სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დე, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი" - 9 წლის ჩემპიონის მიზანი და ოცნება
"დე, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი" - 9 წლის ჩემპიონის მიზანი და ოცნება

9 წლის გი­გი­შა ბოლ­ქვა­ძე ცურ­ვა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა სპორ­ტსმე­ნია, რო­მელ­საც დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. ის ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან 50 და 100-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ებ­ზე, ბა­ტერ­ფლა­ით ცურ­ვის სტი­ლით, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა. ეს მით უფრო და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რომ მას თით­ქმის 2 წლით უფ­რო­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჰყავ­და. გი­გი­შამ ასე­ვე გა­ი­მარ­ჯვა 27 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ შე­ჯიბრში "მხი­ა­რუ­ლი დელ­ფი­ნი" , რაც სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს და­ემ­თხვა. თურ­მე პა­ტა­რა ჩემ­პი­ონ­მა შე­ჯიბ­რის შემ­დეგ დე­დას უთხრა: "დე, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდე­ბი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ვა­სა­ხე­ლებ და სო­ხუმს და­ვიბ­რუ­ნებთ”.

ჩვენ გი­გი­შა­სა და მის დე­დას თეა ბე­ქა­ურს ვე­სა­უბ­რეთ.

გი­გი­შა ბოლ­ქვა­ძე:

"ცურ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წყალ­ში რომ ვარ, თავს მსუ­ბუ­ქად და თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ. პა­ტა­რა­ო­ბი­სას წყალ­ში როცა ჩამ­სვამ­დნენ, ამოს­ვლა აღარ მინ­დო­და. ახა­ლაც ძა­ლი­ან მომ­წონს, რა­საც ვა­კე­თებ".

თეა ბე­ქა­უ­რი, გი­გი­შას დედა:

- გი­გი­შას ცურ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი შემ­თხვე­ვით არ და­წყე­ბუ­ლა. და­ბა­დე­ბი­დან, რაც თავი გვახ­სოვს, სულ წყალ­ში ყოფ­ნას ითხოვ­და... ბავ­შო­ბა­ში მო­ფე­რე­ბით დელ­ფინ­საც ვე­ძახ­დით, მაგ­რამ მა­ინც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ უკვე 9 წლის ასაკ­ში ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და.

თა­ვი­დან, ცურ­ვის ტექ­ნი­კის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლით, გი­გი­შა აუზ­ზე 5 წლის ასაკ­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, თუმ­ცა გვი­თხრეს, რომ ადრე იყო. ჩვენ მა­ინც ვაგ­რძე­ლებ­დით ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით ვარ­ჯიშს, ხან ზღვა­ზე, ხან აუზ­ში. გი­გი­შა არას­დროს უშინ­დე­ბო­და ტალ­ღებს. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ცურ­ვა არ იცო­და, შე­ვარ­დე­ბო­და ხოლ­მე ტალ­ღებ­ში და სი­თა­მა­მით და წყლის სიყ­ვა­რუ­ლით აო­ცებ­და ირ­გვლივ მყო­ფებს.

8 წლის რომ გახ­და, თა­ვი­დან მი­ვე­დით სა­ცუ­რაო კომ­პლექს "ოლიმ­პიკ­ში", სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გი გვყავ­და. ბავ­შვის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვირ­ჩი­ეს წავ­სუ­ლი­ყა­ვით იქ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ვარ­ჯი­შობს, სა­ცუ­რაო აუზ "ტო­ნუს­ში". ხუმ­რო­ბით გვი­თხრეს, "ამ ბი­ჭის­გან ჩვენ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს გავზრდი­თო". სა­ბო­ლო­ოდ, 1 წლის წინ, თე­ბერ­ვალ­ში და­ვი­წყეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ვარ­ჯი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლებ­თან ირი­ნა მინ­ჟუ­ლი­ნა­სა და გია მთვრა­ლაშ­ვილ­თან, 2 თვე­ში ბავ­შვი სპორ­ტულ ჯგუფ­ში ჩას­ვეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, შარ­შან სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყო გი­გი­შამ აქ­ტი­უ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ვარ­ჯი­ში.

ის ჯგუფ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა. როცა 9 წლის გახ­და, ზუს­ტად 1 კვი­რა­ში ბა­თუმ­ში, ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე გა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც 10 წლი­დან იღებ­დნენ ბავ­შვებს. მან კონ­კურს გა­რე­შე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 10 და 11 წლის ბავ­შვებს შო­რის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

"მხი­ა­რუ­ლი დელ­ფი­ნის" შე­ჯიბ­რის­თვის, რო­მე­ლიც მთელს მსოფ­ლი­ო­ში ტარ­დე­ბა, გი­გი­შა მხო­ლოდ 2 თვე ემ­ზა­დე­ბო­და. პან­დე­მი­ის გამო ზამ­თარ­ში ვერ ივარ­ჯი­შა და ეს მის­თვის ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. თუმ­ცა, ის იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ბი­ჭია, დრო არ და­კარ­გა, სხვა­დას­ხვა ვარ­ჯი­ში მო­ი­ფიქ­რა და მა­შინ, როცა აუ­ზე­ბი და სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი და­ხუ­რეს, ხმე­ლეთ­ზე "ცუ­რავ­და" და ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვებს ასე აკე­თებ­და.

გა­ზა­ფხულ­ზე, მწვრთნე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ბავ­შვებ­მა ვარ­ჯი­ში ეტა­პობ­რი­ვად კუს ტბა­ზე გა­ნა­ახ­ლეს. ჩვე­ნი მწვრთნე­ლე­ბი მათ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, უსას­ყიდ­ლოდ ავარ­ჯი­შებ­დნენ.

- რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო, პან­დე­მი­ის დროს ვარ­ჯი­შის შე­წყვე­ტა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან შე­გუ­ე­ბა, ამან მო­მა­ფიქ­რე­ბი­ნა, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა მშო­ბელ­თა სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "მშობ­ლე­ბი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის"... მივ­ხვდი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ო­ში ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ მოხ­დეს. სხვა ქვეყ­ნე­ბი და­ცუ­ლე­ბი არი­ან იმ მხრივ, რომ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. მათ იცი­ან, რომ სპორ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის აღ­ზრდა­სა და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დახ­მა­რე­ბაც აქვს და და­ფი­ნან­სე­ბაც. უცხო­ეთ­ში პან­დე­მი­ის დროს, სპორ­ტსმე­ნე­ბი იზო­ლა­ცი­ა­ში ამ­ყო­ფეს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც მათ ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, ჩვენ კი ჩვე­ნი სახ­სრე­ბით ვცდი­ლობ­დით ვარ­ჯიშს. ახლა კი გა­დავ­წყვი­ტეთ, რო­გორ­მე და­ვეხ­მა­როთ სა­ხელ­მწი­ფოს, მშობ­ლებს და ეს სა­ხე­ო­ბა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ, ამის­თვის კი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან სახ­სრე­ბის მო­პო­ვე­ბას ვა­პი­რებთ.

ავ­ტო­რი: ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
1

ნეტა გახდე შვილო ნეტა! ოღონდ ვინ გაგხდის ვინ?

თამრიკო
0

შენი ოცნების ასრულებას გისურვებ ყოჩაღო ბიჭო ! დაველოდები შენს წარმატებებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დე, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი" - 9 წლის ჩემპიონის მიზანი და ოცნება

"დე, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი" - 9 წლის ჩემპიონის მიზანი და ოცნება

9 წლის გიგიშა ბოლქვაძე ცურვაზე შეყვარებული პატარა სპორტსმენია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის ახლახან საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან 50 და 100-მეტრიან დისტანციებზე, ბატერფლაით ცურვის სტილით, საუკეთესო შედეგები აჩვენა. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ მას თითქმის 2 წლით უფროსი კონკურენტები ჰყავდა. გიგიშამ ასევე გაიმარჯვა 27 სექტემბერს გამართულ შეჯიბრში "მხიარული დელფინი" , რაც სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა. თურმე პატარა ჩემპიონმა შეჯიბრის შემდეგ დედას უთხრა: "დე, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ვასახელებ და სოხუმს დავიბრუნებთ”.

ჩვენ გიგიშასა და მის დედას თეა ბექაურს ვესაუბრეთ.

გიგიშა ბოლქვაძე:

"ცურვა ძალიან მიყვარს. წყალში რომ ვარ, თავს მსუბუქად და თავისუფლად ვგრძნობ. პატარაობისას წყალში როცა ჩამსვამდნენ, ამოსვლა აღარ მინდოდა. ახალაც ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ".

თეა ბექაური, გიგიშას დედა:

- გიგიშას ცურვის სიყვარული შემთხვევით არ დაწყებულა. დაბადებიდან, რაც თავი გვახსოვს, სულ წყალში ყოფნას ითხოვდა... ბავშობაში მოფერებით დელფინსაც ვეძახდით, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ უკვე 9 წლის ასაკში ამხელა წარმატებას მიაღწევდა.

თავიდან, ცურვის ტექნიკის შესწავლის სურვილით, გიგიშა აუზზე 5 წლის ასაკში მივიყვანეთ, თუმცა გვითხრეს, რომ ადრე იყო. ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ჩვენი რესურსებით ვარჯიშს, ხან ზღვაზე, ხან აუზში. გიგიშა არასდროს უშინდებოდა ტალღებს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცურვა არ იცოდა, შევარდებოდა ხოლმე ტალღებში და სითამამით და წყლის სიყვარულით აოცებდა ირგვლივ მყოფებს.

8 წლის რომ გახდა, თავიდან მივედით საცურაო კომპლექს "ოლიმპიკში", სადაც ძალიან კარგი პედაგოგი გვყავდა. ბავშვის მონაცემებიდან გამომდინარე, გვირჩიეს წავსულიყავით იქ, სადაც საქართველოს ნაკრები ვარჯიშობს, საცურაო აუზ "ტონუსში". ხუმრობით გვითხრეს, "ამ ბიჭისგან ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონს გავზრდითო". საბოლოოდ, 1 წლის წინ, თებერვალში დავიწყეთ პროფესიონალური ვარჯიში საქართველოს ნაკრების მწვრთნელებთან ირინა მინჟულინასა და გია მთვრალაშვილთან, 2 თვეში ბავშვი სპორტულ ჯგუფში ჩასვეს. ფაქტობრივად, შარშან სექტემბრიდან დაიწყო გიგიშამ აქტიური და პროფესიონალური ვარჯიში.

ის ჯგუფში ყველაზე პატარაა. როცა 9 წლის გახდა, ზუსტად 1 კვირაში ბათუმში, ღია პირველობაზე გაიყვანეს, სადაც 10 წლიდან იღებდნენ ბავშვებს. მან კონკურს გარეშე მიიღო მონაწილეობა. 10 და 11 წლის ბავშვებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

"მხიარული დელფინის" შეჯიბრისთვის, რომელიც მთელს მსოფლიოში ტარდება, გიგიშა მხოლოდ 2 თვე ემზადებოდა. პანდემიის გამო ზამთარში ვერ ივარჯიშა და ეს მისთვის ძალიან სტრესული პერიოდი იყო. თუმცა, ის იმდენად ძლიერი ბიჭია, დრო არ დაკარგა, სხვადასხვა ვარჯიში მოიფიქრა და მაშინ, როცა აუზები და სავარჯიშო დარბაზები დახურეს, ხმელეთზე "ცურავდა" და ფიზიკურ დატვირთვებს ასე აკეთებდა.

გაზაფხულზე, მწვრთნელების დახმარებით ბავშვებმა ვარჯიში ეტაპობრივად კუს ტბაზე განაახლეს. ჩვენი მწვრთნელები მათ, აბსოლუტურად, უსასყიდლოდ ავარჯიშებდნენ.

- რამდენად რთული იყო, პანდემიის დროს ვარჯიშის შეწყვეტა?

- ძალიან რთული იყო ამ სიტუაციასთან შეგუება, ამან მომაფიქრებინა, გაგვეკეთებინა მშობელთა სამოქალაქო მოძრაობა "მშობლები მომავალი თაობისთვის"... მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში და მსოფლიოში ნებისმიერ დროს შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. სხვა ქვეყნები დაცულები არიან იმ მხრივ, რომ სპორტის ამ სახეობას უდიდესი ყურადღება ექცევა. მათ იციან, რომ სპორტი მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდასა და მის განვითარებაში, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაც აქვს და დაფინანსებაც. უცხოეთში პანდემიის დროს, სპორტსმენები იზოლაციაში ამყოფეს ისეთ ადგილას, სადაც მათ ვარჯიშის საშუალება ჰქონდათ, ჩვენ კი ჩვენი სახსრებით ვცდილობდით ვარჯიშს. ახლა კი გადავწყვიტეთ, როგორმე დავეხმაროთ სახელმწიფოს, მშობლებს და ეს სახეობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამისთვის კი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან სახსრების მოპოვებას ვაპირებთ.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

"გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 აჭარაში გარდაიცვალა, 1 - საჩხერეში, 2 კი თბილისში" - მარინა ენდელაძე

"აჭარაში - 196, თბილისში - 178" - როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით

აჭარული კერძების მომზადების ვიდეოგაკვეთილები, ფოტორეცეპტები და საიმიჯო ვიდეორგოლი მზადდება