, 2 მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მარ­ტო დარ­ჩა და მთლი­ა­ნად ჩვენ მოგ­ვი­ძღვნა ცხოვ­რე­ბა. ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბო­და, ოღონდ კარ­გად ის­წავ­ლეთ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ თქვენს ხელ­შე­სა­წყო­ბა­დო. და­ვამ­თავ­რე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. შემ­დეგ ჩემი დის, მა­კას დამ­სა­ხუ­რე­ბით მი­მიწ­ვია ამე­რი­კულ­მა ოჯახ­მა - გერი ჰა­ვიმ და პატ­რი­შა სკოტ­მა, რომ­ლებ­მაც მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლეს ჩემი მო­მა­ვა­ლი. ჩე­მამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ადრე, მაკა ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად 40 ბავ­შვთან ერ­თად წა­ვი­და - იმ წლებ­ში ფოთ­ში კონ­კურ­სი ტარ­დე­ბო­და ინ­გლი­სურ ენა­ში, გა­მარ­ჯვე­ბულს ფო­თის მე­რი­ი­სა და ნავ­სად­გუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ერთი წლით ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად გზავ­ნი­და. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემი და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, მისი მას­პინ­ძე­ლი ცოლ-ქმა­რი კი სულ ეპა­ტი­ჟე­ბო­და, ჩა­მო­დი და შენი დაც ჩა­მო­იყ­ვა­ნეო. მინ­დო­და, ჯერ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­მემ­თავ­რე­ბი­ნა და მერე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლა. ასეც მოხ­და. ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხად ჩა­მით­ვა­ლეს ჩემი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მი­მი­ღეს სკო­ლა­ში, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა University of Virginia School of Law და რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­შია მთელ ქვე­ყა­ნა­ში, ჰარ­ვარ­დი­სა და იე­ი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გვერ­დით. სწავ­ლის სა­ფა­სურს სტუ­დენ­ტუ­რი სეს­ხით ვიხ­დი­დი. ერთ ზა­ფხულს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა, ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ ფირ­მა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ და­ვო­ჯახ­დი და გეგ­მე­ბი შე­მეც­ვა­ლა.

- ალ­ბათ რთუ­ლია კა­რი­ე­რის აწყო­ბა ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც ამე­რი­კაა, ხომ?- თა­ვი­დან იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში ვმუ­შა­ობ­დი. შარ­შან და­ვა­ნე­ბე თავი კერ­ძო პრაქ­ტი­კას. ახლა კო­ნექ­ტი­კუ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი იუ­რის­ტის ოფის­ში ვმუ­შა­ობ სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში. ჩვენ ვი­ცავთ კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატს, ყვე­ლა მის სა­ა­გენ­ტოს, დე­პარ­ტა­მენტს, სა­ხელ­მწი­ფო ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის სა­ა­გენ­ტოს, შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და კო­ლე­ჯებს, ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­სა და მუ­შა­კებს შტა­ტის სა­სა­მარ­თლო­ებ­სა და ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში. ისე­ვე, რო­გორც კო­ნექ­ტი­კუ­ტში, ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ვარ ნიუ-იორკშიც და ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში. New England Super Lawyerს - ეს ჟურ­ნა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს შერ­ჩე­ულ იუ­რის­ტებს კო­ნექ­ტი­კუ­ტის, მა­სა­ჩუ­სეტ­სის, როდ-აი­ლენ­დის, ვერ­მონ­ტის, ნიუ-ჰემ­შა­ი­რი­სა და მე­ი­ნის შტა­ტე­ბი­დან. ზე­დი­ზედ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამირ­ჩი­ეს კო­ნექ­ტი­კუ­ტის "ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად". არა­ერ­თი ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი თუ ხელ­მძღვა­ნე­ლი ვყო­ფილ­ვარ, ამირ­ჩი­ეს კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტის ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დე­პუ­ტატ­თა პა­ლა­ტის წევ­რად, სა­დაც ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო ოლქს წარ­მო­ვად­გენ.სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რას­დროს მი­ვაღ­წევ­დი იმას, რაც ამე­რი­კა­ში შევ­ძე­ლი - ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ვინ მყავ­და. აქ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, ვინ არი­ან შენი მშობ­ლე­ბი ან ნა­თე­სა­ვე­ბი. ამი­ტო­მაც ეძა­ხი­ან ამე­რი­კას ოც­ნე­ბე­ბის ქვე­ყა­ნას. ის მარ­თლაც გაძ­ლევს წარ­მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუ ბევ­რს იშ­რო­მებ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მხო­ლოდ ერთხელ მო­ვა­ხერ­ხე ჩა­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამ ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიე იმი­ტომ, რომ მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა და და, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბო­და და მხარ­ში მედ­გა. ასე­ვე, ჩემი ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი, ვინც მომ­ცა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში. უაღ­რე­სად მად­ლი­ე­რი ვარ მათი და კი­დევ, ჩემი პირ­ვე­ლი სკო­ლი­სა და მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რომ­ლებ­მაც ამ მო­მა­ვალს ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი. ჩემი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ტყვი, რომ გა­ნათ­ლე­ბა არის ყვე­ლა­ფე­რი, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ცვლის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას. მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია და და­ა­ფა­სონ არა ოჯა­ხის­შვი­ლო­ბა და ფული, არა­მედ ნიჭი და გა­ნათ­ლე­ბა. გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
3

ხშირად უნდა იწერებოდეს ესეთი კარგი სტატიები, ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი მიაღწევს წარმატებას შრომით და მიზანდასახულობით! 

სტუმარი
19

"მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია და და­ა­ფა­სონ არა ოჯა­ხის­შვი­ლო­ბა და ფული, არა­მედ ნიჭი და გა­ნათ­ლე­ბა" - სამწუხაროა რომ თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. დავალაგებთ აქ სიტუაციას და მერე ჩამობძანდით, სასტუმრო ან რესტორანი გახსენით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება

"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება

თამარ ბახბავა 17 წელია, ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს და ძალზე წარმატებული იურისტია. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში კონექტიკუტის შტატის "ამომავალ ვარსკვლავად" ირჩევდნენ, უკვე არაერთ ლიდერულ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მოასწრო მუშაობა. მისი მეუღლეც იურისტია, საქართველოსა და ქართველებზე შეყვარებული, წარმოშობით იტალიელი მეთიუ დივიტო.

- ბავშვობა ფოთში გავატარე. დედა ქართული ენის მასწავლებელია, 25 წლისა დაქვრივდა, 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა და მთლიანად ჩვენ მოგვიძღვნა ცხოვრება. ყოველთვის გვეუბნებოდა, ოღონდ კარგად ისწავლეთ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენს ხელშესაწყობადო. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ჩემი დის, მაკას დამსახურებით მიმიწვია ამერიკულმა ოჯახმა - გერი ჰავიმ და პატრიშა სკოტმა, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი მომავალი. ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე, მაკა ამერიკაში სასწავლებლად 40 ბავშვთან ერთად წავიდა - იმ წლებში ფოთში კონკურსი ტარდებოდა ინგლისურ ენაში, გამარჯვებულს ფოთის მერიისა და ნავსადგურის ხელმძღვანელობა ერთი წლით ამერიკაში სასწავლებლად გზავნიდა. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი და საქართველოში დაბრუნდა, მისი მასპინძელი ცოლ-ქმარი კი სულ ეპატიჟებოდა, ჩამოდი და შენი დაც ჩამოიყვანეო. მინდოდა, ჯერ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და მერე გამეგრძელებინა საზღვარგარეთ სწავლა. ასეც მოხდა. ბაკალავრის ხარისხად ჩამითვალეს ჩემი იურიდიული განათლება და მიმიღეს სკოლაში, რომელსაც ეწოდება University of Virginia School of Law და რომელიც საუკეთესო ათეულშია მთელ ქვეყანაში, ჰარვარდისა და იეილის უნივერსიტეტების გვერდით. სწავლის საფასურს სტუდენტური სესხით ვიხდიდი. ერთ ზაფხულს, საქართველოში ჩამოსულმა, ქართულ-ბრიტანულ ფირმაში დავიწყე მუშაობა და კარგი გამოცდილებაც მივიღე. სიმართლე გითხრათ, სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებდი საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას, მაგრამ დავოჯახდი და გეგმები შემეცვალა.

- ალბათ რთულია კარიერის აწყობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ხომ?- თავიდან იურიდიულ ფირმაში ვმუშაობდი. შარშან დავანებე თავი კერძო პრაქტიკას. ახლა კონექტიკუტის გენერალური იურისტის ოფისში ვმუშაობ სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტში. ჩვენ ვიცავთ კონექტიკუტის შტატს, ყველა მის სააგენტოს, დეპარტამენტს, სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს, შტატის უნივერსიტეტებს და კოლეჯებს, ასევე, ოფიციალურ პირებსა და მუშაკებს შტატის სასამართლოებსა და ფედერალურ სასამართლოში. ისევე, როგორც კონექტიკუტში, ლიცენზირებული ვარ ნიუ-იორკშიც და ფედერალურ სასამართლოში. New England Super Lawyerს - ეს ჟურნალი ყოველწლიურად აქვეყნებს შერჩეულ იურისტებს კონექტიკუტის, მასაჩუსეტსის, როდ-აილენდის, ვერმონტის, ნიუ-ჰემშაირისა და მეინის შტატებიდან. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ამირჩიეს კონექტიკუტის "ამომავალ ვარსკვლავად". არაერთი ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრი თუ ხელმძღვანელი ვყოფილვარ, ამირჩიეს კონექტიკუტის შტატის ადვოკატთა ასოციაციის დეპუტატთა პალატის წევრად, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო ოლქს წარმოვადგენ.სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა. აქ არავის აინტერესებს, ვინ არიან შენი მშობლები ან ნათესავები. ამიტომაც ეძახიან ამერიკას ოცნებების ქვეყანას. ის მართლაც გაძლევს წარმატების შესაძლებლობას, თუ ბევრს იშრომებ. ამ წლების განმავლობაში დასასვენებლად მხოლოდ ერთხელ მოვახერხე ჩამოსვლა საქართველოში.

ამ ყველაფერს მივაღწიე იმიტომ, რომ მყავს არაჩვეულებრივი დედა და და, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და მხარში მედგა. ასევე, ჩემი ამერიკული ოჯახი, ვინც მომცა ეს შესაძლებლობა ცხოვრებაში. უაღრესად მადლიერი ვარ მათი და კიდევ, ჩემი პირველი სკოლისა და მისი არაჩვეულებრივი მასწავლებლების, რომლებმაც ამ მომავალს ჩაუყარეს საფუძველი. ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ განათლება არის ყველაფერი, ძირფესვიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მინდა, საქართველოშიც შეიცვალოს სიტუაცია და დააფასონ არა ოჯახისშვილობა და ფული, არამედ ნიჭი და განათლება. გააგრძლეთ კითხვა

"TV პირველის" ოპერატორს ცესკოსთან სამართალდამცველთა მიერ აქციის დაშლისას თვალი დაუზიანდა

სპეცრაზმმა ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო - წყლის ჭავლის გაშვებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანია "პირველის“ ოპერატორი

ცესკოსთან აქციის მონაწილეებმა დამცავი ჯებირის ნაწილი გაარღვიეს, პოლიცია კი მათ დასაშლელად კვლავ წყლის ჭავლს იყენებს