მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე
''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, და­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ გიგი გი­გი­ა­ძეს ჯერ სა­მი­ნის­ტროს­თან უნდა გა­ერ­კვია, რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გან­ცხა­დე­ბა შემ­დეგ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამის შე­სა­ხებ ზალ­კა­ლი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ბრი­ფინგზე, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, გიგი გი­გი­ძის გან­ცხა­დე­ბა მის­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო და მას სა­მი­ნის­ტროს­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე არ ჰქო­ნია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ვი­ხი­ლეთ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოკ­ვე­თილ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ეს რა თქმა უნდა, ნამ­დვი­ლად ჩემ­თვი­საც პი­რა­დად და სა­მი­ნის­ტროს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ემო­ცი­უ­რად რთუ­ლად აღ­საქ­მე­ლი იყო და ყვე­ლა ვწუხ­ვართ, რომ სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია ამ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. მინ­და გა­მოვ­თქვა იმე­დი, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრცეს­ში ყვე­ლა იმ არ­სე­ბულ კი­თხვას, რო­მე­ლიც მის მი­მართ არ­სე­ბობს, გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რია ეს ჩემ­თვის - მე 28 წე­ლია ამ სის­ტე­მის ნა­წი­ლი ვარ. ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობს, კარ­გად ვიც­ნობ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ნამ არ დას­რულ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, მათი უფ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ელ­ჩის მხრი­დან გა­კე­თე­ბულ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, მეც გა­მიკ­ვირ­და, რად­გა­ნაც იცით თქვენ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­ლე­გი­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელ­ჩის პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა ის აკე­თებს რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბას, მი­თუ­მე­ტეს ასეთ უაღ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე თე­მა­ზე, მას უნდა და­ე­რე­კა, ეკი­თხა ჩვენ­თვის რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, რას­თან გვაქვს საქ­მე?! ჩემ­თვი­საც სი­ურპრი­ზი იყო ეს გან­ცხა­დე­ბა. ასე­თი ზარი არ შე­მო­სუ­ლა. თუ არ ვცდე­ბი, „ფე­ის­ბუქ“ პოს­ტის სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეს და მისი ერ­თგვა­რი ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო კო­ლე­გის მი­მართ. არ მქო­ნია მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ გვექ­ნე­ბა და მი­ე­წო­დე­ბა ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. ვინ თუ არა პირ­ველ რიგ­ში მე ვწუხ­ვარ ამ ფაქ­ტზე. ვფიქ­რობ, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა კი­თხვას გას­ცემს შე­სა­ბა­მის პა­სუხს“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი და­ნი­ა­ში, გიგი გი­გი­ა­ძე და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლო - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლი­მი­ტა­ცია - დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, ივე­რი მე­ლაშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს. რო­გორც გი­გი­ა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექ­სპერ­ტია.

„სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ ივე­რი მე­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც პი­რა­დად ვიც­ნობ 1997 წლი­დან და მი­მაჩ­ნია, რომ ის არის სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მორ­ჩე­უ­ლი პატ­რი­ო­ტი, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის პრო­ცე­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და შე­უც­ვლე­ლი ექ­სპერ­ტი. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი და საღ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია, რომ ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც მი­ჭირს. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა არ­სე­ბულ კი­თხვას ამომ­წუ­რავ პა­სუხს გას­ცემს და სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მა­ლე­ვე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა”, - წერს გიგი გი­გი­ა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maia
24

ვინმე რამეს ეკითხება ამას საერთოდ?

1
92

ყველა პრინციპულ ვაჟკაც პროფესიონალ კაცს გაუმარჯოს!! ის კაცი სულ ტყუილად ყავთ დაჭერილი... რუსული თამაშიაა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე

''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დანიაში საქართველოს ელჩ გიგი გიგიაძეს ჯერ სამინისტროსთან უნდა გაერკვია, რა ხდებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გიგი გიგიძის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო და მას სამინისტროსთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე არ ჰქონია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გენერალური პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად ჩემთვისაც პირადად და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანამშრომელია ამ გამოძიების პროცესში. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გამოძიების პრცესში ყველა იმ არსებულ კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, გაეცემა პასუხი. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის - მე 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, რომელიც სისტემაში მუშაობს, კარგად ვიცნობ. მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სანამ არ დასრულდება სასამართლო პროცესი, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის მხრიდან გაკეთებულ გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა. თუ არ ვცდები, „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ვინ თუ არა პირველ რიგში მე ვწუხვარ ამ ფაქტზე. ვფიქრობ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გიგიაძე აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, - წერს გიგი გიგიაძე სოციალურ ქსელში.

"ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გუშინ სენატორებმა ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს - მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია" - გიგი წერეთელი