ავტორი:

ავტონაწილების ელექტრონული გაყიდვების სრული კომპლექტი და Geoparts.ge-ს მარაგი, რომლის წყალობითაც საქართველოში ავტონაწილების დეფიციტი უახლოეს თვეებში არ იქნება

ავტონაწილების ელექტრონული გაყიდვების სრული კომპლექტი და Geoparts.ge-ს მარაგი, რომლის წყალობითაც საქართველოში ავტონაწილების დეფიციტი უახლოეს თვეებში არ იქნება

ავტონაწილების სუპერმარკეტმა Geoparts.ge-მ საქართველოს ბაზარზე ავტონაწილების შემოტანა 2012 წელს, ტაივანიდან და ჩინეთიდან დაიწყო. დღეს ავტომობილების ნაწილების მაღაზია უკვე სამი ჩინური ქარხნის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, იყოს მათი ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში. Geo Electricparts-ის დირექტორი და დამფუძნებელი, ლევან დემეტრაძე კომპანიის საქმიანობის შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- ჩვენი კომპანია 2009 წელს ჩამოვაყალიბეთ, 2012 წლიდან დავიწყეთ ავტონაწილების შემოტანა ჯერ ტაივანიდან, შემდეგ კი ჩინეთიდან. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას ვხვეწთ, ავტონაწილებს ვამატებთ, ვიზრდებით. უკვე სამი ჩინური ქარხნის ექსკლუზიური წარმომადგენელი ვართ ამიერკავკასიაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ხარისხის კონტროლის მეტ საშუალებას გვაძლევს. როცა ნაკლებ ტვირთებს ვიღებდით, მაშინ ხარისხის კონტროლი რთული და შეუძლებელიც კი იყო, რადგან ამ დროს ჩვენთვის ნაწილებს შუალედური კომპანია აგროვებდა, პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაციის გარეშე კი ხარისხის კონტროლი მაღალ დონეზე ვერ ხერხდება. ამა თუ იმ ქარხანასთან პირდაპირ კომუნიკაციაზე გასასვლელად საჭიროა, საკმაოდ დიდი ხანი გიცნობდნენ, განსაკუთრებით - ჩინეთში. მეორე პირობა ისაა, რომ უნდა აგროვებდე ავტონაწილების იმ რაოდენობას, რომ ქარხნისთვის საინტერესო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლები ტვირთის შეკრებისას ოპერირება შუამავალი კომპანიის მეშვეობით გიწევს, რა დროსაც ხარისხის კონტროლი საგრძნობლად გაძნელებულია. მაგრამ როდესაც ქარხანაზე გასვლაა შესაძლებელი, ქარხანა სწორედ იმ ხარისხის პროდუქციას ამზადებს, როგორ შეკვეთასაც იღებს. სწორედ ამ ეტაპზე ვიმყოფებით ახლა და შესაბამისად, უკეთესად ვაკონტროლებთ ხარისხსაც. საერთოდ, ჩინეთი მსოფლიო ფაბრიკაა, სწორედ ეს ქვეყანა აწარმოებს ყველაფერს ყველასთვის, ჩინური პროდუქცია მსოფლიოს ყველა ბაზარზეა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ჩინური პროდუქციის ხარისხი ჩინელებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ, დამოკიდებულია დამკვეთზე - ჩინელები აკეთებენ იმას, რასაც დაუკვეთავ. გინდა უხარისხო? უხარისხოს გაგიკეთებენ და იქნება იაფი. გინდა ხარისხიანი? ხარისხიანს გაგიკეთებენ, მაგრამ იქნება ძვირი. ასე რომ, ის, რომ თითქოს ჩინური პროდუქცია უხარისხოა, ერთგვარი თავის მართლებაა.

- ხშირადაა, რომ ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები ამას ხაზს უსვამენ?

- თუ მათ უხარისხო გაუკეთეს, ერთი ვარიანტია, რომ ჯერ იმდენად პატარები არიან, რომ მუშაობენ შეკრებათ ტვირთზე, რომელიც ხარისხის კონტროლს ვერ ახერხებს. შეკრებათი ტვირთი ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ მსურს რაღაცის 100 ერთეული, ამ რაოდენობას კი ქარხანაში ვერ შევუკვეთ, რადგან ქარხნისთვის ეს მეტისმეტად მცირე რაოდენობაას. ამიტომ, საჭიროა შუალედური დილერის გამონახვა, რომელიც იმავე ქარხანაში, დავუშვათ, 1000 ერთეულის შეკვეთას აკეთებს, თუმცე მერე მიწოდებას ანაწილებს, ანუ სუბ-დილერია. აქ ხარისხის კონტროლი შეუძლებელია, რაც შეგხვდება, ის იქნება და მორჩა. თუმცა, როცა პირდაპირ ქარხანასთან მუშაობ, შენ წყვეტ, რა ხარისხის პროდუქცია დაუკვეთო, ეს შეთანხმებით წყდება და პრობლემას არ წარმოადგენს. ესაა უმთავრესი, თორემ ჩინეთში მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებს ძირითადად, 2-3 ქარხანა მაინც აქვთ. მაგალითად, “ტოიოტას“ იქ 3 ქარხანა აქვს, საევე „ჰონდას“, „ფორდს“, და ა.შ „ტესლამ“ გახსნა ახლა ქარხანა ჩინეთში და ა.შ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ქარხანა დაბალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, არამედ, თუ მაღალი დონის ქარხანასთან თანამშრომლობ, შენი პროდუქციაც მაღალი ხარისხისაა და არაფრით ჩამოუვარდება ტაივანის ან დავუშვათ, გერმანული წარმოების პროდუქციას.

- რომელი ქარხნებისგან მოიპოვეთ წარმომადგენლობის ექსკლუზიური უფლება? ასევე, როგორც ვიცი, ეს უფლება მთლიანად კავკასიის რეგიონზე ვრცელდება...

- საერთოდ, ასეთი წესია - ქარხნები, რომელსაც გარკვეულ გეოგრაფიულ ზონაში ექკლუზიური წარმომადგენელი ჰყავთ, პროდუქციას სხვაზე აღარ ჰყიდიან, იშვიათი გამონაკლისის, უფრო მაღალ ფასად გაყიდვის გარდა. ამ ზონაში სხვასთან თანამშრომლობა ქარხნებს აღარ უღირთ, რადგან ხელოვნური კონკურენციის შექმნა გამოდის და ისინი თავად დაზარალდებიან, იმდენ პროდუქციის გასაღება ვეღარ მოხერხდება. თავიდან ბევრი პროდუქცია გაიყიდება, მაგრამ ერთი და იმავე ხარისხისა და ფასის პროდუქტი იქნება და მერე მაინც შეწყდება გაყიდვები.

- კონკრეტულად რომელ ავტონაწილებს ყიდით, ძირითადად რაზე აკეთებთ აქცენტს?

- აქცენტს ვაკეთებთ ჰიბრიდულ, ელექტრო და სპორტულ მანქანებზე. ე.წ. „მასლაკარები“; ჰიბრიდებიდან თითქმის ყველა ჰიბრიდული ავტომობილის, ძირითადად, „ფორდის”, „შევროლეტის“, „ტოიოტას“და “ლექსუსის” ბრენდებისთვის გამოსაყენებელი ავტონაწილები შემოგვაქვს. გეგმაშია “ტესლას” ნაწილების შემოტანა. ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა, საერთოდ, ჩვენი მუშაობა „პრიუსიდან“ დაიწყო, პირველად სწორედ ამ ავტომობილის ნაწილები შემოვიტანეთ, მაგრამ „პრიუსების“ გამოშვება ჩინეთმა 2012 წლიდან დაიწყო, ამიტომ ამ ავტომობილზე და მისი ნაწილების წარმოებაზე ჩინურ ქარხნებს წარმოდგენა არ ჰქონდათ. შესაბამისად, ფაქტობრივად ერთად ვდგამდით პირველ ნაბიჯებს, და ახლა ჩინეთი „პრიუსის“ ნაწილებს დიდი რაოდენობით უშვებს.

- რას მიაწერდით იმას, რომ ჩინურმა კომპანიებმა სწორედ თქვენ აგირჩიეს ექსკლუზიური უფლების გადმოცემისას?

- პირველ რიგში, ჩინურ ბაზარზე საქართველოდან ერთ-ერთი პირველი დავინტერესდით ამ სფეროთი - ჰიბრიდული ავტომობილების ნაწილებით. ფაქტობრივად, ყველა ქარხანასთან გვქონდა წვდომა, ყველაზე ცოტა, საინფორმაციო კუთხით მაინც. ბევრ ქარხანასთან მომიწია კონსულტაციის გაწევა იმის შესახებ, თუ რა ნაწილები ეწარმოებინათ. იმ ქარხნებმა, რომელთანაც შევძელი, ნაწილების წარმოების ასორტიმენტი და ხარისხი დამეხვეწა, როცა საკითხი წარმომადგენლობაზე მიდგა, რა თქმა უნდა, მე ამირჩიეს. ამასთანავე, როდესაც რაიმეს ამზადებენ, ეს პროდუქცია პირველ რიგში, საქართველოში ჩვენს კომპანიას შემოაქვს, აპრობაციას ვაკეთებთ, როგორია პრაქტიკაში, ე.ი., ერთია, აწარმოო ხარისხი, და მეორე, - როგორ მიეჩვევა ხალხი. ჩვენი კომპანია ფაქტობრივად, ამ სეგმენტში - ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების ყველაზე მეტ ნაწილს ჰყიდის საქართველოში, სულ ოთხი მაღაზია გვაქვს და საკმაოდ კონკურენტუნარიანად ვმუშაობთ.

- ალბათ, როგორც სხვა სფეროებსა და კომპანიებზე, პანდემიამ თქვენზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა. ვითარებასთან ადაპტირების მიზნით, ამ პერიოდში რაიმე ღონისძიება ხომ არ გაგიტარებიათ?

- ნორმალური მუშაობის პირობებში ოთხი თვის მარაგი მაინც ყოველთვის გვქონდა, საკმაოდ დიდი საწყობები გვაქვს. თუმცა ისე გამოვიდა, რომ პანდემიის დროს მუშაობა ძალიან შემცირდა. ბრუნვა დაახლოებით, ნორმალურის მესამედი გახდა... დღევანდელი გათვლებით გამოდის, რომ როგორი მუშაობაც არ უნდა იყოს, საქართველოს 8-10 თვის განმავლობაში დეფიციტი არ ექნება, ავტონაწილების იმხელა რაოდენობა გვაქვს საწყობებში. ვაჭრობა ახლავე იმავე ტემპით რომ აღდგეს, რაც მაგალითად, თებერვლის თვეში - პიკის პერიოდში იყო, ფაქტობრივად, 6 თვე დამატების გარეშე ვიმუშავებთ.

რაც შეეხება ღონისძიებას, პირველად საქართველოში ჩვენ დავნერგეთ ავტონაწილების ონლაინ გაყიდვები, ეს ჯერ ზუსტად ამ ფორმით კავკასიის რეგიონში არ არსებობდა. ამ მომენტისთვის, ერთადერთი, ვისაც სრულყოფილი ონლაინ გაყიდვები აქვს,’’ ebay’’-ს ანალოგია, რაც გულისხმობს სახლიდან გაუსვლელად ყიდვას, მიწოდებას, ხარისხის კონტროლს, ეს ჩვენ ვართ. შეგიძლიათ, ნებისმიერი ნაწილი სახლში შეუკეთოთ და თუ მიუთითებთ, რომ მიტანით გნებავთ, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უფასო მიწოდება გვაქვს, 31 დეკემბრამდე, რაც ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მაღაზიები საქართველოს ყველა რეგიონში გვაქვს. ეს სერვისი მაისში ავამუშავეთ, თუმცა, პროექტის მზადება პანდემიას არ უკავშირდება - ინოვაციები გვიყვარს და პროექტს ისედაც ვამზადებდით. ძალიან მინდოდა, საქართველოში ავტონაწილების სრულყოფილი ონლაინ ვაჭრობა ყოფილიყო. სამუშაოებმა ერთი წელი მოიცვა და პროექტის ტესტირება მარტში დავიწყეთ, მაისში კი ფაქტობრივად, სრულყოფილი ვებ-გვერდი გავუშვით.

- პანდემიის დაწყების შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი ცდილობენ, ჩინეთზე ძველებურად დამოკიდებულები აღარ იყვნენ. ამაზე რას იტყვით? რამე საფრთხეს ხომ არ შეიცავს ის, რომ თქვენ ჩინეთიდან შემოგაქვთ ავტონაწილები?

- ჩინეთის ნაწილებზე მთელი მსოფლიოა დამოკიდებული, თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო ნაწილები კი არა, ევროპაში ავეჯიც ჩინეთიდან შედის. ანუ, ეს რას ნიშნავს? ევროპაში ავეჯის ქარხნები თუ მუშაობენ, ძალიან დაბალი ინტენსივობით. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტი ჩინეთიდან ხორციელდება. მეტიც, ჩემი თვალებით მაქვს ნანახი, როდესაც თურქეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ერთ-ერთ ჩინურ ქარხანაში, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, პროდუქციის დიდი პარტია შეუკვეთეს, გამზადებული ეტიკეტების დართვით - „წარმოებულია თურქეთში“. ჩინეთი იმითაა ძლიერი, ასეთ რამის დაკვეთა როცა ხდება, პროდუქცია ჩინეთის ტერიტორიაზე არ უნდა დარჩეს, ამაზე დიდი ჯარიმებია - საქონელი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გავიდეს ჩინეთიდან. ამიტომ, დღეს ან თუნდაც, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, როგორ აპირებენ ჩინეთიდან გამოსვლას, არ ვიცი, რადგან სხვაგან ბაზები არ არსებობს. ჩინეთს ეს ყველაფერი უცებ არ შეუქმნია, ის წარმოების კუთხით ბოლო 20 წლის განმავლობაში უწყვეტლივ ყალიბდებოდა და იმის ხარჯზე, რომ სადღაც შემცირდა წარმოება, სადღაც სხვაგან გაჩერდა ქარხნების მუშაობა. შანხაიში ყოველ წელს დავდივარ ავტონაწილების გამოფენაზე, შარშან განსაკუთრებული ბუმი იყო, ასეთი ხარისხიანი გამოფენა დიდი ხანია, არ მინახავს. ტაივანელები მეუბნებოდნენ, ჩინელებმა ასე თუ გააგრძელეს, მშივრები დავრჩებითო. ანუ, ჩინეთმა ხარისხის პრობლემა მასიურად დაძლია. ახლა რომელმა ქარხანამ უნდა დაიწყოს ნულიდან და ჩინეთის დონემდე მიაღწიოს?.. ასე რომ, ჯერჯერობით ეს ამბავი ზღაპარია.

ავტორი: ეკა აბაშიძე

R

ლუდი „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“ შეზღუდული სერია საერთაშორისო კონკურსებზეა წარდგენილი

ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს

დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა