სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი
"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი

დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ზო­გა­დად, ეს პრო­ცე­სი მსხვერ­პლშე­წირ­ვას უფრო ჰგავს, ვიდ­რე რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, საქ­მე­ში ძი­რი­თა­დად, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბია.

„ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ ბა­ტა­ლი­ებს ეწი­რე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ ბრალს, ეს გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყო­ფის­კენ მი­მარ­თულ ქმე­დე­ბას, რა­საც არ მო­ყო­ლია რა­ი­მე ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ცე­მა, ან და­კარ­გვა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბა არის აბ­სურ­დუ­ლი, რად­გან ამ სფე­როს მეც­ნი­ე­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მათი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ იმ რუ­კე­ბით, რომ­ლე­ბიც ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის და ის რუ­კე­ბი, რო­მელ­თაც მათ ედა­ვე­ბი­ან, რომ ეხელ­მძღვა­ნე­ლათ, მათ­თვის იყო არა­სან­დო და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ფიქ­რო­ბენ, რომ არ უნდა დაყ­რდნო­ბოდ­ნენ. საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნი ბრალ­დე­ბა იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან, ზუს­ტად რო­მე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წილ­ზე ედა­ვე­ბი­ან, რომ შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი­ყო, ეს ცალ­სა­ხად პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბი­დან არ იკ­ვე­თე­ბა. ბა­ტო­ნი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის­თვის ეს ბრალ­დე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­თვის თან­მდე­ვი შე­დე­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის საქ­მეს ას­რუ­ლებ­დნენ პირ­ნათ­ლად 1994 წლი­დან და ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი საქ­მე აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, ამას ადას­ტუ­რებს მათ შო­რის მოქ­მე­დი ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბა... და­კა­ვე­ბის გან­ჩი­ნე­ბი­დან ამო­ვი­კი­თხე, რომ მოწ­მე­ე­ბად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და, ეს­წრე­ბოდ­ნენ გარ­კვე­ულ შეხ­ვედ­რებს და ჰქონ­დათ ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნა, რომ მათ გა­არ­ჩი­ეს, რო­მე­ლი რუ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი და რო­მელს - არა. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე უნდა დარ­ჩნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით გან­ვი­ხი­ლავთ გი­რა­ო­საც“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ წუ­თებ­ში, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
2

ამ ქვეყანაში არავის რომ არაფლის რცხვენია სახეზეა. მაგალითად ზალკანიანიც კი კმარა. მაგრამ ხიხომ რა უნდა ააშენოს ვაზელინის ვერ იშოვი ქვეყანაში. ამ წვერებიანებს კი როგორ ჭირდებათ ერთი აღმაშენებელი

gio
4

ადვოკატო დაფიქრდი, თავისი ქონება კი არ გადაუცია, არამედ გადასცა მამულის ნაწილი. მე არავის დაჭერა არ მინდა მაგრამ ამ შემთხვევაში დაჭერა ბაირამობაა. მავნთ და მავანთ რატო ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი

"დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას ჰგავს... საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია" - ივერი მელაშვილის ადვოკატი

დღევანდელი მოვლენები და ზოგადად, ეს პროცესი მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია.

„ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ. საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან, ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. ბატონი ივერი მელაშვილისთვის ეს ბრალდება არის პოლიტიკური პროცესებისთვის თანმდევი შედეგი და პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს ასრულებდნენ პირნათლად 1994 წლიდან და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, ამას ადასტურებს მათ შორის მოქმედი ელჩის განცხადება... დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს - არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

"მათ შეეძლოთ რუკა გაეყიდათ კიდეც, მაგრამ ეს არ გააკეთეს. შესაძლოა, ეს მასალები ინახებოდა იმისთვის, რომ ისინი გრძნობდნენ პასუხისმგებლობას" - უსაფრთხოების ექსპერტი

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში ჩამოდის - ის საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან გატაცების გამო ედავება