მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს
ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს

ქე­და­ში ღვი­ნის გზას თუ და­ად­გე­ბით, მა­ღალ მთებ­ში ჩა­კარ­გულ სო­ფელ პირ­ველ მა­ის­ში შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რანს აღ­მო­ა­ჩენთ. მა­შინ, როცა 2006 წელს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩხა­ვე­რის ჯი­შის ყუ­რძნის აღორ­ძი­ნე­ბის პროგ­რა­მა და­ი­წყო, მამა-შვილ­მა, ნო­დარ და ალე­კო შერ­ვა­ში­ძე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს 1,05 ჰექ­ტარ მი­წა­ზე 3 200 ძი­რამ­დე ვაზი გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ, მათ შო­რის: ცო­ლი­კო­უ­რი, ოჯა­ლე­ში, დირ­ბუ­ლა და 24 და­სა­ხე­ლე­ბის სა­კო­ლექ­ციო ჯი­შის ყუ­რძე­ნი. მას შემ­დეგ შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხის კარი ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რის­თვის ღიაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ­თვის, ვი­საც მთის ბუ­ნე­ბა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო უყ­ვარს – შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რან­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ, მათ მიერ ჩა­მოს­ხმულ­მა ოჯა­ლეშ­მა სა­ო­ჯა­ხო ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. მას­პინ­ძლე­ბი ყო­ველ­თვის იღებ­დნენ ტუ­რის­ტებს, თუმ­ცა ბოლო დროს მო­ჭარ­ბე­ბულ­მა ნა­კად­მა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა მო­ი­თხო­ვა.

„ჩვენ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გვქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ორი ნომ­რით, რაც ნიშ­ნავს, რომ მაქ­სი­მუმ 6 კა­ცის მი­ღე­ბა შეგ­ვეძ­ლო, მო­თხოვ­ნა კი მა­ღა­ლი იყო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაჩ­ნდა იდეა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა კო­ტე­ჯე­ბი“ – გვიყ­ვე­ბა ალე­კო შერ­ვა­ში­ძე. ევ­რო­კავ­ში­რის ENPARD პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექტ „ქედა ლი­დერ­ში“ ჩარ­თვის შემ­დეგ გა­და­წყდა ვე­ნა­ხის ზვარ­ში აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ოთხი კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი კო­ტე­ჯი, რო­მელ­თა აივ­ნე­ბი­დან სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა იშ­ლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფი (LAG) აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში. LAG მარ­თვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. „ქედა ლი­დე­რი“ აერ­თი­ა­ნებს ად­გი­ლობ­რივ კერ­ძო, სა­ჯა­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი გან­სა­ზღვრავს სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებს, ასე­ვე შე­ი­მუ­შა­ვებს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ებს. შემ­დგომ ეტაპ­ზე კი ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გრან­ტებს გას­ცემს. სწო­რედ „ქედა ლი­დე­რის“ მიერ გა­ცე­მუ­ლი გრან­ტით აშენ­და შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­მულ­ში კო­ტე­ჯე­ბი – ხის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც სიძ­ვე­ლის ეფექტს ჰქმნის კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია – ნა­ლი­ის ტი­პის კო­ტე­ჯე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა იმ პი­რო­ბით, რო­მელ­საც მა­ღა­ლი ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ.

„შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რანს ყო­ველ­წლი­უ­რად ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით 5 000-ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და, თუმ­ცა მას არ ჰქონ­და ად­გილ­ზე ღა­მის­თე­ვის სერ­ვი­სი. ჩვენ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში მათ შე­მო­ი­ტა­ნეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და 4 ერ­თე­უ­ლი კო­ტე­ჯის მო­წყო­ბას, რო­მე­ლიც დამ­ზად­დე­ბო­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ძვე­ლი ნა­ლი­ი­სა­გან, ხოლო შიდა ინ­ტე­რი­ე­რი მო­ე­წყო­ბო­და ტუ­რის­ტე­ბის­თვის მი­სა­ღებ სივ­რცედ, სა­დაც ჯამ­ში 12 სტუ­მარს შე­ეძ­ლე­ბო­და ღა­მის­თე­ვის სერ­ვი­სით ესარ­გებ­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი გა­აძ­ლი­ე­რებს ლო­კა­ცი­ას, შეს­ძენს და­მა­ტე­ბით კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და გა­ა­ჩენს და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს“ – ამ­ბობს „ქედა ლი­დე­რის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე.

შერ­ვა­ში­ძე­ებ­მა ლა­გის დახ­მა­რე­ბით მშე­ნებ­ლო­ბა დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყეს და ზა­ფხულ­ში და­ას­რუ­ლეს. კო­ტე­ჯე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­რი­ერ-ექ­სტე­რი­ე­რის წყა­ლო­ბით, ოჯა­ხის მა­რანს უკვე მრა­ვა­ლი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს. გარ­და და­მა­ტე­ბი­თი სას­ტუმ­რო ნომ­რე­ბი­სა, ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ხელ­შე­წყო­ბით, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ვე­ნახ­ში მო­ე­წყო ზიპ­ლა­ი­ნი. ის­ტო­რი­ი­სა და ბუ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ სტუმ­რებს კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ მო­ი­ნა­ხუ­ლონ X-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი: სა­ღო­რე­თი­სა და ცი­ვა­სუ­ლას ცი­ხე­ე­ბი, მი­წის ხიდი, ნე­ო­ლი­თუ­რი ხა­ნის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი და რა თქმა უნდა, ქე­დის ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა.

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მა­რან­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მშვიდ ატ­მოს­ფე­როს ჰქმნი­ან მას­პინ­ძლე­ბი, რომ­ლე­ბიც ენერ­გი­ას არ იშუ­რე­ბენ სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად. სა­ღა­მო­ო­ბით აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­გე­მოვ­ნოთ სხვა­დას­ხვა ღვი­ნო და აჭა­რუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ მას­ტერკლა­სებ­ში.

„ჩვე­ნი კო­ტე­ჯე­ბი ტუ­რის­ტებ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს, ვინც დარ­ჩე­ნას ვერ ახერ­ხებს, მათ მა­რან­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რო­ბი­სა და მა­მუ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ. ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონს ჩვე­ნი კო­ტე­ჯე­ბი – ისი­ნი უკვე შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის მარ­ნის სიმ­ბო­ლოა“ – ამ­ბობს ალე­კო შერ­ვა­ში­ძე.

შერ­ვა­ში­ძე­ე­ბის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის ეფექ­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი როლი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექტს „ქედა ლი­დე­რი“ და მის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ქე­დის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფს (LAG) უჭი­რავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქე­დის LAG-ი ერთ-ერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ თორ­მე­ტი LAG-დან. სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა და­ა­ფი­ნან­სეს სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის 500-ზე მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ტუ­რიზ­მის, სო­ცი­ა­ლუ­რი და სოფ­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­დე­გად, და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­უჩ­ნდა სოფ­ლად მცხოვ­რებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი სოფ­ლად მცხოვ­რებ 10,000-ზე მეტ ადა­მი­ანს გა­უ­უმ­ჯო­ბეს­და.

Თამარი
0

Ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.იხარეთ და იმრავლეთ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს

ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს

ქედაში ღვინის გზას თუ დაადგებით, მაღალ მთებში ჩაკარგულ სოფელ პირველ მაისში შერვაშიძეების მარანს აღმოაჩენთ. მაშინ, როცა 2006 წელს მუნიციპალიტეტში ჩხავერის ჯიშის ყურძნის აღორძინების პროგრამა დაიწყო, მამა-შვილმა, ნოდარ და ალეკო შერვაშიძეებმა გადაწყვიტეს 1,05 ჰექტარ მიწაზე 3 200 ძირამდე ვაზი გაეშენებინათ, მათ შორის: ცოლიკოური, ოჯალეში, დირბულა და 24 დასახელების საკოლექციო ჯიშის ყურძენი. მას შემდეგ შერვაშიძეების ოჯახის კარი ნებისმიერი სტუმრისთვის ღიაა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მთის ბუნება და ნატურალური ღვინო უყვარს – შერვაშიძეების მარანში მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ, მათ მიერ ჩამოსხმულმა ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა. მასპინძლები ყოველთვის იღებდნენ ტურისტებს, თუმცა ბოლო დროს მოჭარბებულმა ნაკადმა ბიზნესის გაფართოება მოითხოვა.

„ჩვენ საოჯახო სასტუმრო გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი ნომრით, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 6 კაცის მიღება შეგვეძლო, მოთხოვნა კი მაღალი იყო, აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა კოტეჯები“ – გვიყვება ალეკო შერვაშიძე. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტ „ქედა ლიდერში“ ჩართვის შემდეგ გადაწყდა ვენახის ზვარში აშენებულიყო ოთხი კეთილმოწყობილი კოტეჯი, რომელთა აივნებიდან საოცარი ბუნება იშლება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობებში. LAG მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. „ქედა ლიდერი“ აერთიანებს ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე კი განსაზღვრავს სოფლის განვითარების პრიორიტეტებს, ასევე შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემს. სწორედ „ქედა ლიდერის“ მიერ გაცემული გრანტით აშენდა შერვაშიძეების მამულში კოტეჯები – ხის კონსტრუქცია, რომელიც სიძველის ეფექტს ჰქმნის კეთილმოწყობილია – ნალიის ტიპის კოტეჯები უზრუნველყოფილია ყველა იმ პირობით, რომელსაც მაღალი ტიპის სასტუმროები გვთავაზობენ.

„შერვაშიძეების მარანს ყოველწლიურად ჩვენი მონაცემებით 5 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა მას არ ჰქონდა ადგილზე ღამისთევის სერვისი. ჩვენ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მათ შემოიტანეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 4 ერთეული კოტეჯის მოწყობას, რომელიც დამზადდებოდა ტრადიციული ძველი ნალიისაგან, ხოლო შიდა ინტერიერი მოეწყობოდა ტურისტებისთვის მისაღებ სივრცედ, სადაც ჯამში 12 სტუმარს შეეძლებოდა ღამისთევის სერვისით ესარგებლა. აღნიშნული სერვისი გააძლიერებს ლოკაციას, შესძენს დამატებით კონკურენტუნარიანობას და გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს“ – ამბობს „ქედა ლიდერის“ წარმომადგენელი, გიორგი აბულაძე.

შერვაშიძეებმა ლაგის დახმარებით მშენებლობა დეკემბერში დაიწყეს და ზაფხულში დაასრულეს. კოტეჯების შთამბეჭდავი და საინტერესო ინტერიერ-ექსტერიერის წყალობით, ოჯახის მარანს უკვე მრავალი ტურისტი სტუმრობს. გარდა დამატებითი სასტუმრო ნომრებისა, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ვენახში მოეწყო ზიპლაინი. ისტორიისა და ბუნების მოყვარულ სტუმრებს კი შესაძლებლობა ეძლევათ მოინახულონ X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლები: საღორეთისა და ცივასულას ციხეები, მიწის ხიდი, ნეოლითური ხანის გამოქვაბული და რა თქმა უნდა, ქედის ველური ბუნება.

შერვაშიძეების მარანში განსაკუთრებულად მშვიდ ატმოსფეროს ჰქმნიან მასპინძლები, რომლებიც ენერგიას არ იშურებენ სტუმრების განწყობის შესაქმნელად. საღამოობით აქ შესაძლებელია დააგემოვნოთ სხვადასხვა ღვინო და აჭარული ტრადიციული კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში.

„ჩვენი კოტეჯები ტურისტებში აღფრთოვანებას იწვევს, ვინც დარჩენას ვერ ახერხებს, მათ მარანში დღის განმავლობაში სტუმრობისა და მამულის დათვალიერების საშუალებას ვაძლევთ. ყველას ძალიან მოსწონს ჩვენი კოტეჯები – ისინი უკვე შერვაშიძეების მარნის სიმბოლოა“ – ამბობს ალეკო შერვაშიძე.

შერვაშიძეების საოჯახო ბიზნესის ეფექტურ განვითარებაში დიდი როლი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „ქედა ლიდერი“ და მის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ქედის LAG-ი ერთ-ერთია საქართველოში არსებულ თორმეტი LAG-დან. საერთო ჯამში, საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა დააფინანსეს სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა.

ჩემი სოფელი: ადგილობრივი ავეჯის წარმოების დანერგვა ხულოში

ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

სურვილების ასრულების 9 წელი სითი მოლთან ერთად!